კალდერონეს მყინვარი
კალდერონეს მყინვარი (იტალ. Ghiacciaio del Calderone) — ამჟამად ევროპაში ყველაზე სამხრეთით მდებარე მყინვარი. მდებარეობს მთა კორნო-გრანდეს მყინვარულ ცირკში, აბრუცის რეგიონში, გრან-სასოს მთის მასივში.
კალდერონეს მყინვარი
| |
---|---|
იტალ. Ghiacciaio del Calderone | |
მყინვარი კალდერონე | |
კოორდინატები: 42°28′12″ ჩ. გ. 13°33′00″ ა. გ. / 42.47000° ჩ. გ. 13.55000° ა. გ. | |
ქვეყანა | იტალია |
ტერიტორიული ერთეული | აბრუცო |
ფართობი | 0,355 კმ² |
დნობის გამო მყინვარის ზომები ყოველწლიურად მცირდება და არსებული ტემპების შენარჩუნების შემთხვევაში, ის გაქრება 2020 წლამდე.[1] მყინვარის ქვემოთ 2678 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს ტბა სოფია, რომლის სიგრძე 60 მეტრია, სიგანე 8 მეტრი და სიღრმე 3 მ.
მყინვარის ფართობის და მოცულობის ევოლუცია | ||
წელი | ფართობი (მ²) | მოცულობა (მ³) |
---|---|---|
1794 | 104 257 | 4 332 207 |
1884 | 90 886 | 3 382 166 |
1916 | 63 335 | 3 386 485 |
1934 | 59 713 | 2 461 529 |
1960 | 60 030 | 1 729 934 |
1990 | 52 586 | 360 931 |
2005 | 32 900 | --- |
2006 | 32 700 | --- |
2008 | 35 545 | --- |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- მყინვარი კალდერონე დაარქივებული 2011-12-29 საიტზე Wayback Machine. (იტალიური)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Massimo Pecci. Testimoni di una montagna scomparsa, Imont e Aigeo (2006).