სენტ-ენდრიუს უნივერსიტეტი

სენტ-ენდრიუს უნივერსიტეტი (ინგლ. University of St Andrews, შოტლ. University o St Andras; აბრევიატურა — St And, ლათინური სახელწოდებაUniversitas Sancti Andreae apud Scotos) — საჯარო უნივერსიტეტი ქალაქ სენტ-ენდრიუში, ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და მესამე უძველესი ინგლისურენოვანი უნივერსიტეტი მსოფლიოში.[შენ. 1] სენტ-ენდრიუ არის პირველი შოტლანდიის ოთხ უძველეს უნივერსიტეტს შორის და, ოქსფორდისასა და კემბრიჯის შემდეგ, არის მესამე უძველესი უნივერსიტეტი გაერთიანებულ სამეფოსა და ინგლისურენოვან სამყაროში. უნივერსიტეტი 1413 წელს დაარსდა ავინიონის[შენ. 2] ანტიპაპი ბენედიქტე XIII-ის ბულის[შენ. 3] საფუძველზე.

სენტ-ენდრიუს უნივერსიტეტი
University of St Andrews
ლათ. Universitas Sancti Andreae apud Scotos
დევიზი მუდმივი სწრაფვა გახდე უკეთესი ან
მარადიული სწრაფვა უკეთესობისკენ ან
მარად უკეთესობისკენ
დევიზი ძველბერძნულ ენაზე Αἰὲν ἀριστεύειν
დაფუძნდა 1413
დამფუძნებელი (-ები) Henry Wardlaw
ტიპი საჯარო უნივერსიტეტი / უძველესი უნივერსიტეტი
რექტორი სრჯა პოპოვიჩი
კანცლერი მენზის კემპბელი
დირექტორი და ვიცე-კანცლერი სალი მეფსთოუნი
სტუდენტი 8 000[1] და 10 425[2]
მისამართი College Gate St Andrews, KY16 9AJ
მდებარეობა კი
ქალაქი სენტ-ენდრიუსი
ქვეყანა შოტლანდია, გაერთიანებული სამეფო
ფერები

იუნაითედ კოლეჯი, სენტ-ენდრიუ

სენტ-მერის კოლეჯი, სენტ-ენდრიუ

მედიცინის სკოლა, სენტ-ენდრიუ

სენტ-ლეონარდის კოლეჯი, სენტ-ენდრიუ

კავშირები ORCID[3] [4] , Jisc[5] , Digital Preservation Coalition[6] და ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია[7]
აფილაცია ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია
სენტ-ენდრიუს უნივერსიტეტი — გაერთიანებული სამეფო
სენტ-ენდრიუს უნივერსიტეტი
სენტ-ენდრიუს უნივერსიტეტი განიერი ლოგო
სენტ-ენდრიუს უნივერსიტეტი განიერი ლოგო
st-andrews.ac.uk

სენტ-ენდრიუ შედგება სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებისგან, რომლებიც გაერთიანებულია სამ კოლეჯად — იუნაითედ კოლეჯი (სენტ-სალვადორისა და სენტ-ლეონარდის კოლეჯების გაერიანება), სენტ-მერის კოლეჯი და სენტ-ლეონარდის კოლეჯი. უნივერსიტეტში მოქმედებს 18 სკოლა რომელიც გაერთიაენბულია 4 ფაკულტეტში. [8] სენტ-ენდრიუს უნივერსიტეტს უკავია სხვადასხვა ისტორიული და თანამედროვე შენობები მთელი ქალაქის ფარგლებში. აკადემიური წელი გაყოფილია ორ სემესტრად, რომლებსაც მატინმასსა (ინგლ. Martinmas) და ქენდელმასს (ინგლ. Candlemas) უწოდებენ. აკადემიური წლის მიმდინარეობისას ქალაქის მოსახლეობის მესამედი არის უნივერსიტეტთან დაკავშირებული პირები — აკადემიური პერსონალი და სტუდენტები.[9] უნივერსიტეტში სწავლობენ სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული სტუდენტები — სულ 145 ეროვნების წარმომადგენელი. სტუდენტობის 45% ჩამოსულია გაერთიანებული სამეფოს საზღვრებს მიღმა. სტუდენტების მერვედი სწავლობს ევროკავშირის ქვეყნებიდან, ხოლო დარჩენილი მესამედი — სხვადასხვა ქვეყნებიდან. უნივერსიტეტში მნიშვნელოვანია ამერიკელი სტუდენტების დიდი რაოდენობა (ყველა სტუდენტის 15%). [10][11] უნივერსიტეტის სპორტული გუნდი მონაწილეობს BUCS შეჯიბრში.[12]

სენტ-ენდრიუს სტუდენტობა ასევე ცნობილია უძველესი ტრადიციების შენარჩუნებით — როგორებიცაა რეიზინ ვიქენდი (ინგლ. Raisin Weekend), მეი დიპი (ინგლ. May Dip) და სენტ-ენდრიუს ყველაზე ცნობილი ტრადიცია — სტუდენტების მიერ საუნივერსიტეტო მანტიების ტარება.[13]

