ბოლონია
ბოლონია (იტალ. Bologna, ემილ. Bulåggna, ლათ. Bononia) — ქალაქი ჩრდილოეთ იტალიაში, ემილია-რომანიის რეგიონის უდიდესი ქალაქი და ბოლონიის პროვინციის დედაქალაქი. იტალიის ქალაქებს შორის მოსახლეობით მე-7, მდებარეობს 1-მილიონიანი მეტროპოლიური სივრცის ცენტრში. ქალაქში ცხოვრობს დაახლოებით 384 038 მოქალაქე (2012). არის სარკინიგზო, საავტომობილო და საჰაერო გზების კვანძი.
ბოლონია Bologna | |||||
ბოლონიის პანორამა | |||||
| |||||
ქვეყანა | იტალია | ||||
---|---|---|---|---|---|
რეგიონი | ემილია-რომანია | ||||
შიდა დაყოფა | Borgo Panigale და San Vitale | ||||
კოორდინატები | 44°30′27″ ჩ. გ. 11°21′05″ ა. გ. / 44.50750° ჩ. გ. 11.35139° ა. გ. | ||||
მმართველი | Matteo Lepore | ||||
ადრეული სახელები | ველზნა/ფელსინა, ბონა, ბონონია | ||||
ფართობი | 140.7 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 54 მ | ||||
მოსახლეობა | 384,038 კაცი (2012) | ||||
სიმჭიდროვე | 2,700 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1 | ||||
სატელეფონო კოდი | +39051 | ||||
საფოსტო ინდექსი | 40100 | ||||
საავტომობილო კოდი | BO | ||||
ოფიციალური საიტი | comune.bologna.it | ||||
ბოლონია მნიშვნელოვანი კულტურული და შემოქმედებითი ცენტრია, მისი ღირსშესანიშნაობრივი მნიშვნელობა შეიძლება მიწერილ იქნას როგორც მონუმენტების და არქიტექტურული ნაგებობების (შუა საუკუნეების კოშკების, ანტიკური შენობების, ეკლესიების) ჰომოგენურ ნაზავს, ასევე ხელოვნების ნიმუშებს, რომლებიც პირველი კლასის არქიტექტურული და ხელოვნებითი ისტორიის დამსახურებაა. ბოლონია მნიშვნელოვანი სატრანსპორტო გზაჯვარედინია ჩრდილოეთ იტალიის გზების და სარკინიგზო ხაზებისთვის, ბოლონიაში ასევე მრავალი მექანიკური, ელექტრონული და კვების ინდუსტრიის სათავო ოფისია. ყველაზე ბოლო 2009 წლის ევროპის რეგიონული ეკონომიკის ზრდის ინდექსის (E-REGI) მიხედვით, ბოლონია იტალიაში პირველი და ევროპაში 47-ე ქალაქია მისი ეკონომიკური ზრდის ინდექსის მიხედვით[1].
ბოლონია პრესტიჟული კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური ინსტიტუტების სამშობლოა, ისევე, როგორც ევროპის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი სავაჭრო გამოფენების რაიონი. 2000 წელს იგი ევროპის კულტურულ დედაქალაქად იქნა არჩეული[2], ხოლო 2006 წელს UNESCO-ს მიერ „მუსიკის ქალაქად“. 2010 წელს შანხაიში გასამართ მსოფლიო გამოფენაზე მონაწილეობის მისაღებად ბოლონია მსოფლიოს სხვა 45 ქალაქთან ერთად იქნა შერჩეული. ბოლონია ასევე იტალიის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქალაქია, ხოლო ქვეყნის მასშტაბით სიცოცხლის ხარისხნის მიხედვით ხშირად ხვდება მოწინავე ადგილებზე: 2011 წელს იტალიის 107 ქალაქიდან ამ მაჩვენებლით იგი პირველ ადგილზე გავიდა[3].
გეოგრაფია
რედაქტირებაქალაქი მდებარეობს მდინარე რენოზე, ჩრდილო აპენინების მთის ძირას. არხით უკავშირდება მდინარე პოს.
