ელბურსი

(გადამისამართდა გვერდიდან ელბურსის ქედი)

ელბურსი (სპარს. البرز) — მთიანეთი ირანში, კასპიის ზღვის სამხრეთ სანაპიროს გასწვრივ. ვრცელდება ირანის მთიანეთის ჩრდილოეთით. სიგრძე დაახლოებით 900 კმ, სიგანე 120 კმ-მდე. სიმაღლე 5604 მ-მდე (ვულკანი დემავენდი, ირანის უმაღლესი წერტილი). შედგება უმთავრესად კირქვებითა და ქვიშაქვებით აგებული რამდენიმე პარალელური ქედისაგან, რომელთა სიმაღლეა 2000-3500 მ. მთათა სისტემის მოხაზულობა ლათინური ასოს S-ის მოყვანილობისაა. კალთები ციცაბოა, თხემი შედარებით მოსწორებული. მთიანეთი გაყოფილია მდინარე სეფიდრუდის გამჭოლი ხეობით. ჩრდილოეთ კალთებზე ხშირი ფართოფოთლოვანი ტყეებია, სამხრეთისაზე — ქსეროფიტული ბუჩქნარი. ნავთობის, სპილენძის მადნის საბადოები.

ელბურსი
დემავენდი
დემავენდი
კოორდინატები: 35°57′20″ ჩ. გ. 52°06′36″ ა. გ. / 35.95556° ჩ. გ. 52.11000° ა. გ. / 35.95556; 52.11000
ქვეყანა ირანის დროშა ირანი
უმაღლესი წერტილი დემავენდი
სიმაღლე 5604 
სიგრძე 900 კმ
სიგანე 120 კმ
ელბურსი — ირანი
ელბურსი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება