სიხშირე (აღნიშვნა: ) — ფიზიკური სიდიდე, რომელიც ახასიათებს პერიოდულ პროცესს და ტოლია დროის ერთეულში შესრულებული სრულ ციკლთა რაოდენობისა. მის შებრუნებულ სიდიდეს პერიოდი ეწოდება.

სხვადასხვა სიხშირის სინუსოიდალური ტალღები. ქვედა ტალღებს ზედებზე მეტი სიხშირე აქვთ.

განმარტება და ერთეულები რედაქტირება

რაიმე პერიოდული პროცესის (მაგალითად, ბრუნვა, რხევა და ტალღა) სიხშირე განიმარტება როგორც დროის ერთეულში შესრულებული ციკლების ოდენობა. ფიზიკის სხვადასხვა დარგებში სიხშირე აღინიშნება ლათინური ასოთი   ან ბერძნული ასოთი  .

სიხშირის ერთეული ერთეულთა საერთაშორისისო სი სისტემაში არის ჰერცი (ჰც, Hz).

მბრუნავი მექანიკური ხელსაწყოებისა და დანადგარების მოძრაობის დასახასიათებლად ტრადიციულად გამოიყენება აგრეთვე ერთეული ბრუნი წუთში. 60 ბრუნი წუთში 1 ჰერცის ექვივალენტურია.[1]

პერიოდი როგორც წესი აღინიშნება როგორც T, და არის დრო, რომელიც ერთი ციკლის შესრულებას სჭირდება. პერიოდი და სიხშირე დაკავშირებულია როგორც:

 

SI სისტემაში პერიოდის ერთეულია წამი.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Davies, A. (1997). Handbook of Condition Monitoring: Techniques and Methodology. New York: Springer, გვ. 275. ISBN 9780412613203.