აპენინის მთები
აპენინის მთები ან აპენინები (ბერძ. Ἀπέννινα Ὄρη; ლათ. Appenninus ან Apenninus Mons; იტალ. Appennini)[1] — მთის მასივი აპენინის ნახევარკუნძულზე, გადაჭიმულია ნახევარკუნძულის გასწვრივ, მთელ სიგრძეზე, 1 200 კმ-ზე და ასევე მოიცავს მის პარალელურად მდებარე შედარებით პატარა მთაგრეხილებს. ჩრდილოეთით, ქალაქ ალტარესთან ის უერთდება ლიგურიის ალპებს. სამხრეთ-დასავლეთით კი მთავრდება ნახევარკუნძულის წვერზე მდებარე სანაპირო ქალაქ რეჯო-დი-კალაბრიასთან. 2000 წელს, იტალიის გარემოს სამინისტრომ, აპენინების პარკის ევროპული პროექტის რეკომენდაციის საფუძველზე აპენინების სისტემის ახლებური განსაზღვრება დაამკვიდრა და ის გააგრძელა ჩრდილოეთ სიცილიის მთებამდე, რის შედეგადაც მასივის სიგრძე 1 500 კმ-მდე გაიზარდა.[2] სისტემა იღებს რკალის ფორმას, რომელიც შემოიწერება ლიგურიის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროდან ტირენიის ზღვის აღმოსავლეთ სანაპირომდე.
აპენინის მთები | |
---|---|
ეროვნული პარკი აპენინის მთებში | |
კოორდინატები: 43°16′ ჩ. გ. 12°34′ ა. გ. / 43.2817° ჩ. გ. 12.5817° ა. გ. | |
ქვეყანა | იტალია სან-მარინო |
უმაღლესი წერტილი | კორნო-გრანდე |
სიმაღლე | 2912 მ |
სიგრძე | 1200 კმ |
სიგანე | 250 კმ |
სახელი აპენინები მომდინარეობს კელტური სიტყვა "Penn"-ისგან, რაც „მთას, მწვერვალს“ ნიშნავს.[1] სახელწოდება A-penn-inus სავარაუდოდ ძვ. წ. IV საუკუნეში ან უფრო ადრე, ჩრდილოეთ იტალიაში კელტების მბრძანებლობისას დამკვიდრდა. თავდაპირველად ის მხოლოდ მთების ჩრდილოეთ ნაწილს აღნიშნავდა.
ამ მთებისგან ეწოდა სახელი აპენინის ნახევარკუნძულს, რომელიც იტალიის ძირითად ნაწილს აყალიბებს. მთები თითქმის მთლიანად მწვანეა, მიუხედავად ამისა, უმაღლესი მწვერვალი კორნო-გრანდე ნაწილობრივ დაფარულია მყინვარ კალდერონეთი, რომელიც ევროპის ყველაზე სამხრეთით მდებარე და აპენინების ერთადერთი მყინვარია. მან 1794 წლიდან უკან დახევა დაიწყო.[3] მთების სამხრეთი ნაწილი ნახევრად-მშრალია (სემი-არიდული). აღმოსავლეთი მწვერვალები ციცაბოდ ეშვება ადრიატიკის ზღვაზე, მაშინ როდესაც დასავლეთი მწვერვალები ავითარებს მთისწინეთს, სადაც განლაგებულია ნახევარკუნძულოვანი იტალიის ქალაქთა უმრავლესობა.
აპენინები სამ ნაწილად იყოფა: ჩრდილოეთი (იტალ. Appennino settentrionale), ცენტრალური (იტალ. Appennino centrale) და სამხრეთი (იტალ. Appennino meridionale).[4]
მთებში მიიკლაკნება მრავალი საფეხმავლო გზა. მათ შორის აღსანანიშნავია ევროპის საფეხმავლო ბილიკი E1, რომელიც ჩრდილოეთ ევროპაში იწყება და კვეთს ჩრდილოეთ და ცენტრალურ აპენინებსაც.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- აპენინები — ენციკლოპედია ბრიტანიკა
- "Italy" Catholic Online
- "Ligurian Apennine". Summit Post.
- "Italian Cultural Landscapes: wood-pasture and wood-meadow in the Ligurian-Tuscan-Aemilian Apennines, Italy". დაარქივებული 2007-09-17 საიტზე Wayback Machine.
- "Appenine deciduous montane forests". World Wildlife Fund.
- "The Great Apennine Tunnel". Mike's Railway History.
- "10th Mountain Division - The Formative World War II Years".
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Lewis, Charlton T.; Short, Charles (1879). „Apenninus“. A Latin Dictionary. Oxford; Medford: Clarendon Press; Perseus Digital Library.
- ↑ Gambino, Roberto; Romano, Bernardino (2000-2001). Territorial strategies and environmental continuity in mountain systems: The case of the Apennines (Italy). World Commission on Protected Areas. დაარქივებული 2012-02-20 საიტზე Wayback Machine.
- ↑ Pederotti 2003, p. 75
- ↑ Martini 2001, p. 3.