გულიელმო მარკონი (იტალ. Guglielmo Marconi; დ. 25 აპრილი, 1874, ბოლონია — გ. 20 ივლისი, 1937, რომი) — იტალიელი[24][25][26][27] გამომგონებელი და ელექტრო ინჟინერი, რომელიც კარლ ფერდინანდ ბრაუნთან ერთად გახდა 1909 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკის დარგში „უსადენო ტელეგრაფიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის“.[28][29][30]

გულიელმო მარკონი
იტალ. Guglielmo Marconi
დაბ. თარიღი 25 აპრილი, 1874(1874-04-25)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13]
დაბ. ადგილი ბოლონია, იტალიის სამეფო[14] [10]
გარდ. თარიღი 20 ივლისი, 1937(1937-07-20)[15] [15] [5] [6] [7] [16] [8] [9] [10] [12] [13] (63 წლის)
გარდ. ადგილი რომი, იტალიის სამეფო[14] [4] [10]
დასაფლავებულია სანტა კროჩეს ბაზილიკა[4]
მოქალაქეობა  იტალიის სამეფო[4]
საქმიანობა ფიზიკოსი[17] [4] [13] , ინჟინერი[17] [18] [4] , პოლიტიკოსი[4] , ბიზნესმენი, გამომგონებელი[13] და მეცნიერი[13]
მუშაობის ადგილი სენტ-ენდრიუს უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ბოლონიის უნივერსიტეტი[4]
მეუღლე Beatrice Marconi[4] და Maria Cristina Bezzi-Scali[4]
მამა Giuseppe Marconi[16]
დედა Annie Jameson[16]
შვილ(ებ)ი Degna Marconi Paresce
ნათესავ(ებ)ი Francesco Paresce
ჯილდოები სამეფო ვიქტორიანული ორდენის დიდი ჯვრის რაინდი[4] , ნობელის პრემია ფიზიკაში[19] [20] [21] , ჯონ ფრიცის მედალი[4] , IEEE-ის ღირსების მედალი[4] , ვილჰელმ ექსნერის მედალი[4] , მატეუჩის მედალი[4] , ნიუ-ჯერსის დიდების დარბაზი[4] , ეროვნულ გამომგონებელთა დიდების დარბაზი[4] , წმინდა ანას მე-2 ხარისხის ორდენი[4] , ხელოვნების სამეფო საზოგადოების წევრი[4] , ალბერტის მედალი[4] [22] , ფრანკლინის მედალი[4] , Medalla Plus Ultra[4] , ედისონის მედალი, ალფონს XII-ის ორდენის დიდი ჯვარი, Vallauri Prize[23] , Goethe Medal for Art and Science, Grand Officer of the Order of Saints Maurice and Lazarus, Q104212495?, Knight grand cross of the order of the crown of Italy, Order of Merit for Labour, Victory Medal, პიუს IX-ის ორდენი, Sovereign Military Order of Malta, სანტიაგოს ორდენი და Order of Prince Danilo I
ხელმოწერა

ბიოგრაფია რედაქტირება

ადრეული წლები რედაქტირება

გულიელმო მარკონი დაიბადა 1874 წლის 25 აპრილს როგორც „გულიელმო ჯიოვანი მარია მარკონი“[31], იტალიელი დიდგვაროვნების ოჯახში, ბოლონიაში. გულიელმო იყო ჯუზეპე მარკონის მეორე შვილი. დედამისი იყო ანი ჯეიმსონი. გულიეოლმოს ჰყავდა ერთი ძმა, ალფონსო და ერთი ნახევარძმა — ლუიჯი. 2-6 წლის ასაკში გულიელმო თავის უფროს ძმასთან და დედასთან ერთად ცხოვრობდა ინგლისში, ბედფორდში[32][33].