ისტორია
რედაქტირებაპირველი დასახლება გაჩნდა ძვ. წ. 1000 წელს. ძვ. წ. VI საუკუნეში ბოლონია ეტრუსკების დედაქალაქი იყო. ძვ. წ. IV საუკუნეში ის დაიპყრო ბოიების ტომმა. აქედან მოდის მისი სახელწოდება. ძვ. წ. 189 წლიდან იყო რომის რესპუბლიკის კოლონია.
ბიზანტიის იმპერიის ბატონობის პერიოდში შედიოდა რავენის საეგზარქოსოში, შემდეგ ეკუთვნოდა ლანგობარდებს. 1088 წელს დაარსდა დასავლეთის სამყაროში უძველესი ბოლონიის უნივერსიტეტი. XII საუკუნეში მიიღო თავისუფალი ქალაქის სტატუსი. ერთი საუკუნის განმავლობაში მოსახლეობის მიხედვით ევროპაში იგი სიდიდით მე-5 ქალაქი იყო. 1167 წელს მიემხრო ლომბარდიის ლიგას. 1249 წელს ბოლონიელებმა დაამარცხეს გველფები და გიბელინები. XIII საუკუნიდან გადაიქცა ვაჭრობა-ხელოსნობის ცენტრად. 1506 წელს რომის პაპმა იულიუს II-ნ ის პაპის ქალაქად გამოაცხადა. 1797-1814 წლებში შედიოდა ციზალპინის რესპუბლიკის შემადგენლობაში, შემდეგ კი იტალიის სამეფოში. 1860 წელს შეუერთდა სარდინიის სამეფოს, რომელიც შემდეგ იტალიის სამეფოდ გარდაიქმნა. მეორე მსოფლიო ომის დროს იყო წინააღმდეგობის ცენტრი. 1943 წელს ოკუპირებულ იქნა მესამე რაიხისმიერ. აჯანყების შედეგად გათავისუფლდა 1945 წლის 21 აპრილს.
არქიტექტურა
რედაქტირებაბოლონია ცნობილი თავისი კოშკებით და გრძელი პორტიკებით, ბოლონიას აქვს კარგად შემონახული და იტალიაში ერთ-ერთი უდიდესი სტორიული ცენტრი. ქალაქის არქიტექტურული სახე ძირითადად XI-XV საუკუნეებში ჩამოყალიბდა. მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლებია „მეფე ენცოს სასახლე“ (1246), პალაცო კომუნალე (XIII-XV საუკუნეები), პალაცო დელ პოდესტა (XIII საუკუნე, გადაკეთებულია XV საუკუნეში ა. ფიორავანტის პროექტით), ნეპტუნის შადრევანი, რომელზეც დგას მოქანდაკე ჯამბოლონიას მიერ 1566 წელს შექმნილი ქანდაკება, სან-სტეფანოს რომანულ ეკლესიათა კომპლექსი (XI-XIII საუკუნეები), სან-ფრანჩესკოს ეკლესია (XIII საუკუნე), სან-დომენიკოს ეკლესია (XIII-XVIII საუკუნეები). ბოლონიის ცენტრში, მაჯორესა და ნეპტუნის მოედნებზე მდებარეობს სან-პეტრონიოს ეკლესია (XIV-XVII საუკუნეები). ეკლესიას აქვს რენესანსის პერიოდის კარიბჭე, რომელიც ჯაკოპო დელა კვერჩას ნამუშევარია.
ბოლონია ცნობილია ორი დახრილი კოშკით: ტორე-აზინელი (1009-1119 წლები, სიმაღლე 97 მეტრი, გადახრა 2,23 მეტრი) და ტორე-გარიზენდა (1110 წელი, სიმაღლე 46,16 მეტრი, გადახრა 3,22 მეტრი). ბოლონიის სასახლეებია იუზოლანის (1451-1455), ბევილაკვას (1474-დან) და ბენტივოლიოს (1551-1555) სასახლეები. ქალაქში დგას ეროვნული პინაკოთეკა, საქალაქო მუზეუმი, თანამედროვე ხელოვნების გალერეა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 456.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ European growth cities. City Mayors. ციტირების თარიღი: 2014-01-24.
- ↑ Bologna history – Bologna culture – Bologna – attractions in Bologna – art Bologna – history guide Bologna. Travelplan.it. ციტირების თარიღი: 2010-04-19.
- ↑ Qualità della vita. Il Sole 24 ORE. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-29. ციტირების თარიღი: 2011-12-05.