ბოლონიის ფერწერული სკოლა
ბოლონიის ფერწერული სკოლა ― იტალიური ფერწერის ერთ-ერთი სკოლა. XIV საუკუნეში ბოლონიურ ფერწერას წამყვანი ადგილი ეჭირა იტალიურ ხელოვნებაში. ის დაკავშირებულია ბაროკოს პერიოდის ფორმირებასთან და აყვავებასთან. ბოლონიის ფერწერის სკოლა აღმოცენდა დაახლოებით 15585 წელს ძმების კარაჩების მიერ. აუცილებელ საწყისად მიიჩნეოდა ნატურის და მაღალი რენესანსის მხატვროობის ოსტატობის შესწავლა. სკოლის მიმდევარი მხატვრები ასრულებდნენ რელიგიურ და მითოლოგიურ კომპოზიციებს. ბოლონიის ფერწერის სკოლა ხელს უწყობდა სამხატვრო განათლების სისტემატიზაციას, შეიმუშავა და ჩამოაყალიბა აბროკოული საკურთხევლის სურათის ტიპი, მაგრამ შემდეგ პერიოდში მთელ იტალიაში გავრცელებული ბოლონიის ფერწერის სკოლის პრინციპები დოგმად გადაიქცა, რამაც ხელოვნებაში წარმოშვა ცივი, განყენებული და უსიცოცხლო სახეები.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 456.
- ბოლონიის ფერწერული სკოლა — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)