განათლება რედაქტირება

მარკონი ბავშვობაში სკოლის გაკვეთილებს არ ესწრებოდა, აგრეთვე არ აქვს მიღებული ოფიციალური უმაღლესი განათლება.[34][35][36] ამის ნაცვლად იგი ფიზიკას, ქიმიას და მათემატიკას სახლში სწავლობდა შობლების მიერ დაქირავებული მასწავლებლისაგან. მარკონი იხსენიებს პროფესორ ვინჩენცო როსას (ლივორნოს უმაღლესი სკოლის ფიზიკის მასწავლებელი), როგორც მის მნიშვნელოვან მენტორს.[35][37] როსა 17 წლის მარკონის ასწავლიდა ფიზიკის ძირითად საკითხებს ისეთივე კარგად, როგორც ახალ თეორიებს ელექტროობაში. 18 წლის ასაკში მარკონი დაბრუნდა ბოლონიაში და გაეცნო ბოლონიის უნივერსიტეტის პროფესორს ავგუსტო რიგის, რომელიც ამ პერიოდში იკვლევდა ჰაინრიხ რუდოლფ ჰერცის მუშაობებს. რიგიმ მარკონის ნება დართო დასწრებოდა უნივერსიტეტში ლექციებს, ამავედროულად მას შეეძლო გამოეყენებინა უნივერსიტეტის ლაბორატორია და ბიბლიოთეკა.[38]

რადიოზე მუშაობა რედაქტირება

მარკონი ახალგაზრდობაშივე იყო დაინტერესებული მეცნიერებითა და ელექტროობით. ადრეულ 1890-იან წლებში მან მუშაობა დაიწყო რადიოტელეგრაფის შექმნის იდეაზე. ეს იდეა ამ პერიოდში ახალი არ ყოფილა; მრავალი მკვლევარი და გამომგონებელი ცდილობდა გამოეკვლია რადიოტელეგრაფიური ტექნოლოგიები. ამ პერიოდში რადიაციას მოიხსენიებდნენ როგორც „ჰერციან“ ტალღებს, თუმცა დღესდღეობით მას ძირითადად რადიოტლღებს უწოდებენ.[39]

საბოლოოდ მარკონი გახდა პირველი პერსონა, რომელმაც შეძლო და შექმნა უგამტარო ტელეგრაფია (რადიო).[40]

პერსონალური ცხოვრება რედაქტირება

გულიელმო მარკონიმ 1927 წლის 12 ივნისს ცოლად შიერთო მარია ქრისტინა (1900-1994), თუმცა ქორწინება რელიგიურად ამავე წლის 15 ივნისს გაფორმდა. ცოლის მოყვანისათვის მარკონის მოუწია ეღიარებინა კათოლიკების სარწმუნოება და გამხდარიყო კათოლიკური ეკლესიის წევრი.[41]

ჯილდოები რედაქტირება

1909 წელს გალიელმო მარკონის კარლ ფერდინანდ ბრაუნთან ერთად მიენიჭა ნობელის პრემია ფიზიკის დარგში; 1918 წელს მას გადაეცა ფრანკლინის ინსტიტუტის ფრანკლინის მედალი; 1931 წელს მიანიჭეს ჯონ სკოტის მედალი (უკაბელო ტელეგრაფისათვის); 1933 წელს მარკონი გახდა ამომავალი მზის ორდენის მატარებელი[42], ხოლო 1934 წელს მიენიჭა ვილჰელმ ექსნერის მედალი.

აგრეთვე აღსანიშნავია, რომ გალიელმო მარკონი 1975 წელს გახდა ეროვნული გამომგონებელთა დიდების დარბაზის წევრი, ხოლო 1977 წელს — ეროვნულ მაუწყებელთა დიდების დარბაზის წევრი[43].

