ინდოეთის პრემიერ-მინისტრი

ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ინდოეთის კონსტიტუციის თანახმად — მთავრობის თავმჯდომარე, მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, ინდოეთის პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი და პარლამენტის უმრავლესობის ლიდერი.

ინდოეთის
პრემიერ-მინისტრი
प्रधान मंत्री

ინდოეთის დროშა

ინდოეთის გერბი
მიმართვის სტილი ბატონო პრემიერ-მინისტრო
რეზიდენცია პენჩავატი, ნიუ-დელი
დამნიშვნელი ინდოეთის პრეზიდენტი
დაარსდა 15 აგვისტო, 1947
პირველი თანამდებობაზე ჯავაჰარლალ ნერუ
ხელფასი 135000 რუპია
საიტი www.pmindia.gov.in

პრემიერ-მინისტრი არის მთავრობის მთავარი წევრი საპარლამენტო რესპუბლიკაში. ის უფლებამოსილია გაანაწილოს მთავრობის პორტფელები, დანიშნოს მინისტრები ან გაათავისუფლოს ისინი დაკავებული თანამდებობიდან; ამავედროულად ის არის პრეზიდიუმის თავმჯდომარე და პასუხისმგებელია საკანონმდებლო წინადადებების პაკეტის შემოტანაზე. პრემიერ-მინისტრის გადადგომის ან გარდაცვალების შემთხვევაში, მთავრობა დაუყონებლივ იშლება.

პრემიერ-მინისტრი ინიშნება პრეზიდენტის მიერ, რათა მან ამ უკანასკნელს ხელი შეუწყოს აღმასრულებელი ხელისუფლების მართვაში.

პრემიერ-მინისტრი

რედაქტირება

ინდოეთი საპარლამენტო მართველობის ქვეყანაა და მისთვის დამახასიათებელია ვესტმნისტერული სისტემა. ასეთ სისტემებში ქვეყნის მმართველის (პრეზიდენტის, მონარქის, გენერალ-გუბერნატორის და სხვ.) პოსტი ატარებს სიმბოლურ, ცერემონიალურ, ხასიათს.

პრემიერ-მინისტრი ყოვეთვის არის პარლამენტის წევრი, რაც მას საკანონმდებლო დამატებების დამტკიცებაზე აღმასრულებელი ორგანოს მხარდაჭერის გარანტიას აძლევს.

კონსტიტუციური ჩარჩოები და პრემიერ-მინისტრის თანამდებობა

რედაქტირება

კონსტიტუცია ითვალისწინებს მოქმედების სქემას, სადაც ინდოეთის პრეზიდენტი არის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური 53 მუხლის თანახმად პრემიერ-მინისტრის კაბინეტთან ერთად; კაბინეტი ვალდებულია დაეხმაროს პრეზიდენტს სახელმწიფოს მართვაში. ქვემოთ მოყვანილია ციტატები ინდოეთის კონსტიტუციის 53 და 74 მუხლებიდან

 
„გაერთიანების აღმასრულებელი ძალაუფლება გადაეცემა პრეზიდენტს და მართვა ხდება ერთპიროვნულად ან მის დაქვემდებარებაში მყოფი თანამდებობის პირების მეშვეობით კონსტიტუციის შესაბამისად“
(ინდოეთის კონსტიტუციის 53(1) მუხლი)
 
„მინისტრთა საბჭო პრემიერ-მინისტრის მეთაურობით ვალდებულია დაეხმაროს და რჩევები მისცეს პრეზიდენტს, ის კი თავის მხვრივ ვალდებულია იმოქმედოს ამ რჩევების გათვალისწინებით“
(ინდოეთის კონსტიტუციის 74(1) მუხლი)