სენტ-ენდრიუს უკავია მეორე ადგილი The Guardian-ის საუნივერსიტეტო რეიტინგში და ის ორჯერ დასახელდა „წლის უნივერსიტატად“The Times and Sunday Times-ის მიერ. ორჯერ „წლის უნივერსიტეტის“ წოდება ბრიტანეთში სულ ორ უნივერსიტეტს აქვს მიღებული. [14][15] 2019 წელს სენტ-ენდრიუმ დაიკავა უნივერსიტეტში მოხვედრის სირთულით მესამე ადგილი ოქსფორდისა და კემბრიჯის შემდეგ. უნივერსიტეტში მოხვედრის საშუალო UCAS ქულა 207-ს უდრის.[16] The Guardian რეიტინგის მიხედვით უნივერსიტეტის წამყვანი სკოლებია საერთაშორისო ურთიერთობების, კლასიკური, ეკონომიკისა და ფინანსების, გეოგრაფიისა და მდგრადი განვითარების, ხელოვნების ისტორია და ფიზიკა და ასტრონომია. [17] The Times and Sunday Times რეიტინგით უნივერსიტეტის წამყვანი სკოლებია ინგლისური, ანატომიისა და ფიზიოლოგიის, და ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკული კვლევების. [18] Complete University Guide რეიტინგით უნივერსიტეტის წამყვანი სკოლებია ანატომიისა და ფიზიოლოგიის, მენეჯმენტის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკული კვლევებისა და ფიზიკისა და ასტრონომიის.[19] Times Higher Education მსოფლიო საუნივერსიტეტო რეიტინგმა დაასახელა სენტ-ენდრიუ მსოფლიოს საუკეთესო 50 უნივერსიტეტს შორის სოციალური მეცნიერებების, ხელოვნებისა და ჰუმანიტარული მეცნიერებების კატეგორიაში.[20][21] სენტ-ენდრიუს უკავია სტუდენტების კმაყოფილების უმაღლესი მაჩვენებელი ბრიტანეთის ყველა მულტი-ფაკულტეტურ უნივერსიტეტს შორის. [22]

სენტ-ენდრიუში სწავლობდა და მასთან დაკავშირებულია მრავალი გამოჩენილი სტუდენტი და აკადემიური თანამშრომელი, მათ შორის გამოჩენილი დიპლომატები, პოლიტიკოსები, მათემატიკოსები, მეცნიერები, თეოლოგები და ფილოსოფოსები. გამოჩენილ კურსდამთავრებულებს შორის არიან შოტლანდიის ყოფილი პირველი მინისტრი ალექს სალმონდი; გაერთიანებული სამეფოს კაბინეტის მდივანი და საჯარო სამსახურის უფროსი მარკ სედვილი; ბრიტანეთის საიდუმლო სამსახურის (MI6)-ის დირექტორი ალექს იანგერი; ბრიტანეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრი მაიკლ ფელონი; ოლიმპიური თამაშების ოქროს მედალისტი კრის ჰოი; ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრებიდან — ტახტის მემკვიდრე კემბრიჯის ჰერცოგი უილიამი და მისი მეუღლე კათრინი.

სენტ-ენდრიუს ექვსი კურსდამთავრებული და აკადემიური პერსონალი არის ნობელის პრემიის ლაურეატები: ორი ქიმიის დარგში, ორი — ფიზიოლოგიისა და მედიცინის და თითო — მშვიდობისა და ლიტერატურის დარგებში.

შენიშვნები

რედაქტირება
  1. ბრიტანული ოქსფორდისასა და კემბრიჯის შემდეგ.
  2. ავინიონის ტყვეობა პერიოდი კათოლიკური ეკლესიის ისტორიაში, როდესაც პაპების რეზიდენცია იმყოფებოდა არა რომში, არამედ — ავინიონში.
  3. ბულა — რომის პაპის მიერ გამოცემული დეკრეტი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. http://www.st-andrews.ac.uk/about/facts/
  2. https://www.st-andrews.ac.uk/about/facts/
  3. https://orcid.org/members/001G000001UvuOxIAJ-university-of-st-andrews
  4. https://web.archive.org/web/20231020113811/https://orcid.org/members
  5. https://www.jisc.ac.uk/membership
  6. https://dpconline.org/about/members
  7. https://eua.eu/about/member-directory.html
  8. University of St Andrews: Governance. University of St Andrews. ციტირების თარიღი: 10 August 2014
  9. The University today. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 ივნისი 2007. ციტირების თარიღი: 17 მარტი 2020.
  10. „International“. ციტირების თარიღი: 12 August 2014.
  11. univofstandrews. (24 January 2017) We proudly do our part to bring the world to Scotland.
  12. Saint Sport. ციტირების თარიღი: 3 January 2013
  13. The low-down on our traditions. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 თებერვალი 2013. ციტირების თარიღი: 17 მარტი 2020.
  14. McCall, Alastair (22 September 2019). „University of the Year 2020: St Andrews is UK’s best place to study“ (ინგლისური). ISSN 0140-0460. ციტირების თარიღი: 2019-10-13.
  15. „St Andrews named University of the Year“ (ინგლისური). 20 September 2019. ციტირების თარიღი: 2019-10-13.
  16. University League Tables 2020. The Complete University Guide (28 May 2019). ციტირების თარიღი: 18 June 2019
  17. Staff and students help St Andrews to league table first.
  18. Andrews, Julian. „Top by subject: The best universities in 67 subjects areas“. The Times. ციტირების თარიღი: 10 August 2019.
  19. Who Ranks Top of the Tables by Subject 2020. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 ოქტომბერი 2019. ციტირების თარიღი: 11 August 2019.
  20. Top 100 universities for Social Sciences 2015–16. Times Higher Education. ციტირების თარიღი: 4 November 2015
  21. Top 100 universities for Arts and Humanities 2015–16. Times Higher Education. ციტირების თარიღი: 21 October 2015
  22. A decade at the top for Scotland's first university. st-andrews.ac.uk. ციტირების თარიღი: 28 July 2018