გულიელმო მარკონი გარდაიცვალა 1937 წლის 20 ივლისს, 63 წლის ასაკში, რომში.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. Smith-Rose R. L. Encyclopædia Britannica
  3. SNAC — 2010.
  4. 4.00 4.01 4.02 4.03 4.04 4.05 4.06 4.07 4.08 4.09 4.10 4.11 4.12 4.13 4.14 4.15 4.16 4.17 4.18 4.19 4.20 4.21 Guglielmo Marconi Biography // Biography: Historical & Celebrity ProfilesA&E Networks, 2014.
  5. 5.0 5.1 Discogs — 2000.
  6. 6.0 6.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  7. 7.0 7.1 Czech National Authority Database
  8. 8.0 8.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  9. 9.0 9.1 Roglo — 1997. — 9000000 ეგზ.
  10. 10.0 10.1 10.2 10.3 www.accademiadellescienze.it
  11. Dictionary of Irish BiographyRIA.
  12. 12.0 12.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ. — ISBN 978-953-6036-31-8
  13. 13.0 13.1 13.2 13.3 13.4 BeWeB
  14. 14.0 14.1 Маркони Гульельмо // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  15. 15.0 15.1 Find a Grave — 1996.
  16. 16.0 16.1 16.2 Lundy D. R. The Peerage
  17. 17.0 17.1 Deutsche Nationalbibliothek Record #118781812 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  18. https://www.biography.com/people/guglielmo-marconi-9398611
  19. The Nobel Prize in Physics 1909 // nobelprize.orgNobel Foundation.
  20. The Nobel Prize amounts // nobelprize.orgNobel Foundation.
  21. https://www.kva.se/sv/priser/nobelprisen/pristagareშვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემია.
  22. https://www.thersa.org/about/albert-medal/past-winners
  23. https://www.accademiadellescienze.it/attivita/premi-e-borse/premi-del-passato/premio-vallauri
  24. https://www.britannica.com/biography/Guglielmo-Marconi
  25. https://www.telegraph.co.uk/technology/connecting-britain/guglielmo-marconi-birth/
  26. http://www.history.com/topics/inventions/guglielmo-marconi
  27. Gavin Weightman, The Industrial Revolutionaries: The Making of the Modern World 1776-1914, Grove/Atlantic, Inc. - 2010, page 357
  28. "Guglielmo Marconi: The Nobel Prize in Physics 1909". nobelprize.org
  29. Bondyopadhyay, P.K. (1998). "Sir J.C. Bose diode detector received Marconi's first transatlantic wireless signal of December 1901 (the 'Italian Navy Coherer' Scandal Revisited)". Proceedings of the IEEE. 86: 259.doi:10.1109/5.658778.
  30. Roy, Amit (8 December 2008)."Cambridge 'pioneer' honour for Bose". The Telegraph. Kolkota. Retrieved 10 June 2010.
  31. Atti della Accademia di scienze, lettere e arti di Palermo: Scienze, Presso l'accademia, 1974, p. 11.
  32. Alfonso, not Guglielmo, was a pupil at Bedford School: 'It is not generally known that the Marconi family at one time lived in Bedford, in the house on Bromham Road on the western corner of Ashburnham Road, and that the elder brother of the renowned Marchese Marconi attended this School for four years.' The Ousel, June 1936, p. 78. From Alfonso's obituary.
  33. Bedfordshire Times. 23 July 1937, p. 9 (Marconi's obituary)
  34. McHenry, Robert, ed. (1993). "Guglielmo Marconi". Encyclopædia Britannica.
  35. 35.0 35.1 The Marconi Society, book synopsis - Marc Raboy, The Discovery that Continues to Change the World. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-10-03. ციტირების თარიღი: 2019-05-04.
  36. Dunlap, Orrin Elmer, Marconi, the man and his wireless, Macmillan - 1937, page 10
  37. Guglielmo Marconi Foundation, Profiles, Vincenzo Rosa
  38. Guglielmo Marconi (Fabrizio Bònoli, Giorgio Dragoni). Scienzagiovane.unibo.it. Retrieved on 10 June 2016.
  39. Hong, p. 19
  40. სობესიაკი რ., დიდი ფიზიკოსები, გვ. 152, თბ., 1978
  41. Marconi, Maria Cristina (2001) Marconi My Beloved. Branden Books. pp. 19–24. ISBN 978-0-937832-39-4
  42. Marconi: The Man Who Networked the World.
  43. National Broadcasters Hall of Fame. Archived 3 July 2014 at the Wayback Machine Accessed 10 February 2009