რადიოტალღები
რადიოტალღები — ელექტრომაგნიტური გამოსხივება, რომლის ტალღის სიგრძეებიც ელექტრომაგნიტურ სპექტრში ინფრაწითელ გამოსხივებაზე უფრო გრძელია. რადიოტალღებს აქვს სიხშირე 3 კჰც-დან 300 გჰც-მდე, და შესაბამისი ტალღის სიგრძე 100 კილომეტრიდან 1 მილიმეტრამდე. როგორც ყველა სხვა ელექტრომაგნიტური ტალღა, რადიოტალღებიც სინათლის სიჩქარით ვრცელდება. რადიოტალღების ბუნებრივ წყაროებს წარმოადგენს ელვა და ასტრონომიური ობიექტები. ხელოვნურად შექმნილი რადიოტალღები გამოიყენება სტაციონარული და მობილური რადიოკავშირისთვის, რადიომაუწყელობისთვის, რადიოლოკაციებისა და სხვა სანავიგაციო სისტემებისთვის, საკომუნიკაციო თანამგზავრებისთვის, გამოთვლითი ქსელებისა და სხვა მრავალი მოწყობილობისთვის. რადიოტალღების სხვადასხვა სიხშირე სხვადასხვაგვარად ვრცელდება დედამიწის ატმოსფეროში: გრძელ ტალღებს დედამიწის ნაწილის დაფარვა შეუძლიათ ძალიან თანმიმდევრულად, უფრო მოკლე ტალღებს შეუძლიათ იონოსფეროდან არეკლვა და მთელ მსოფლიოში გავრცელება, ხოლო კიდევ უფრო მოკლე სიგრძის რადიოტალღები იდრიკება ან ირეკლება ძალიან სუსტად და ვრცელდება პირდაპირი ხედვის საზღვრებში.

ქვედიაპაზონების დასახელება | ტალღის სიგრძე, მ | რხევათა სიხშირე, ჰც |
---|---|---|
ინფრაბგერითი და ბგერითი სიხშირის ტალღები | – 1011 105 | ×10−3 – 3×103 3 |
ზეგრძელი ტალღები | – 105 104 | ×103 – 3×104 3 |
გრძელი ტალღები | – 104 103 | ×104 – 3×105 3 |
საშუალო ტალღები | – 103 102 | ×105 – 3×106 3 |
მოკლე ტალღები | – 10 102 | ×106 – 3×107 3 |
ულტრამოკლე ტალღები: | ||
მეტრული ტალღები | 10 – 1 | ×107 – 3×108 3 |
დეციმეტრული ტალღები | 1 – 10−1 | ×108 – 3×109 3 |
სანტიმეტრული ტალღები | – 10−1 10−2 | ×109 – 3×1010 3 |
მილიმეტრული ტალღები | – 10−2 10−3 | ×1010 – 3×1011 3 |
სუბმილიმეტრული ტალღები | – 10−3 10−5 | ×1011 – 3×1012 3 |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 283.
- Справочник по радиоэлектронным системам. Под ред. Б. Х. Кривицкого. В 2-х тт. — М.: Энергия, 1979.