2 ივნისი
თარიღი
2 ივნისი — გრიგორიანული კალენდრის 153-ე დღე (ნაკიან წლებში – 154-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 212 დღე.
<< | ივნისი | >> | ||||
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | |||||
3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
2024 |
დღის მოვლენები
რედაქტირება- 455 : ვანდალებმა რომში შეაღწიეს და ორი კვირა ძარცვავდნენ.
- 1098 : ჯვაროსნებმა ანტიოქიის ქალაქის გალავანი გაარღვიეს.
- 1780 : პირველი დერბი ჩატარდა აშშ-ში.
- 1793 : ჟან-პოლ მარა საფრანგეთის ნაციონალურ კონვენციას უსახელებს 29 ადამიანს, რომლებიც მოგვიანებით გილიოტინით დასაჯეს. მომდევნო წლის განმავლობაში კიდევ 17.000 ადამიანს მოჭრეს თავი ტერორის მმართველობის პერიოდში.
- 1857 : ჯეიმზ გიბმა დააპატენტა საკერავი მანქანა.
- 1864 : მოსკოვში გაიხსნა ზოოპარკი
- 1891 : ირლანდიელი უილიამ მაკკრამას შეთავაზებით ფეხბურთის წესებში დაემატა 11 მეტრიანი საჯარიმო დარტყმა(პენალტი)
- 1897 : ნიუ-იორკის ყოველკვიერულმა ჟურნალმა «New York Journal», გამოაქვეყნა ცნობა სადაც უარყო მარკ ტვენის გარდაცვალების ფაქტი, ამ ცნობას თან ერთვოდა მარკ ტვენის მიერ ლონდონიდან გამოგზავნილი დეპეშის ცნობილი ტექსტი: „ცნობა ჩემი გარდაცვალების შესახებ ცოტათი გაზვიადებულია“
- 1896 : გულიელმო მარკონიმ მიიღო პატენტი მისი უახლესი გამოგონება - რადიოსთვის.
- 1910 : ახალ გვინეაში აღმოაჩინეს პიგმეების ტომი.
- 1924 : აშშ-ში მცხოვრებმა ინდიელებმა ამერიკის მოქალაქეობა მიიღეს
- 1946 : რეფერენდუმში იტალიელებმა მონარქიას რესპუბლიკა ამჯობინეს. მეფე უმბერტო II დი სავოია ქვეყნიდან გადაიხვეწა.
- 1953 : ჩატარდა დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ II-ს ინაუგურაცია.
- 1955 : საფუძველი ჩაეყარა კოსმოდრომ ბაიკონურს.
- 1975 : ფრანგმა მეძავებმა ლიონის ეკლესია დაიკავეს გადამეტებული ჯარიმებისა და გადასახადების პროტესტის ნიშნად, და ასევე პოლიციის მიერ ძალადობის მიმართ უყურადღებობის გამო, რამაც დასაბამი მისცა სექსის მუშათა უფლებების დაცვის მოძრაობას.
- 1979 : პაპი იოანე პავლე II მშობლიურ პოლონეთში ჩადის, გახდა რა ამით პირველი პაპი, რომელიც კომუნისტურ ქვეყანას ეწვია.
- 1992 : დანიამ უარყო მაასტრიხტის ხელშეკრულება ხმათა მცირე უმრავლესობით ეროვნულ რეფერენდუმში.
- 1999 : ბჰუტანის სამაუწყებლო კომპანიამ პირველად შემოიღო სამეფოში სატელევიზიო გადაცემა.
- 2003 : ევროპამ პირველი გაშვება მოახდინა პლანეტა მარსზე. ევროპული კოსმოსური სააგენტოს მარს-ექსპრესი ყაზახეთის ბაიკონურის კოსმოდრომიდან აფრინდა.
- 2008 : იამაიკელი უსაინ ბოლტი 9,72 წამით ახალ მსოფლიო რეკორდს ამყარებს 100 მეტრზე სპრინტში რიბოკის გრან პრიზე ნიუ-იორკში.
- 2014 : ინდოეთში ანდჰრა-პრადეშის შტატის გაყოფის შედეგად ტელანგანის შტატი შეიქმნა.
- 2015 : ფიფა-ს პრეზიდენტი ზეპ ბლატერი თანამდებობიდან გადადგა.
- 2015 : რაიმონდს ვეიონისი ლატვიის პრეზიდენტად აირჩიეს.
- 2019 : ბრიგიტე ბირლაინი ავსტრიის პირველი ქალი-კანცლერი გახდა.
- 2021 : იცხაკ ჰერცოგი ისრაელის პრეზიდენტად აირჩიეს.
- 2024 : კლაუდია შეინბაუმი მექსიკის პრეზიდენტად აირჩიეს.
ამ დღეს დაბადებულნი
რედაქტირება- 1535 : ლეო XI — რომის პაპი (გ.1605)
- 1740 : სადი, მარკიზ დე — ფრანგი მწერალი (გ.1814)
- 1835 : პიუს X — რომის პაპი (გ.1914)
- 1840 : ჰარდი, ტომას — ინგლისელი პოეტი, მწერალი (გ.1928)
- 1857 : ელგარი, ედუარდ — ინგლისელი კომპოზიტორი (გ.1934)
- 1888 : ჯაბადარი, გიორგი — ქართველი რეჟისორი და პედაგოგი (გ.1938)
- 1914 : ჰაჯიბეილი, ვალერია — ქართველი არქიტექტორი.
- 1942 : ტონი ბუზანი – ინგლისელი მწერალი და განათლების კონსულტანტი.
ამ დღეს გარდაცვლილნი
რედაქტირება- 1298 : ადოლფი (ნასაუ) — საღვთო რომის იმპერატორი
- 1882 : გარიბალდი, ჯუზეპე — იტალიის სახალხო გმირი (დ.1807)
- 1987 : სეგოვია, ანდრეს — ესპანელი გიტარისტი (დ.1893)
მსოფლიოს ქვეყნების დღესასწაულები
რედაქტირება- აზერბაიჯანი - სამოქალაქო ავიაციის დღე
- იტალია - რესპუბლიკის დღე
- ბულგარეთი - ხრისტო ბოტევის დღე (ოსმალეთის იმპერიასთან ბრძოლაში დაღუპული მებრძოლების დღე)
- რუსეთი - ჯანსაღი კვების დღე
საეკლესიო დღესასწაულები
რედაქტირება- მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
- ზაბულონი და სოსანა – წმინდა ნინოს მშობლები
- თალალე, ალექსანდრე და ასტერი
- მოწამე ასკალონი
- აღმოყვანება წმინდათა ნაწილთა წმინდისა ალექსისა, მიტროპოლიტისა მოსკოვისა და სრულიად რუსეთისა საკვირველთმოქმედისა
- ღირსი თალასე
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასხვა თვეები