როგორც უმრავლეს საპარლამენტო რესპუბლიკებში, ინდოეთშიც პრეზიდენტი ატარებს ცერემონიალურ ხასიათ. პრემიერ-მინისტრი არის მთავრობის მეთური და პასუხისმგებელია აღმასრულებელი ხელისუფლების ფუნქციონირებაზე. ინდოეთში პრემიერ-მინისტრი მთავრობის ხელმძღანელთან ერთად არის იმ პარტიის (პარტიების კოალიციის) თავმჯდომარეც, რომელსიც „ლოკ საბჰა“-ში, ინდოეთის პარლამენტის ქვემო პალატაში, უმრავლესობას წარმოადგენს. პრემიერ-მინისტრი, ისევე როგორც ცენტრალურ და სახელმწიფო დონეზე თითოეული მინისტრი, უნდა იყოს ერთ-ერთი პალატის წევრი ან არჩეულ იქნას მასში პოსტზე დანიშვნიდან 6 თვის ვადაში.

კონსტიტუციაში არაფერია ნათქვამი პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილებაზე პარლამენტის თავმჯდომარის რანგში.

ინდოეთის პრემიერ-მინისტრები

რედაქტირება
კაბ# მინ# სახელი სურათი დაინიშნა დატოვა თანამდებობა თანამდებობაზე ყოფნის ხანგრძლივობა (დღეებში) პარტია
1 1
ჯავაჰარლალ ნერუ
  15 აგვისტო, 1947 27 მაისი, 1964 6130 იეკ
გულზარილალ ნანდა[1]
27 მაისი, 1964 2 ივნისი, 1964 6 იეკ
2 2
ლალ ბაჰადურ შასტრი
9 ივლისი, 1964 11 იანვარი, 1966[2] 581 იეკ
გულზარილალ ნანდა[1]
11 იანვარი, 1966 19 იანვარი, 1966 8 იეკ
3 3
ინდირა განდი
  19 იანვარი, 1966 21 მარტი, 1977 4077 იეკ
4 4
მორარჯი რანჩხოჯი დესაი
  24 მარტი, 1977 15 ივლისი, 1979 843 ინდოეთის სახალხო პარტია
5 5
ჩოუდჰარი ჩარან სინგჰი
  28 ივლისი, 1979 14 იანვარი, 1980 170 სამაჯვატი ჯანატა პართი
6
ინდირა განდი
  14 ოქტომბერი, 1980 31 ოქტომბერი, 1984[2] 1752 იეკ
7 6
რაჯივ განდი
  31 ოქტომბერი, 1984 2 დეკემბერი, 1989 1858 იეკ
8 7
ვიშვანატ პრატაპ სინგჰი
  2 დეკემბერი, 1989 7 ნოემბერი, 1990 340 ჯანატა დალი
9 8
ჩანდრა შექჰარ სინგჰი
  10 ნოემბერი, 1990
25 მაისი, 1991 (მოვალეობის შემსრულებელი 6 მარტიდან, 1991)
195 სამაჯვადი ჯანატა პართი
10 9
პამულაპართი ვენკატა ნარასიმხა რაო
 
20 ივნისი, 1991 (მოვალეობის შემსრულებელი 25 მაისიდან, 1991)
10 მაისი, 1996 1811 იეკ
11 10
ატალ ბიჰარი ვაჯპაი
16 მაისი, 1996 1 ივნისი, 1996 16 ინდოეთის სახალხო პარტია
12 11
ჰარადანაჰალი დოდე დევე გივდა
  5 ივნისი, 1996 12 აპრილი, 1997 311 ჯანატა დალი
13 12
ინდერ კუმარ გუჯრალი
  21 აპრილი, 1997 19 მარტი, 1998 330 ჯანატა დალი
14
ატალ ბიჰარი ვაჯპაი
19 მარტი, 1998 22 მაისი, 2004 2256 ინდოეთის სახალხო პარტია
15 13
მანმოჰან სინგჰი
  22 მაისი, 2004 მაისი, 2014 3647 იეკ
16 14
ნარენდრა მოდი
  21 მაისი, 2014 თანამდებობაზეა დღემდე ინდოეთის სახალხო პარტია
  1. 1.0 1.1 მოცემული პერიოდის განმოვლობაში იყო პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი.
  2. 2.0 2.1 გარდაიცვალა მთავრობის მეთაურის მოვალეობის შესრულების პერიოდში .