აბრუცო
აბრუცო (იტალ. Abruzzo), აბრუცი (იტალ. Abruzzi) — რეგიონი იტალიაში, მთიანი რაიონი ქვეყნის ცენტრალური ნაწილის სამხრეთში. მისი დასავლეთი საზღვარი რომიდან 80 კმ-ში მდებარეობს. ჩრდილოეთიდან ესაზღვრება მარკეს რეგიონი, დასავლეთით და სამხრეთ-დასავლეთით — ლაციოს რეგიონი, სამხრეთ აღმოსავლეთით — მოლიზე და აღმოსავლეთით — ადრიატიკის ზღვა. მიუხედავად იმისა, რომ ის გეოგრაფიულად უფრო იტალიის ცენტრალურ რეგიონში მდებარეობს ვიდრე სამხრეთში, იტალიის სტატისტიკის სამსახურის მიერ იგი მაინც სამხრეთულ რეგიონად მიიჩნევა, ორი სიცილიის სამეფოსთან მისი ისტორიული კავშირის ნიშნად.
![]() | |||||
| |||||
ქვეყანა |
![]() | ||||
---|---|---|---|---|---|
ადმ. ცენტრი | ლ’აკვილა | ||||
შიდა დაყოფა | ლ’აკვილის პროვინცია, კიეტის პროვინცია, პესკარის პროვინცია და ტერამოს პროვინცია | ||||
კოორდინატები | 42°13′00″ ჩ. გ. 13°50′00″ ა. გ. / 42.21667° ჩ. გ. 13.83333° ა. გ. | ||||
მმართველი | Marco Marsilio | ||||
ფართობი | 10 831,84 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 563 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 1 308 451 (2019)[1] | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1 და UTC+2 | ||||
ISO 3166 კოდი | IT-65 | ||||
ოფიციალური საიტი | http://www.regione.abruzzo.it/ | ||||
![]() | |||||
ანტიკურ ხანაში რეგიონი დასახლებული იყო იტალიკური ტომებით, რომლებიც ხანგრძლივად უწევდნენ წინააღმდეგობას რომაელ დაპყრობლებს. XII საუკუნეში აქ ნორმანები დამკვიდრდნენ. მოგვიანებით, აბრუცო ჰოენშტაუფენების დინასტიას ემხრობოდა პაპობის წინააღმდეგ ბრძოლაში. 1860-1861 წლებში რეგიონი იტალიის სამეფოს ნაწილი გახდა აბრუცისა და მოლიზეს სახელით. 1965 წელს აღნიშნული რეგიონი გაიყო. აბრუცოს ეკონომიკის საფუძველი სოფლის მეურნეობაა.
ადმინისტრაციული დაყოფარედაქტირება
აბრუცოს რეგიონი ადმინისტრაციულად 4 პროვინციად იყოფა:
პროვინცია | ფართობი (კმ²) | მოსახლეობა | სიმჭიდროვე (კაცი/კმ²) |
---|---|---|---|
კიეტის პროვინცია | 2,588 | 396,190 | 153.1 |
ლ'აკვილის პროვინცია | 5,034 | 308,876 | 61.3 |
პესკარის პროვინცია | 1,225 | 318,701 | 260.1 |
ტერამოს პროვინცია | 1,948 | 308,769 | 158.5 |
იხილეთ აგრეთვერედაქტირება
ლიტერატურარედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 37.
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
სქოლიორედაქტირება
- ↑ Istat — 1926.