პესკარა (იტალ. Pescara) — ქალაქი იტალიაში, აბრუცის რეგიონში, პესკარის პროვინციის დედაქალაქი. 2007 წლის მონაცემებით, ის აბრუცოს ყველაზე ხალხმრავალი ქალაქია 123 059 მცხოვრებით, მის მეტროპოლიურ არეალში კი სულ 400 000 ადამიანი ცხოვრობს. მდებარეობს ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე, მდინარე ატერნო-პესკარის შესართავთან, რომიდან 210 კმ-ის მოშორებით. თანამედროვე მუნიციპალიტეტი 1926 წელს შეიქმნა, მიმდებარე ტერიტორიები კი პესკარის პროვინციად გაფორმდა. ახალი ქალაქის შექმნის მთავარი სპონსორი იყო მისი მკვიდრი, პოეტი გაბრიელე დ'ანუნციო.

ქალაქი
პესკარა
Pescara
დროშა გერბი

ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
რეგიონი აბრუცი
შიდა დაყოფა San Silvestro
კოორდინატები 42°27′50″ ჩ. გ. 14°12′51″ ა. გ. / 42.46389° ჩ. გ. 14.21417° ა. გ. / 42.46389; 14.21417
მმართველი Marco Alessandrini
ფართობი 33,6 კმ²
ცენტრის სიმაღლე 0
მოსახლეობა 123 059 კაცი (2007)
სიმჭიდროვე 3 663,8 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
სატელეფონო კოდი 085
საფოსტო ინდექსი 65100
საავტომობილო კოდი PE
ოფიციალური საიტი comune.pescara.it
პესკარა — იტალია
პესკარა

ქალაქის კლიმატი ხმელთაშუაზღვიურია, ცხელი, მშრალი ზაფხულითა და რბილი, ნოტიო ზამთრით. ხშირია ზღვის ქარები.

პესკარის პირველი მაცხოვრებლები ანტიკურ ხანაში, მდინარე ატერნო-პესკარის მაპირბთან დასახლდნენ, შესაართავის სიახლოვეს, ახალ ქალაქს ისინი ვიტუს-ატერნს უწოდებდნენ. დაახლოებით 1000 წელს, ქალაქს პისკარია დაერქვა, რაც ამ არეალში თევზის სიუხვეზე მიუთითებდა.

1140 წელს ქალაქი ნორმანებმა დაიპყრეს, XVI საუკუნეში კი კარლოს V-მ. პესკარის ეკონომიკური და დემოგრაფიული აყვავების ხანა XVII საუკუნეში დადგა. ნაპოლეონის ომების დროს, პესკარა ფრანგების მნიშვნელოვან სამხედრო საყრდენს წარმოადგენდა.

XIX საუკუნეში, პესკარა იტალიის გაერთიანებისათვის ბრძოლის გული იყო, მიუხედავად იმისა, რომ ის ნეაპოლის სამეფოში მდებარეობდა. 1943 წლის დაბომბვებისას ქალაქის ნაწილი დაინგრა და დაიღუპა მისი 3000 მცხოვრები.

ბოლო დეკადებში, პესკარა მნიშვნელოვნად ვითარდება, ჩამოყალიბდა რა როგორც რეგიონისა და ადრიატიკის სანაპიროს მთავარი ქალაქი, მრავალმხრივი ეკონომიკით და მნიშვნელოვანი ტურისტული ფუნქციებით.

დაძმობილებული ქალაქები

რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება