ლიმა
ლიმა (ესპ. Lima) — პერუს დედაქალაქი და ქვეყნის უმსხვილესი ქალაქი. გაშენებულია მდინარეების — ჩილონის, რიმაკის და ლურინის ველებზე, ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, წყნარი ოკეანის უდაბნოს ტიპის სანაპიროზე. საზღვაო ნავსადგურ კალიაოსთან ერთად ქმნის ლიმის მეტროპოლიას. დაახლოებით 9 მილიონი მცხოვრებით, ლიმა ლათინური ამერიკის მეხუთე უდიდესი ქალაქია მეხიკოს, სან-პაულუს, ბუენოს-აირესისა და რიო-დე-ჟანეიროს შემდეგ. ქალაქში განლაგებულია ლათინური ამერიკის ერთ-ერთი უდიდესი საფინანსო კვანძები. გლობალიზაციისა და მსოფლიო ქალაქების კვლევის ქსელის (GaWC) მიერ იგი განისაზღვრება როგორც ბეტა რანგის ქალაქი.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ლიმა Lima | |||||
| |||||
ქვეყანა | პერუ | ||||
დაქვემდებარება | დედაქალაქი | ||||
რეგიონი | ლიმა | ||||
შიდა დაყოფა | 43 რაიონი | ||||
კოორდინატები | 12°02′00″ ს. გ. 77°01′00″ დ. გ. / 12.04333° ს. გ. 77.02833° დ. გ. | ||||
ქალაქის მაიორი | სუსანა ვილიარანი | ||||
დაარსდა | 1535 | ||||
პირველი ხსენება | 1535 | ||||
ფართობი | 2 672.3 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 0 - 1 548 მ | ||||
მოსახლეობა | 7 605 742 კაცი (2007) | ||||
სიმჭიდროვე | 3 008,8 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC-5 | ||||
სატელეფონო კოდი | 51 1 | ||||
საფოსტო ინდექსი | 51 | ||||
ოფიციალური საიტი | munlima.gob.pe | ||||
ქალაქი 1535 წლის 18 იანვარს ესპანელმა კონკისტადორმა ფრანსისკო პისარომ დააარსა და სიუდად-დე-ლოს-რეიესი ანუ „მეფეთა ქალაქი“ უწოდა. იგი გახდა ესპანური პერუს ვიცე-სამეფოს დედაქალაქი და ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქი. პერუს დამოუკიდებლობისათვის ომის შემდეგ, ლიმა პერუს რესპუბლიკის დედაქალაქი გახდა. დღეისათვის, პერუს მოსახლეობის დაახლოებით 1/3 ლიმის მეტროპოლიურ არეალში ცხოვრობს.
ლიმაში მდებარეობს ახალი სამყაროს უძველესი უმაღლესი სასწავლებელი, სან-მარკოსის ეროვნული უნივერსიტეტი, რომელიც ესპანეთის კოლონიური რეჟიმის პერიოდში, 1551 წლის 12 მაისს დაარსდა და უძველესი, დღემდე უწყვეტად ფუნქციონირებადი უნივერსიტეტია ამერიკის კონტინენტზე.
ეტიმოლოგია
ადრეული ესპანური ქრონიკების თანახმად, ლიმის არეალს ერთ დროს იჩიმა ერქვა, რაც ადგილობრივი მოასახლეობისგან გამომდინარეობდა. XV საუკუნეში არეალის ინკების მიერ დაპყრობამდე, მდინარე რიმაკის ხეობაში მდებარე ორაკული მნახველთათვის ცნობილი იყო როგორც ლიმაკი (რაც სანაპირო ზოლის კეჩუას ენაზე მოსაუბრეს ნიშნავს). ეს ორაკული შემდეგში ესპანელებმა დაანგრიეს და ეკლესიით ჩაანაცვლეს, მაგრამ სახელი „ლიმაკი“ ადგილობრივე ენაში, როგორც ქრონიკები მოწმობს „იჩმამ“ ჩაანაცვლა, როგორც არეალის საერთო სახელმა.[1]
თანამედროვე სწავლების თანახმად, სახელი „ლიმა“ მომდინარეობს ლიმაკიდან. ამ თეორიას აძლიერებს ლინგვისტური მსგავსებაც, მით უფრო, რომ სალაპარაკო ესპანური ენა უარყოფს თანხმოვანზე დაბოლოებულ სიტყვებს, როგორც ამ შემთხვევაშიც დამკვიდრდა საბოლოოდ ეს სიტყვა. ქალაქი დაარსდა 1535 წელს სახელით „მეფეთა ქალაქი“ (Ciudad de los Reyes) რადგან მისი დაფუძნება 18 იანვარს, ნათლისღების დღესასწაულზე გადაწყდა. მაგრამ ეს სახელი მალევე დაკნინდა არგამოყენების გამო და ქალაქს სახელად ლიმა შეურჩიეს. პერუს ძველ ესპანურ რუკებზე შესაძლებელია ორივე სახელის — ლიმას და სიუდად-დე-ლოს-რეიესის ერთდროული გამოყენების ხილვა.
ისტორია
კოლუმბამდელ პერიოდში, თანამედეროვე ლიმის ტერიტორია დასახლებული იყო ინდიელთა რამდენიმე ჯგუფით, რომლებიც ინკების იმპერიის შემადგენლობაში შედიოდნენ.[2] 1532 წელს, ესპანელებმა ფრანსისკო პისაროს ხელმძღვანელობით დაიპყრეს ინკების იმპერია, რის შემდეგაც პისარო დაპყრობილი ტერიტორიის გუბერნატორი გახდა.[3] მან დედაქალაქის გასაშენებლად მდინარე რიმაკის ველი აირჩია და 1538 წლის 18 იანვარს, ახალ ქალაქს Ciudad de los Reyes (მეფეთა ქალაქი) უწოდა.[4] 1536 წლის აგვისტოში, ქალაქს ადგილობრივთა რაზმებმა მანკო ინკა იუპანკის ხელმძღვანელობით ალყა შემოარტყეს. ესპანელებმა ადგილობრივი მოკავშირეების დახმარებით აჯანყებულები ადვილად დაამარცხეს.[5]
5 წლის შემდეგ, ლიმა ახლად ჩამოყალიბებული პერუს ვიცე-სამეფოს დედაქალაქი გახდა.[6] მომდევნო საუკუნის განმავლობაში, ლიმა უმსხვილესი სავაჭრო კვანძი ხდება, საიდანაც ვიცე-სამეფო კონტაქტებს ამყარებდა ამერიკის სხვა ვიცე-სამეფოებს, ევროპასა და შორეულ აღმოსავლეთთან.[7] მაგრამ 1687 წელს მომხდარმა ძლიერმა მიწისძვრამ ქალაქის უდიდესი ნაწილი დაანგრია. მეორე უდიდეს საფრთხეს ლიმისთვის წყნარი ოკეანის მეკობრეები წარმოადგენდნენ, რის გამოც 1684-1687 წლებში ლიმის დამცავი კედელი ააშენეს.[8] 1687 წლის მიწისძვრა უდიდესი დარტყმა აღმოჩნდა ლიმისთვის,[9] რადგან მას ძალა აღარ შესწევდა კონკურენცია გაეწია რეგიონის სხვა სავაჭრო კვანძებისთვის, მაგალითად, ბუენოს-აირესისთვის.[10]
1746 წელს, ძლიერმა მიწისძვრამ სასტიკად დააზიანა ლიმა და დაანგრია კალიაო. მასობრივი აღდგენითი სამუშაოები ვიცე-მეფე ხოსე ანტონიო მანსო დე ველასკომ ჩაატარა.[11] XVIII საუკუნის მეორე ნახევარში ქალაქის განვითარება ფორმირებული იყო განმანათლებლობის იდეებით საჯარო ჯანმრთელობისა და სოციალური კონტროლის თაობაზე.[12] ამ პერიოდის განმავლობაში ლიმა სასტიკად დაზარალდა ბურბონების რეფორმებით და შედეგად მან დაკარგა მონოპოლია ზღვისგადაღმა ვაჭრობასა და კონტროლი ზემო პერუს სამთო-მოპოვებით რეგიონზე.[13] ქალაქის ეკონომიკურმა დაკნინებამ მისი ელიტა სამეფო და ეკლესიურ მმართველობაზე ძლიერ დამოკიდებული გახადა, შედეგად, კიდევ უფრო გაიზარდა მოთხოვნა დამოუკიდებლობისადმი.[14]
1820 წელს, სამხრეთ ამერიკაში არგენტინელმა და ჩილელმა პატრიოტებმა გენერალ ხოსე სან მარტინის მეთაურობით, ესპანელებისგან დამოუკიდებლობის მოპოვებისათვის მასიური ბრძოლა წამოიწყეს.[15] 1821 წელს მათ ლიმიდან ესპანელები და პერუს ვიცე-სამეფოს ვიცე-მეფე, ხოსე დე ლა სერნა განდევნეს. რის შემდეგაც სან მარტინი ლიმაში შედის და პერუს დამოუკიდებლობას აფორმებს.[16] ამ მომენტიდან ომი შეწყდა. მომდევნო ორი წლის განმავლობაში, ქალაქი მნიშვნელოვნად შეიცვალა.
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ლიმა პერუს რესპუბლიკის დედაქალაქი გახდა, მაგრამ ეკონომიკური სტაგნაცია და პოლიტიკური არეულობა მისი ურბანული განვითარების ხელისშემშლელ მთავარ ფაქტორებად რჩება.[17] ასეთი მდგომარეობა 1850-იან წლებში დასრულდა, როდესაც გაიზარდა გუანოს ექსპორტიდან მიღებული სახელმწიფო და კერძო შემოსავლები, რამაც ქალაქის სწრაფი განვითარება განაპირობა. ექსპორტზე დამყარებულმა ექსპანსიამ ასევე გააფართოვა უფსკრული სიმდიდრესა და სიღარიბეს შორის, რაც საზოგადოებრივ მღელვარებაში გადაიზარდა.[18] 1879–1883 წლებში მიმდინარე წყნარი ოკეანის ომისას, ჩილეს ძალებმა ლიმის ოკუპაცია მოახდინეს, შედეგად გაიძარცვა საზოგადოებრივი მუზეუმები, ბიბლიოთეკები, სასწავლო დაწესებულებები.[19] ამავე დროს, განრისხებულმა ბრბოებმა შეძლებულ მოქალაქეებსა და აზიელ მოსახლეობას შეუტიეს; მიისაკუთრეს მათი ქონება და წარმოებები.[20] ომის შემდეგ, 1890-1920-იან წლებში ქალაქში მიმდინარეობდა განახლებისა და გაფართოების პროცერსი. ამ პერიოდში, ლიმის ურბანული სახე შიეცვალა დიდი გამზირებით, რომლებიც მას გზაჯვარედინებით კვეთდა და აერთებდა მეზობელ ქალაქებთან.[21]
1940 წელს, მიწისძვრამ კვლავ დაანგრია ქალაქის უდიდესი ნაწილი, რომელიც იმ დროისათვის ძირითადად ადობესა და კინჩასგან იყო ნაგები. 1940-იანი წლებიდან ლიმა იწყებს სწრაფი ზრდის ხანას, რაც ძირითადად განპირობებული იყო პერუს ანდური რეგიონებიდან მიგრაციით, რადგან სოფლის მოსახლეობა აქ სამუშაოსა შოვნისა და განათლების მიღების უკეთესი შესაძლებლობების იმედით მოისწრაფოდა. 1940 წელს არსებულმა მოსახლეობის 0,6 მლნ ნიშნულმა 1960 წელს 1,9 მლნ-ს მიაღწია, ხოლო უკვე 1980 წელს 4,8 მლნ-ს.[22] ამ პერიოდის დასაწყისისათვის, ქალაქის ურბანულ არეალს სამკუთხედის ფორმა გააჩნდა, რომელიც შემოიფარგლებოდა ქალაქის ისტორიული ცენტრით, კალიაოთი და ჩორილიოსით. მომდევნო დეკადებში დასახლებები გავრცელდა ჩრდილოეთით - მდინარე რიმაკამდე, აღმოსავლეთით ცენტრალური გზატკეცილის გასწვრივ, ასევე სამხრეთით.[23] ახალმა მიგრანტებმა, რომლებიც თავდაპირველად ლიმის საქამიანი ნაწილის ჯურღმულებში სახლდებოდნენ, წარმართეს მსხვილმასშტაბიანი გაფართოება ახალი მიწების შემოერთების ხარჯზე, რომლებიც შემდეგ ქოხების ქალაქად გარდაიქმნა. ისინი დღეისათვის პუებლოს-ხოვენესის (pueblos jóvenes) სახელწოდებითაა ცნობილი.[24]
გეოგრაფია
ლიმის ურბანული არეალი 800 კმ²-ს მოიცავს. იგი მდებარეობს მთლიანად ბრტყელ ზედაპირზე, პერუს სანაპირო ზოლის ვაკეზე, მდინარე ჩილონის, რიმაკისა და ლურინის ველებზე. ქალაქი ნელ-ნელა აიზიდება წყნარი ოკეანის სანაპიროდან ხეობებისა და მთებისაკენ, რომელთა სიმაღლეც ზღვის დონიდან 500 მეტრს არ აღემატება. ქალაქის შიგნით არსებობს იზოლირებული ბორცვები, რომლებიც არაა დაკავშირებული გარშემორტყმულ ბორცვთა ჯაჭვებთან; ასეთებია მაგალითად ელ-ავგუსტინოს, სან-კოსმეს, ელ-პინოს, ლა-მილლიას, მულერიასა და პროს ბორცვები. სან-კროსტობალის ბორცვი რიმაკის რაიონში, რომელიც ქალაქის საქმიან ნაწილს ჩრდილოეთიდან გადმოჰყურებს, ანდური ბორცვების ადგილობრივ უკიდურესობას წარმოადგენს.
ლიმის მეტროპოლიური არეალი 2 672,28 კმ² -ს შეადგენს, საიდანაც 825,88 კმ² (31%) ქალაქის ძირითადი ნაწილია, ხოლო 1 846,40 კმ² (69%) გარეუბნები. ურბანული არეალი გადაჭუმულია 60 კმ-ზე ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით და 30 კმ-ზე დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ. ქალაქის ცენტრი მდებარეობს მდინარე რიმაკის ნაპირებზე, რომელიც, თავის მხრივ, ლიმის სასიცოცხლო რესურსს წარმოადგენს — უზრუნველყოფს მოსახლეობას სასმელი წყლით, ხოლო მასზე აგებული ჰიდროელექტრო დამბები — ელექტროენერგიით. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს ქალაქის (ლიმის) ოფიციალური ადმინისტრაციული განსაზღვრება, მიიჩნევა, რომ იგი მოიცავს ლიმის პროვინციის 43 რაიონიდან 30 ცენტრალურს. ქალაქი წარმოადგენს ლიმის მეტროპოლიური არეალის გულს, რომელიც ერთ-ერთია ამერიკის კონტინენტის ათი უდიდესი მეტროპოლიიდან. ლიმა მსოფლიოს მეორე უდიდესი ქალაქია, რომელიც უდაბნოში მდებარეობს, ეგვიპტის დედაქალაქ კაიროს შემდეგ.
კლიმატი
ლიმის კლიმატი რბილი და კომფორტულია, მიუხედავად იმისა, რომ ის ტროპიკებსა და უდაბნოში მდებარეობს. თუმცა ის კლასიფიცირდება როგორც სუბტროპიკული, ლიმის სიახლოვე წყნარი ოკეანის ცივ წყლებთან განსაზღვრავს უფრო ცივ ტემპერატურას, ვიდრე ეს მოსალოდნელია სუბტროპიკულ უდაბნოში, შესაბამისად, კლიმატი უფრო ზუსტად შეიძლება კლასიფიცირდეს როგორც ცივი უდაბნოსი. ქალაქში არც ცივა და არც ძალიან ცხელა. მთელი წლის განმავლობაში ტემპერატურა იშვიათად ეცემა 12 °C (54 °F)-ზე ან იწევს 29 °C (84 °F) -მდე. შესაძლებელია ორი განსხვავებული სეზონის გამოყოფა: ზაფხულის — დეკემბრიდან აპრილის ჩათვლით და ზამთრის — ივნისიდან ოქტომბრის ჩათვლით. მაისი და ნოემბერი როგორც ყოველთვის გარდამავალი თვეებია, თბილიდან ცივში გარდამავალი ამინდით.
ზაფხული თბილია, ტენიანი და მზიანი. დღის ტემპერატურა მერყეობს 18 °C (64 °F) to 22 °C (72 °F) შორის, უმაღლესი ნიშნული კი 24 °C (75 °F) to 29 °C (84 °F) შორის. ცა, როგორც წესი, უღრუბლოა, განსაკუთრებით, დღის განმავლობაში. ხანდახან შესაძლებელია შემთხვევითი სანაპირო ზოლის ფოგის წარმოქმნა დილაობით და ღრუბლიანობა შუადღესა და საღამოს. ზამთრის ლიმა ცნობილია მრავალფერი დაისით, რასაც ადგილობრივები “cielo de brujas”-ს უწოდებენ (ესპ. ჯადოქრების ცა), რადგან ცა გადადის ნარინჯისფერ, ვარდისფერ და წითელ ფერებში. ეს ყველაფერი, დაახლოებით, საღამოს 7 საათისკენ ხდება. ზამთრის ამინდი დრამატულად განსხვავებულია. წელიწადის ამ დროს ჭარბობს რუხი ცა, სიგრილე და დაბალი ტემპერატურა. არაა დამახასიათებელი ხანგრძლივი მოღრუბლულობა. ივნისიდან სექტემბრამდე იცის დილის მცირე წვიმა, რა დროსაც ქუჩები წყლის თხელი ფენით იფარება, რაც შუადღემდე, როგორც წესი, უკვე შრება. ლიმის ზამთრის ტემპერატურის დღეღამური მაჩვენებელი დიდად არ იცვლება. იგი მერყეობს 12 °C (54 °F) to 16 °C (61 °F) ნიშნულიდან 16 °C (61 °F) to 19 °C (66 °F)-ს შორის, ხოლო უკიდურეს აღმოსავლეთ რაიონებში იშვიათად 20 °C (68 °F) აღწევს.
შეფარდებითი ტენიანობა ყოველთვის საკმაოდ მაღალია, განსაკუთრებით დილაობით.[25] მაღალი ტენიანობა განაპირობებს ხანმოკლე ფოგს დილაობით ზაფხულის განმავლობაში და ღრუბლების დაბალ სიმაღლეზე განფენილობას ზამთარში. წელიწადის განმავლობაში ლიმას მხოლოდ 1 284 მზიანი საათი გააჩნია, რაც ამ განედისათვის საკმაოდ იშვიათია და გამონაკლისს წარმოადგენს.[26]
მიუხედავად იმისა, რომ შეფარდებითი ტენიანობის დონე მაღალია, ნალექების წლიური დონე საკმაოდ დაბალია, რაც ძლიერი ატმოსფერული სტაბილურობითაა განპირობებული. ნალექების ასეთი სიმწირე ლიმაში წყლის ნაკლებობას განაპირობებს, ამიტომ ის წყლით ჭებიდან და ანდებიდან მომდინარე მდინარეებიდან მარაგდება. შიდა რაიონებში ნალექების საშუალო წლიური მაჩვენებელი 1-6 სმ-ს შეადგენს, ისიც ძირითადად ზამთრის თვეებში მოდის, სანაპირო რაიონებში კი 1-3 სმ-ს. იშვიათია წვიმა ზაფხულის თვეებში. მაღალი ატმოსფერული მდგრადობით განპირობებული ნალექების ნაკლებობა თავის მხრივ განპირობებულია ნახევრად-მუდმივი სანაპირო ღრმა წყლების ამოწევით ზედაპირზე და ჰუმბოლდტის ცივი დინების კომბინაციით, ასევე ჰაერის ზედა თბილ მასებთან, რაც სამხრეთ წყნაროკეანურ ანტიციკლონთანაა დაკავშირებული.
ლიმის კლიმატი (ისევე როგორც თითქმის მთლიანი პერუს სანაპირო ზოლისა) კარდინალურად იცვლება ელ-ნინიოს მოვლენისას. ამ დროს სანაპირო ზოლში წყლის ტემპერატურა, რომელიც, როგორც ყოველთვის, საშუალოდ 17–19 °C (63–66 °F)-ია, უფრო იმატებს, (1998 წელს მან 26 °C (79 °F)-ს მიაღწია). შესაბამისად იწევს ჰაერის ტემპერატურაც. ასეთ შემთხვევას ჰქონდა ადგილი როდესაც ლიმაში დაფიქსირდა ყველა დროის რეკორდულად მაღალი ტემპერატურა 34 °C (93 °F). ცივი კლიმატი დამახასიათებელია ლა-ნინიას მოვლენის დროს. შესაბამისად სწორედ ამ შემთხვევის დროსაა დაფიქსირებული ქალაქის ყველა დროის რეკორდულად დაბალი ტემპერატურა 8 °C (46 °F) 1988 წლის ზამთარში.
წლიური ამინდი — ლიმა, პერუ | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
თვე | იან | თებ | მარ | აპრ | მაი | ივნ | ივლ | აგვ | სექ | ოქტ | ნოე | დეკ | წელი |
საშუალო მაღალი °C (°F) | 26 (79) | 26 (79) | 26 (79) | 24 (75) | 22 (72) | 20 (68) | 19 (66) | 18 (64) | 19 (66) | 20 (68) | 22 (72) | 24 (75) | 22 (72) |
საშუალო დღიური °C (°F) | |||||||||||||
საშუალო დაბალი °C (°F) | 20 (68) | 20 (68) | 20 (68) | 18 (64) | 17 (63) | 16 (61) | 15 (59) | 15 (59) | 15 (59) | 16 (61) | 17 (63) | 18 (64) | 17 (63) |
ნალექი მმ (დუიმი) | 0 (0) | 0 (0) | 0 (0) | 0 (0) | 0 (0) | 2.5 (0.1) | 5 (0.2) | 2.5 (0.1) | 2.5 (0.1) | 2.5 (0.1) | 0 (0) | 0 (0) | 7,5 (0,3) |
წყარო: ამინდის არქივი[27] 2007 წლი 23 ნოემბერი |
დემოგრაფია
2007 წლის მონაცემებით, ლიმის მუნიციპალური მოსახლეობა 7 605 743 ადამიანს შეადგენს, მეტროპოლიური არეალის 8 472 935-ს, სიმჭიდროვე 3 008,8 კმ²-ზე,[28] შედეგად ის მსოფლიოს ყველაზე ხალხმრავალი სიდიდით 27-ე აგლომერაციაა.[29] ქალაქის მოსახლეობა საკმაოდ მრავალფეროვანია რასობრივი და ეთნიკური თვალსაზრისით. უდიდესი ეთნიკური ჯგუფებია მეტისები, ადგილობრივ ინდიელებთან და ევროპელებთან (ძირითადად ესპანელებთან და იტალიელებთან) შერეული ხალხი. მეორე უმსხვილესი ჯგუფია ევროპელი პერუელები. მათ შორის ყველაზე ბევრია ესპანური, იტალიური და გერმანული წარმოშობის. ასევე მრავლადაა ფრანგული, ბრიტანული და ხორვატიული წარმოშობის ადამიანი.[30][31] ლიმის უმცირესობებს შეადგენენ ადგილობრივი ინდიელები (ძირითადად კეჩუა და აიმარა) და აფრო-პერუელები, რომელთა წინაპრებიც აქ მონებად იქნენ ნაყიდი. ასევე მრავლადაა ევროპული წარმოშობის ებრაელი და ახლო აღმოსავლეთის ხალხი. მეტროპოლიის მოსახლეობის საკმაოდ დიდ რიცხვს შეადგენენ აზიელები, განსაკუთრებით ჩინური და იაპონური წარმომავლობის, რომელთა წინაპრებია აქ XIX საუკუნესა და XX საუკუნის ადრეულ წლებში დასახლდნენ. აღსანიშნავია, რომ სწორედ ლიმას ჰყავს მთელს ლათინურ ამერიკაში უდიდესი ეთნიკურად ჩინური საზოგადოება.[32]
პირველი დასახლება, რომელიც შემდეგ ლიმად გადაიქცა მხოლოდ 117 სახლისგან შედგებოდა. 1562 წელს, მდინარე რიმაკის მეორე ნაპირზე გააშენეს ახალი რაიონი, ხოლო 1610 წელს მათი დამაკავშირებელი პირველი ქვის ხიდი ააგეს. ამ დროისათვის ლიმის მოსახლეობა დაახლოებით 26 000 ადამიანი იყო, მათ შორის 40% თეთრკანიანი და 38% შავკანიანი.[33] 1748 წლისთვის თეთრი მოსახლეობის რაოდენობა 16 000–18 000 იყო. 1861 წლისთვის მოსახლეობის რაოდენობა 100 000-მდე გაიზარდა, 1927 წელს კი ეს რიცხვი გაორმაგდა.
XX საუკუნის ადრეულ წლებში, ლიმაში ათასობით იმიგრანტმა იწყო ჩასახლება, მათ შორის ძირითადად მნიშვნელოვანი რაოდენობის ფრანგები, იტალიელები და გერმანელები იყვნენ, რომელთა უმრავლესობამაც შემდეგში პერუს საზოგადოებასთან ასიმილაცია განიცადა. ისინი ორგანიზებას უკეთებდნენ სოციალურ კლუბებს, აშენებდნენ საკუთარ სკოლებს, მაგალითად ამერიკულ-პერუული სკოლა, რომელიც მირაფლორესში მდებარეობს, ფრანგული ალიანსი (Alianza Francesa de Lima), ფრანგულ-პერუული გამორჩეული ლიცეუმი და ჰოსპიტალი. ასევე ბრიტანულ-პერუული სკოლა მონტერიკოში და რამდენიმე გერმანულ-პერუული სკოლა. იმიგრანტებმა გავლენა მოახსინეს პერუულ სამზარეულოზე, განსაკუთრებით იტალიელებმა.
ამავე პერიოდში, ლიმაში ჩამოსახლდა დიდი რაოდენობით ჩინელი და შედარებით მცირე რაოდენობის იაპონელი იმიგრანტი, რომლებიც ბარიოს-ალტოს შემოგარენში, ლიმის საქმიანი ცენტრის სიახლოვეს დამკვიდრდნენ. ლიმის ადგილობრივები ჩინურ დასახლებას კალე-კაპონს (Calle Capon) უწოდებენ. ქალაქის ამ ჩინურ ანკლავში მრავლადაა ჩინური რესტორანი.
ეკონომიკა
ლიმა პერუს სამრეწველო და ფინანსური ცენტრია და, ამავე დროს, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფინანსო ცენტრი მთელ ლათინურ ამერიკაში.[34] ამჟამად, აქ განლაგებულია მრავალი ეროვნული კომპანია. ლიმაში იწარმოება პერუში წარმოებული პროდუქციის 2/3-ზე მეტი[35] და ქვეყნის მესამეული სექტორის უდიდესი ნაწილი.
მეტროპოლიური არეალი, აქ განლაგებული დაახლოებით 7 000 ქარხნით,[36] ქვეყნის სამრეწველო განვითარების მთავარ ძალას წარმოადგენს, რაც ამავე დროს განპირობებულია სამუშაო ძალის რაოდენობითა და ხარისხით, იაფი ინფრასტრუქტურითა და მთლიან ქალაქში მაღალ დონეზე განვითარებული გზებითა და მაგისტრალებით. ყველაზე რელევანტური ინდუსტრიული სექტორებია ტექსტილი, ტანსაცმლის წარმოება და კვების მრეწველობა. ლიმაში ასევე იწარმოება ქიმიური ნივთიერებები, თევზი, ტყავი, ნავთობპროდუქტები.ფინანსური რაიონი მდებარეობს სან-ისიდროს რაიონში, მაშინ როდესაც სამრეწველო საქმიანობების უდიდესი ნაწილი თავმოყრილია ქალაქის სამქიანი ცენტრიდან დასავლეთით, კალიაოში მდებარე აეროპორტამდე გადაჭიმულ არეალზე. ლიმას სამხრეთ ამერიკაში უდიდესი საექსპორტო ინდუსტრია გააჩნია, ამავე დროს ის გადაზიდვების ინდუსტრიის რეგიონული კვანძია.
ინდუსტრიალიზაციის პროცესი ლიმაში 1930-იან წლებში დაიწყო და 1950-იანი წლებისთვის წარმოებამ მთლიანი ეროვნული პროდუქტის 14 % შეადგინა. 1950-იანი წლების ბოლოსათვის, მოხმარებული საქონლის 70 % ლიმაში განლაგებულ ქარხნებში იწარმოებოდა.[37]
კალიაოს საზღვაო პორტი სამხრეთ ამერიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თევზჭერისა და კომერციული პორტია, მასზე მოდის პერუს იმპორტის 75 % და ექსპორტის 25 %.[38] კალიაოდან ექსპორტზე გამავალი მთავარი საქონელია ნავთობი, ფოლადი, ვერცხლი, თუთია, ბამბა, შაქარი და ყავა. ლიმა აწარმოებს პერუს მთლიანი შიდა პროდუქტის 53 %-ს. 2010 წელს, მთლიანმა შიდა პროდუქტმა ერთ სულ მოსახლეზე ლიმაში $2000 შეადგინა.[39] ქვეყანაში მოღვაწე უცხოური კომპანიების უმრავლესობა ლიმაშია განლაგებული.
მნიშვნელოვანი ზრდა შეიმჩნევა მომსახურებისა და მაღალი ტექნოლოგიების ინდუსტრიაში. 2010 წელს პერუს მთლიანი შიდა პროდუქტი 8.8%-ით გაიზარდა, რაც ეკონომიკური ზრდის მეორე უმსხვილესი მაჩვენებელია მთელს სამხრეთ ამერიკაში პარაგვაის შემდეგ.[40] ამ შემთხვევაშიც ლომის წილი სწორედ ლიმაზე მოდის. 2006 წელს ლიმის საფონდო ბირჟა 185,24 %-ით გაიზარდა,[41] 2007 წელს კი 168,3 %-ით,[42] რის შედეგადაც საფონდო ბირჟა ერთ-ერთი უსწრაფესად მზარდია მსოფლიოში. 2006 წელს ლიმის საფონდო ბირჟა მსოფლიოში ყველაზე მომგებიანი იყო.[43] მეტროპოლიურ არეალში უმუშევრობის დონე 7.2%-ია.
ლიმამ უმასპინძლა აზია-ოკეანეთის ეკონომიკური თანამშრომლობისა და ლათინური ამერიკის, კარიბებისა და ევროკავშირის თანამშრომლობის სამიტებს.
მთავრობა
ეროვნული მთავრობა
ლიმა პერუსა და ლიმის დეპარტამენტის დედაქალაქის ფუნქციებს ასრულებს. აქედან გამომდინარე, ქალაქში განლაგებულია პერუს მთავრობის სამი შტო. აღმასრულებელი ხელისუფლება განლაგებულია მთავრობის სასახლეში, რომელიც პლასა-მაიორზე მდებარეობს; საკანონმდებლო ხელისუფლება — საკანონმდებლო სასახლეში, სადაც იკრიბება პერუს კონგრესი; სასამართლო ხელისუფლება —
იუსტიციის სასახლეში, სადაც მდებარეობს პერუს უზენაესი სასამართლო. მსგავსად ამისა, ყველა სამინისტრო ასევე ლიმაში მდებარეობს. ამავე დროს, ლიმაში მდებარეობს ანდების ერებისა და სამხრეთ ამერიკის ერების საზოგადოებების შტაბ-ბინები, ისევე როგორც სხვა რეგიონული თუ საერთაშორისო ორგანიზაციების.
იუსტიციის სასახლეში განლაგებულია პერუს უზენაესი სასამართლო, რომლის იურისდიქციაც ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება. ასევე ლიმაშია განლაგებული მეორე ინსტანციის 28 უმაღლესი სასამართლო.
ადგილობრივი მთავრობა
ქალაქი ექვივალენტურია ლიმის პროვინციისა, რომელიც, თავის მხრივ, 43 რაიონად იყოფა. ქალაქის მთელი მმართველობა ლიმის მეტროპოლიური მუნიცილაპიტეტის ხელშია, მაშინ, როდესაც თითოეულ რაიონს თავის ადგილობრივი მთავრობა გააჩნია.
ქალაქის იერსახე
ლიმის არქიტექტურა ხასიათდება ნარევი სტილით, რაც ასახულია მის იერსახეში, სადაც ირეკლება სხვადასხვა დროის ელემენტები ქალაქის ისტორიიდან. ადრეული კოლონიური არქიტექტურის მაგალითებია სან-ფრანსისკოს მონასტერი, ლიმის კათედრალი და ტორე-ტაგლეს სასახლე. ეს კონსტრუქციები ნაგებია ესპანური ბაროკოს,[44] ესპანური ნეოკლასიციზმისა[45] და ესპანური კოლონიალური სტილის არქიტექტურით.[46] დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, თანდათანობით დამკვიდრდა ნეოლკასიკური და არტ-ნუვო სტილი. ამ პერიოდის კონსტრუქციათა უმრავლესობაზე იგრძნობა ფრანგული არქიტექტურული სტილის გავლენა. ბევრი სამთავრობო შენობა, ისევე როგორც მთავარი კულტურული ინსტიტუციები, სწორედ ამ არქიტექტურულ პერიოდს მიეკუთვნება. 1960-იან წლებში იყენებდნენ ბრუტალისტურ სტილს, რაც ხუან ველასკოს მილიტარისტული მმართველობით იყო გამოწვეული.[47] ამ არქიტექტურის მაგალითებია ერის მუზეუმი და თავდაცვის სამინისტრო. XXI საუკუნეში გამოჩნდა შუშუს ცათამბჯენები, განსაკუთრებით ქალაქის საფინანსო რაიონში.[48]
ლიმის უდიდესი პარკები განლაგებულია ქალაქის ისტორიული ცენტრის სიახლოვეს, რომელთა შორისაა ნაკრძალის პარკი, გამოფენის პარკი,[49] კამპო-დე-მარტე და საუნივერსიტეტო პარკი. ნაკრძალის პარკში მდებარეობს მსოფლიოში უდიდესი შადრევნის კომპლექსი, რომელსაც ჯადოსნურად მბრუნავ წყალს უწოდებენ.[50] მსხვილი პარკების გარკვეული ნაწილი ქალაქის ცენტრის გარეთ მდებარეობს, მათ შორისაა რედუქტოს პარკი, პანტანოს-დე-ვილია, ელ-გოლფი, ლას-ლეიენდასის პარკი (ლიმის ზოოპარკი), ელ-მელეკონ-დე-მირაფლორესი და გოლფ-ლოს-ინკასი.[51] ქალაქის ქუჩები ყველა მიმართულებით მიემართება მოედნების სისტემებიდან, რომლებიც წრიული გზაჯვარედინების ფუნქციას ასრულებენ. ამავე დროს, ამ მოედნების ერთ-ერთი დამატებითი ფუნქცია ისაა, რომ ისინი მოიცავენ ქალაქის ძირითად მწვანე არეალს, სხვადასხვა არქიტექტურული სტილის მონუმენტებსა და სტატუეტებს, ასევე შადრევნებს.[52]
საზოგადოება და კულტურა
ლიმის ისტორიული ცენტრი* | ||
---|---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | ||
ქვეყანა | პერუ | |
ტიპი | კულტურული | |
კრიტერიუმები | iv | |
სია | [1] | |
რეგიონი** | ლათინური ამერიკა და კარიბები | |
კოორდინატები | 12°03′05″ ს. გ. 77°02′35″ დ. გ. / 12.05139° ს. გ. 77.04306° დ. გ. | |
გაწევრიანების ისტორია | ||
გაწევრიანება | 1988 (მე-12 სესია) | |
ნომერი | 500 | |
გაფართოება | 1991 | - |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 500 ინგლ. • რუს. • ფრ. |
ეტყობა რა ევროპული, ანდური, აფრიკული და აზიური კულტურების ძლიერი გავლენა, ლიმა ერთგვარი სადნობი ქვაბია კულტურებისა, რაც უპირველეს ყოვლისა, კოლონიზაციით, იმიგრაციითა და ადგილობრივთა გავლენითაა განპირობებული.[53] 1988 წელს ლიმის ისტორიული ცენტრი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა. მსოფლიოს სხვა მრავალი დედაქალაქის მსგავსად, ლიმა მდიდარია პრესტიჟული მუზეუმებით, რომელთაგან ზოგიერთი მსოფლიოს ნამდვილ საოცრებას წარმოადგენს.
ლიმის სამზარეულო მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდაა აღიარებული და ქალაქი ცნობილია როგორც ამერიკის კონტინენტის გასტრონომიული დედაქალაქი. ლიმის გასტრონომია ესპანური, ანდური და აზიური კულინარიული ტრადიციების ნაზავია.[54]
ლიმის პლაჟები, რომლებიც ქალაქის ჩრდილოეთ და სამხრეთ დაბოლოებებში მდებარეობს, ზაფხულის თვეებში უამრავ ადამიანს იზიდავს. დამსვენებელთა მოსამსახურებლად ამ ადგილებში გახსნილია არაერთი რესტორანი, კლუბი და სასტუმრო.
ლიმას საკმაოდ აქტიური თეატრალური ცხოვრება გააჩნია. ქალაქში უამრავი კლასიკური თეატრია, ასევე იმართება კულტურული წარმოდგენები, თანამედროვე და ექსპერიმენტული თეატრები, დრამები, საცეკვაო წარმოდგენები და საბავშვი თეატრები. ქალაქის უმნიშვნელოვანეს თეატრებს შორის აღსანიშნავია მუნიციპალური თეატრი, სეგურას თეატრი, იაპონურ-პერუული თეატრი, მარსანოს თეატრი, ბრიტანული თეატრი და ა. შ.[55]
ენა
ლიმაში გავრცელებული ესპანური ენა პერუს სანაპირო ზოლის ესპანურითაა ცნობილი და ხასიათდება ძლიერი ინოტაციების ნაკლებობით, ისევე როგორც ესპანურენოვანი მსოფლიოს სხვა რეგიონების შემთხვევაში. მასზე შიემჩნევა იმ ისტორიული ესპანურის ძლიერი გავლენა, რომელზეც კასტილიაში ლაპარაკობდნენ. კოლონიურ ეპოქაში, ესპანელ დიდებულთა უდიდესი ნაწილი, რომლებიც ლიმაში დასახლდნენ, წარმოშობით სწორედ კასტილიიდან იყვნენ.[56] ლიმის ესპანური ასევე ხასიათდება ვოსეოს (voseo) ნაკლებობით, შტრიხით, რომელიც ასევე დამახასიათებელია ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნების დიალექტებისთვის.
ლიმის ესპანური ცნობილია თავისი შედარებითი სისუფთავით ლათინურამერიკულ სხვა აქცენტებთან მიმართებით. მასზე ასევე გავლენა იქონიეს იტალიელმა, ანდალუსიელმა, ჩინელმა და იაპონელმა იმიგრანტთა ჯგუფებმა. უნდა აღინიშნოს ანგლიკანიზმის გავლენაც, როგორც გლობალიზაციის შედეგი, ასევე ანდური ესპანურის, რაც ბოლო პერიოდში ანდების მაღალმთიანეთიდან ლიმაში მიგრაციების გააქტიურების შედეგია.[57]
რელიგია
პერუს ტერიტორიაზე ესპანელთა გამოჩენამდე და მათ მიერ კათოლიციზმის მოტანამდე, ამ ტერიტორიაზე დასახლებული სხვადასხვა ეთნიკური შემადგენლობის აბორიგენები ანიმისტურ და პოლითეისტურ რელიგიებს მისდევდნენ.[58][59] ესპანელებმა მათთვის რწმენის შეცვლის ხანგრძლივი და მეტად რთული პროცესი უმნიშვნელოვანეს საქმედ დაისახეს. XVII საუკუნეში, პერუს ვიცე-სამეფოს დედაქალაქი ლიმა სამონასტრო ცხოვრების აკვანი გახდა, რომელმაც გამოზარდა ორი დიდი კათოლიკე წმინდანი, როსა ლიმელი და მარტინ დე პორესი.
ლიმაში მდებარეობს ლიმის არქისაეპისკოპოსო, რომელიც 1541 წელს დაარსდა როგორც საეპისკოპოსო, 1547 წელს კი არქისაეპისკოპოსოდ გადაკეთდა.[60] იგი ერთ-ერთი უძველესია ამერიკის კონტინენტზე. ამჟამად, ლიმის არქისაეპისკოპოსოს ხელმძღვანელობს კარდინალი ხუან ლუის სიპრიანი.[61] ქალაქში ასევე არსებობს ორი ისლამური მეჩეთი,[62] ორი ებრაული სინაგოგა,[63] უკანასკნელი დღეების წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის მიმდევართა ტაძარი ლა-მოლინის რაიონში,[64] მართლმადიდებლური ეკლესია პუებლო-ლიბრის რაიონში,[65] ხუთი ბუდისტური ტაძარი[66] და იესო ქრისტეს საერთაშორისო სამინისტროს ეკლესიის (ესპ. Iglesia de Dios Ministerial de Jesucristo Internacional) სამი სამლოცველო.[67]
პერუს მოსახლეობის 2007 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით, ლიმის მოსახლეობის 12 წელზე მეტი ასაკის 82,83% თავს კათოლიკედ მიიჩნევს, 10,90% ევანგელისტური ეკლესიის მიმდევრად, 3,15% სხვა რელიგიების, ხოლო 3,13% არც ერთი რელიგიის წევრად.[68] დედაქალაქის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რელიგიური ღონისძიებაა სენიორ-დე-ლოს-მილაგროსის პროცესია, რომელიც ყოველი წლის ოქტომბერში იმართება ლიმის ქუჩებში. ის სათავეს ჯერ კიდევ კოლონიური პერიოდიდან იღებს. 1715 წლიდან სენიორ-დე-ლოს-მილაგროსი ლიმის მფარველად ითვლება, 2010 წლიდან კი მთელი პერუსი.[69][70]
მუზეუმები
ლიმაში თავმოყრილია პერუს მუზეუმთა უდიდესი კონცენტრაცია, რომელთაგან ყველაზე აღსანიშნავია პერუს ისტორიის, არქეოლოგიისა და ანთროპოლოგიის ეროვნული მუზეუმი, ლიმის ხელოვნების მუზეუმი, ბუნების ისტორიის მუზეუმი, ერის მუზეუმი, იტალიური ხელოვნების მუზეუმი, ოქროს მუზეუმი და ლარკოს მუზეუმი. აღნიშნული მუზეუმები, ძირითადად, ფოკუსირდება ხელოვნებაზე, კოლუმბამდელ კულტურებზე, ბუნების ისტორიაზე, მეცნიერებასა და რელიგიაზე.[71] ერთგვარად თავისებურია იტალიური ხელოვნების მუზეუმი — ის ერთადერთია პერუში, რომელიც ევროპულ ხელოვნებას ეძღვნება.
ტურიზმი
ლიმას, როგორც მთელი ქვეყნის ძირითად წერტილს, ტურიზმის მნიშვნელოვანი ინდუსტრია გააჩნია, რომელიც ხასიათდება მისი ისტორიული ცენტრით, არქეოლოგიური ძეგლებით, ღამის ცხოვრებით, მუზეუმებით, ხელოვნების გალერეებით, ფესტივალებითა და პოპულარული ტრადიციებით. ქალაქში არსებობს საკმარისი რაოდენობის რესტორნები, რომლებშიც წარმოდგენილია როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური სამზარეულო.[72]
ლიმის ისტორიული ცენტრი, რომელიც მოიცავს ლიმისა და რიმაკის რაიონებს, 1988 წელს იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა, რაც განპირობებულია მისი არქიტექტურული მიღწევებით კოლონიურ პერიოდში.[73] ამ პერიოდის არქიტექტურის მაგალითებია სან-ფრანსისკოს მონასტერი, პლასა-მაიორი, კათედრალი, ტორე-ტაგლეს სასახლე და ა. შ.
ტურისტებს შორის პოპულარულია ქალაქის ეკლესიების ტური. ცენტრალურ რაიონში პატარა გასეირნებით შესაძლებელია არაერთი ადრეული XVI-XVII საუკუნეების ეკლესიის ნახვა, რომელთაგან ყველაზე ნიშანდობლივია ლიმის კათედრალი და სან-ფრანსისკოს მონასტერი, რომლებსაც როგორც ამბობენ მიწისქვეშა გვირაბით შეაერთებენ.[74] ორივე ეს ეკლესია მოიცავს ხელოვნების სხვადასხვა სკოლის ნახატებს, სევილიურ კრამიტსა და სკულპტურებია ხის ავეჯს.
ასევე გამორჩეული ადგილია ლას-ნასარენასის ტაძარი თავისი ფრესკით „სასწაულების ბატონი“ (ესპ. Señor de los Milagros de Nazarenas) რომლის ფესტივალებიც ოქტომბერში ლიმის და მთლიანად პერუს ერთ-ერთ უმთავრეს რელიგიურ ღონისძიებას წარმოადგენს. დღეისათვის შემორჩენილია ლიმის ისტორიული კედლების ზოგიერთი ფრაგმენტი, რაც ტურისტებში ასევე დიდ ინტერესს იწვევს. შუა საუკუნეების ეს ესპანური ფორტიფიკაცია ლიმის მეკობრეთაგან დასაცავად ააგეს. ზაფხულის თვეებში პოპულარულია პლაჟები, რომლებიც პანამერიკული გზატკეცილის გასწვრივ მდებარეობს, ქალაქის სამხრეთით, ლურინის, პუნტა-ერმოსას, სანტა-მარია-დელ-მარის, სან-ბარტოლოსა და აზიის რაიონებში. ამ ადგილებში გახსნილია ბევრი რესტორანი, ღამის კლუბი, ბარი, კლუბი და სასტუმრო, რომლებიც დამსვენებლებს ემსახურებიან.
ქალაქის სუბურბანული რაიონები — სიენეგილია, პაჩაკამაკი და ჩოსიკა პოპულარული ტურისტული ატრაქციებია ადგილობრივებს შორის, რადგან ისინი გეოგრაფიულად ლიმაზე მაღლა მდებარეობენ და მასზე მეტ მზის სხივებსა და სითბოს იღებენ ზამთრის თვეებში.[75]
სამზარეულო
ლიმა ცნობილია როგორც ამერიკის კონტინენტის გასტრონომიული დედაქალაქი. მან, როგორც იმიგრაციისა და პერუს ვიცე-სამეფოს ცენტრმა, ერთად შეკრიბა უნიკალური კერძები, რომლებიც აქ ესპანელმა კონკისტადორებმა და იმიგრანტების მრავალმა ტალღამ მოიტანეს: აფრიკელებმა, ევროპელებმა, ჩინელებმა და იაპონელებმა. ლიმაში განხორციელებული საერთაშორისო იმიგრაციის გვერდით, XX საუკუნის მეორე ნახევრიდან პერუში შეიმჩნევა მოსახლეობის ძლიერი შიდა გადაადგილება სასოფლო არეალებიდან ქალაქებისკენ, ძირითადად, ლიმაში.[76] ამ ყველაფერმა მძლავრი გავლენა მოახდინა ქალაქის სამზარეულოზე, მოიტანეს რა იმიგრანტებმა ახალი ინგრედიენტები და ტექნიკა. შესაბამისად ლიმის რესტორნებში წარმოდგენილია მრავალნაირი საკვები. ქალაქში დამყარებულია განსხვავებული კულინარიული რეკორდები, რომლებიც გინესის რეკორდების წიგნშია შეტანილი.[77]
სპორტი
ლიმაში განვითარებულია სპორტის მრავალი სახეობა. მათ შორის აღსანიშნავია ფეხბურთი, ფრენბურთი და კალათბურთი, რომლებიც ძირითადად კერძო კლუბებითაა წარმოდგენილი. ლიმელებს შორის პოპულარული სპორტის სახეობაა ფრონტონი, ჩოგნიანი სპორტი, რომელიც ლიმაში გამოგონებული სკაშის მსგავსია. ქალაქში მდებარეობს საერთაშორისო კლასის 7 გოლფის მოედანი. ასევე პოპულარულია ცხენოსნობა, არსებობს მისი უამრავი კერძო კლუბი, ისევე როგორც მონტერიკოს იპოდრომის საცხენოსნო ტრასა. მიუხედავად ამისა, ლიმის ყველაზე პოპულარული სპორტი მაინც ფეხბურთია, მრავალი პროფესიონალური დონის კლუბით.
კლუბი | სპორტი | ლიგა | ადგილი |
---|---|---|---|
პერუს სპორტის ინსტიტუტი | სხვადასხვა | სხვადასხვა | ლიმის ეროვნული სტადიონი |
უნივერსიტარიო | ფეხბურთი | პერუს პრიმერა-დივიზიონი | ესტადიო მონუმენტალი "U" |
ლიმის ალიანსი | ფეხბურთი | პერუს პრიმერა-დივიზიონი | ალეხანდრო ვილიანუევას სტადიონი |
სპორტინგ კრისტალი | ფეხბურთი | პერუს პრიმერა-დივიზიონი | სან-მარტინ დე პორესის სტადიონი |
სან-მარტინ დე პორესის უნივერსიტეტი | ფეხბურთი | პერუს პრიმერა-დივიზიონი | სან-მარტინ დე პორესის სტადიონი |
რეგატას ლიმა | სხვადასხვა | სხვადასხვა | ჩორილიოსი |
ლიმის რეალი | კალათბურთი, ფრენბურთი | სხვადასხვა | სან-ისიდრო |
დაყოფა
ლიმა შედგება 30 მჭიდროდ დასახლებული რაიონისაგან, რომელთაგან თითოეულს ხელმძღვანელობს ადგილობრივი მერი, ხოლო მთლიანად ლიმის მერის ძალაუფლება, აღნიშნული რაიონების გარდა, ლიმის პროვინციის 13 გარე რაიონზეც ვრცელდება.
ქალაქის ისტორიული ცენტრი მდებარეობს სერკადო-დე-ლიმას რაიონში, ადგილობრივები მას უბრალოდ ლიმას ან ელ-სენტროს ("El Centro") უწოდებენ. ამ ნაწილში მდებარეობს ლიმის კოლონიური წარსულის უამრავი ნაშთი, პრეზიდენტის სასახლე (ესპ. Palacio de Gobierno), ლიმის მეტროპოლიური მუნიციპალიტეტი (ესპ. Consejo municipal metropolitano de Lima) და დიდი რაოდენობით სასტუმრო, რომლებიც მასპინძლობენ ადგილობრივ თუ საერთაშორისო ელიტას.
მაღალი კლასის სან-ისიდროს რაიონი ქალაქის საფინანსო ცენტრია. აქ ცხოვრობს მრავალი გამოჩენილი პიროვნება, მათ შორის, პოლიტიკოსები. აქ ასევე განლაგებულია პერუს უმთავრესი ბანკები და მსოფლიოს სხვადასხვა ბანკის ფილიალი. სან-ისიდროშო ბევრი პარკია, მათ შორისაა ელ-ოლივარი, სადაც დარგულია ზეთისხილის ხეები, რომლებიც XVII საუკუნეში ესპანეთიდან ჩამოიტანეს.
სხვა მაღალი კლასის რაიონია მირაფლორესი, სადაც განლაგებულია მრავალი მდიდრული სასტუმრო, მაღაზია და რესტორანი. მირაფლორესს სამხრეთ ლიმაში უფრო მეტი პარკი და მწვანე არეალი აქვს, ვიდრე სხვა რომელიმე რაიონს. აქ მდებარეობს ლანკომარი — კლდეზე აშენებული პოპულარული სავაჭრო და გასართობი ცენტრი, რომელიც წყნარ ოკეანეს გადაჰყურებს. რაიონში ასევე მრავალი გამორჩეული ბარი, საწეკვაო კლუბი, კინოთეატრი, კაფე, მაღაზია, ბუტიკი და გალერეაა. ღამის ცხოვრება, გართობა და საშოპინგე ცენტრები ასევე თავს იყრის კენედის პარკის გარშემო, მირაფლორესის შუაგულში, სადაც ყოველთვის ალიაქოთი, უამრავი ხალხი და ცოცხალი წარმოდგენებია.[78]
ლიმის სამი სხვა მდიდრული რაიონია ლა-მოლინა, სან-ბირხა და სანტიაგო-დე-სურკო. აქ მდებარეობს აშშ-ის საელჩო და ქალაქის ექსკლუზიური კლუბი პოლო.
ლიმის ყველაზე ხალხმრავალი რაიონები ქალაქის ჩრდილოეთ და სამხრეთ კიდეებშია განლაგებული (ესპ. Cono Norte, Cono Sur - კონო-ნორტე, კონო-სური). ეს რაიონები, ძირითადად, დასახლებულია XX საუკუნის მეორე ნახევარსა და ბოლო წლებში ანდებიდან ცხოვრების უკეთესი პირობების საძებნელად ანდებიდან ჩამოსული იმიგრანტებით ან მაოსიტურ-კომუნისტურ ორგანიზაცია „ნათელ გზასთან“ 80-90-იან წლებში მიმდინარე შიდა კონფლიქტის დროს გამოქცეული ადამიანებით. რაიონების მაცხოვრებელთა ძირითადი ნაწილი საშუალო ან დაბალ-საშუალო კლასს განეკუთვნება.
ბარანკოს რაიონი, რომელიც მირაფლორესსა და წყნარ ოკეანეს ესაზღვრება, ქალაქის ბოჰემური რაიონის სახელითაა ცნობილი. აქ მრავალი ცნობილი პერუელი მწერალი ცხოვრობდა, მათ შორის იყვნენ მარიო ვარგას ლიოსა, ჩაბუკა გრანდა და ალფრედო ბრისე ეჩენიკე. რაიონში ბევრი ხმაურიანი რესტორანი და შვეიცარიული სტილის ვიქტორიანული სახლია, აქაა ასევე მუსიკალური არენა „პენიასი“, სადაც იმართება სანაპირო პერუსთვის ტრადიციული მუსიკალური ღონისძიებები.
სწავლა-განათლება
ლიმაში მდებარეობს მთელი ახალი მსოფლიოს უძველესი უმაღლესი სასწავლებელი — სან-მარკოსის ეროვნული უნივერსიტეტი, რომელიც 1551 წელს დაარსდა. ქალაქში განლაგებულია მრავალი უნივერსიტეტი, ინსტიტუტი, სკოლა — უმაღლესი სასწავლებლების უდიდესი კონცენტრაცია მთელს კონტინენტზე, რომლებსაც მსოფლიო აღიარება გააჩნიათ. თავის მხრივ, ზოგადად პერუ სამხრეთ ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე განათლებული ქვეყანაა. სან-მარკოსის ნაციონალური უნივერსიტეტი, რომელიც 1551 წელს, ესპანური კოლონიური რეჟიმის დროს დაარსდა, უძველესი, დღემდე უწყვეტად ფუნქციონირებადი უნივერსიტეტია ამერიკის კონტინენტზე.[79]
ინჟინერიის ეროვნული უნივერსიტეტი (Universidad Nacional de Ingeniería —UNI), რომელიც 1876 წელს პოლონელმა ინჟინერმა ედუარდო დე ჰაბიჩმა დააარსა, ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი საინჟინრო სკოლაა. ტექნოლოგიებსა და კვლევებში ასევე უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს სხვა საჯარო უნივერსიტეტები, მაგალითად, ფედერიკო ვილიარეალის ეროვნული უნივერსიტსტი (მეორე უდიდესი ქვეყანაში), ლა-მოლინას ეროვნული აგრარული უნივერსიტსტი (Universidad Nacional Agraria La Molina) სადაც ერთ დროს ექს-პრეზიდენტი ალბერტო ფუხიმორი სწავლობდა, ასევე კალიაოს ეროვნული უნივერსიტეტი.
1917 წელს დაარსებული პერუს საპონტიფიკოსო კათოლიკური უნივერსიტეტი (Pontificia Universidad Católica del Perú) ქვეყანაში უძველესი კერძო უნივერსიტეტია. ქალაქში მდებარე სხვა კერძო უმაღლესი სასწავლებლებია: წყნარი ოკეანის უნივერსიტეტი (Universidad del Pacifico), ლიმის უნივერსიტეტი (Universidad de Lima), სან-მარტინ დე პორესის უნივერსიტეტი (Universidad San Martín de Porres), კაეტანო ერედიას პერუს უნივერსიტეტი (Universidad Peruana Cayetano Heredia), სამხრეთის მეცნიერების უნივერსიტსტი (Universidad Cientifica del Sur), სან-იგნასიო დე ლოიოლას უნივერსიტეტი (Universidad San Ignacio de Loyola) და რიკარდო პალმას უნივერსიტეტი (Universidad Ricardo Palma).[80]
ტრანსპორტი
საჰაერო ტრანსპორტი
ლიმას ემსახურება კალიაოში მდებარე ხორხე ჩავესის საერთაშორისო აეროპორტი (LIM). ის ქვეყნის უდიდესი აეროპორტია საშინაო თუ საერთაშორისო გადაზიდვებით. ასევე ასრულებს მთავარი კვანძის ფუნქციას ლათინური ამერიკის საჰაერო ქსელში და მეოთხე უდიდესი საჰაერო კვანძია სამხრეთ ამერიკაში და წარმოადგენს კონტინენტის გადაზიდვების უმსხვილეს კვანძს. დამატებით, ლიმა ფლობს ოთხ სხვა აეროპორტს, ესენია: ლას-პალმასის საჰაერო ძალების ბაზა, კოლიკეს აეროპორტი და ასაფრენი ბილიკები სანტა-მარია-დელ-მარში, სან-ბარტოლოსა და ჩილკაში.[81]
სახმელეთო ტრანსპორტი
ლიმა პანამერიკული გზატკეცილის მთავარი გაჩერებაა. აგრეთვე, ქვეყნის სანაპირო ზოლის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობის გამო ლიმა პერუს საგზაო მაგისტრალების სისტემის უმნიშვნელოვანესი გზაჯვარედინია. აქ იწყება სამი უმთავრესი გზატკეცილი.
- ჩრდილოეთ პანამერიკული გზატკეცილი, მისი სიგრძე 1 330 კმ-ია და მიემართება ჩრდილოეთით, ეკვადორის საზღვრამდე. ერთმანეთთან აერთებს ლიმის ჩრდილოეთ რაიონებსა და პერუს ჩრდილოეთ სანაპირო ზოლის მრავალ მნიშვნელოვან ქალაქს.
- ცენტრალური მაგისტრალი (ესპ. Carretera Central) ლიმის აღმოსავლეთ რაიონებს აკავშირებს ცენტრალური პერუს მრავალ ქალაქთან. მაგისტრალის სიგრძე 860 კმ-ია და ის ბრაზილიის საზღვრის სიახლოვეს, ქალაქ პუკალიპაში მთავრდება.
- ჩრდილოეთ პანამერიკული გზატკეცილი ლიმის სამხრეთ რაიონებს აკავშირებს პერუს სამხრეთ სანაპირო ზოლის ქალაქებთან. მისი სიგრძე 1 450 კმ-ია და სრულდება ჩილეს საზღვართან.
ლიმას გააჩნია ავტობუსების დიდი ტერმინალი-სადგური, რომელიც ქალაქის ჩრდილოეთით, სავაჭრო ცენტრ პლასა-ნორტეს გვერდით მდებარეობს. ეს სადგური ავტობუსებით ჩამოსვლისა და გამზგავრების მთავარი წერტილია, როგორც საშინაო, ისე საერთაშორისო დატვირთვით. ქალაქის მასშტაბით ასევე გახსნილია სხვადასხვა კომპანიის ავტობუსების სადგურები. ქალაქის სამხრეთით, ცენტრში და ჩრდილოეთით არსებობს ავტობუსების არაფორმალური სადგურები; ეს ავტობუსები იაფია, მაგრამ სახიფათო და არაა რეკომენდებული უცხოელთათვის.
საწყლოსნო ტრანსპორტი
ლიმის სიახლოვე საზღვაო ნავსადგურ კალიაოთან, ამ უკანასკნელს მთელი მეტროპოლიის მოწინავე ნავსადგურად აქცევს. კალიაოს გარშემო კონცენტრირებულია მეტროპოლიის ყველა საწყლოსნო ტრანსპორტი. ლურინის რაიონში ასევე მდებარეობს პატარა პორტი, რომლის ძირითადი დანიშნულებაც ნავთობის ტანკერების მიღება-გაშვებაა, რაც ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიახლოვითაა განპირობებული. მიუხედავად ამისა, საწყლოსნო ტრანსპორტი ლიმის შიგნით, უმნიშვნელოა კალიაოსთან შედარებით, რომელიც ქვეყანაში წამყვანი და ლათინურ ამერიკაში ერთ-ერთი უმსხვილესი პორტია.
სარკინიზგო ტრანსპორტი
ცენტრალური ანდების რეგიონთან ლიმა დაკავშირებულია ცენტრალური ანდების რკინიზგით (ესპ. Ferrocarril Central Andino), რომელიც ლიმიდან ხუნინის, უანკაველიკას, პასკოსა და უანუკოს რეგიონებისკენ მიემართება.[82] ამ ხაზის გასწვრივ მდებარე მნიშვნელოვანი ქალაქებია: უანკაიო, ლა-ოროია, უანკაველიკა და სერო დე-პასკო. ამჟამად უმოქმედო სარკინიგზო ხაზი ლიმიდან ასევე მიემართება ჩრდილოეთით, ქალაქ უაჩოსკენ.[83]
საზოგადოებრივი ტრანსპორტი
ქალაქის 80% ავტომიბილამდელ ხანაში გაშენდა. ლიმის საგზაო სისტემა ძირითადად დაყრდნობილია უფრო მეტად გამზირებზე, ვიდრე თავისუფალ გზებზე. მიუხედავად ამისა, ბოლო პერიოდში ქალაქში განვითარდა თავისუფალი გზების სისტემაც და ამჟამად ასეთი ცხრა გზაა.[84]
ურბანული სატრანსპორტო სისტემა შედგება 652 სატრანზიტო გზისგან,[43] რომლებიც ემსახურება ავტობუსებს, მიკროავტობუსებსა თუ ავტომობილებს. სისტემა არაორგანიზებულია და ფორმალობების ნაკლებობით ხასიათდება. სერვისს ახორციელებს 464 კერძო კომპანია, რომლებიც ადგილობრივი მთავრობის მიერ მწირად რეგულირდებიან. მგზავრობის საფასური საშუალოდ ერთი სოლი ან 0.30 აშშ დოლარია. ლიმას ასევე გააჩნია 100 კმ-ზე მეტი სიგრძის ველო-ტრასა.
ტაქსები ქალაქში ძირითადად არაფორმალურია. ისინი შედარებით იაფია, მაგრამ სახიფათო. არ არსებობს მანძილის გაზმოვის სისტემა, ამიტომ საჭიროა მძღოლთან საფასურზე შეთანხმება უშუალოდ ტაქსიში ჩაჯდომამდე. ტაქსების ზომა მერყეობს პატარა, ოთხკარიანი მანქანებიდან დიდ ფურგონებამდე. ისინი ქალაქის ყველა ნაწილში არიან. უმრავლეს შემთხვევაში, ესაა კერძო მანქანები, რომლებსაც მიმაგრებული აქვთ ტაქსის ნიშანი. ასევე არსებობს რამდენიმე კომპანია, რომელიც ტაქსი-გამოძახებით სერვისს ახორციელებენ.[85]
მეტროპოლიური სატრანსპორტო სისტემა, იგივე ელ-მეტროპოლიტანო საზოგადოებრივ სატრანსპორტო სისტემას წარმოადგენს, რომელიც ინტეგრირებულია შემკრებ კორიდორთან — სატრანსპორტო ავტობუსებთან და ის ცნობილია მისი ესპანური ინიციალებით COSAC 1. სისტემა ერთამანეთთან აკავშირებს ლიმის მეტროპოლიური არეალის მნიშვნელოვან წერტილებს, პროექტის პირველი ფაზა მოიცავს ოცდაცამეტი კმ-ის სიგრძის ხაზს ქალაქის ჩრდილოეთით, ჩორილიოსის რაიონიდან ქალაქის სამხრეთ ნაწილამდე. კომერციული საქმიანობა მან 2010 წლის 28 ივლისს დაიწყო და ის კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში არსებული ტრანსმილენიოს მსგავსია.[86]
საზოგადოებრივი ტრანსპორტის მნიშვნელოვანი ნაწილია ლიმის მიწისზედა მეტრო. დაგეგმარებაში იმყოფება ექვსი ხაზი. პირველი ხაზის გაფართოება ქალაქის ცენტრში 2011 წლის ივლისში გაიხსნა და მან შესაძლებელი გახადა ვილია-ელ-სალვადორის ქალაქის საქმიან ნაწილთან 30 წუთში დაკავშირება, მაშინ, როცა სხვა საზოგადოებრივი ტრანსპორტით ამ გზის გავლას საათი და ორმოცი წუთი სჭირდება.
ლიმის მეტროს თექვსმეტი სადგური გააჩნია, რომელთა საშუალო დაშორებაც ერთმანეთისგან 1.2 კმ-ია. ის იწყება სამრეწველო პარკ ვილია-ელ სალვადორში, ქალაქის სამხრეთში, გრძელდება პაჩაკუტეკის გამზირზე ვილიამარია-დელ-ტრიუნფოში და შემდეგ ლოს-ეროესის გამზირზე სან-ხუან-დე-მირაფლორესში. შემდგომ ის გრძელდება ტომას მარსანოს გამზირის მიმართულებით სურკოში, გაივლის ავიასიონის გამზირს და მთავრდება გრაუს გამზირზე, ქალაქის ცენტრში. უახლოეს მომავალში დაგეგმილია პირველი ხაზის გაფართოება, პროსერას-დე-ლა-ინდეპანდანსიას გამზირის მიმართულებით სან-ხუან-დე-ლირიგანჩოში.
საერთაშორისო ურთიერთობები
მსოფლიო მასშტაბით ლიმასთან დაძმობილებული ქალაქებია:
რესურსები ინტერნეტში
- Lima, ტურისტული მეგზური ვიკივოიაჟზე
- ოფიციალური მუნიციპალური საიტი დაარქივებული 1999-04-20 საიტზე Wayback Machine. (ესპანური)
- MSN-ის რუკა[მკვდარი ბმული]
- ლიმის 1.40 გიგაპიქსელიანი ფოტო
ლიტერატურა
- Nota etimológica: El topónimo Lima, Rodolfo Cerrón-Palomino, Pontificia Universidad Católica del Perú
- Lima Monumento Histórico, Margarita Cubillas Soriano, Lima, 1996
- ისტორია
- Andrien, Kenneth (1985). Crisis and decline: the Viceroyalty of Peru in the seventeenth century. ალბუკურკუ: University of New Mexico Press. ISBN 0-8263-0791-4.
- Anna, Timothy (1979). The fall of the royal government in Peru. ლინკოლნი: University of Nebraska Press. ISBN 0-8032-1004-3.
- Conlee, Christina; Jalh Dulanto, Carol Mackay და Charles Stanish (2004). „Late Prehispanic sociopolitical complexity“, რედ. Helaine Silverman: Andean archaeology. მალდენი: Blackwell, გვ. 209–236. ISBN 0-631-23400-4.
- Dietz, Henry (1980). Poverty and problem-solving under military rule: the urban poor in Lima, Peru. ოსტინი: University of Texas Press. ISBN 0-292-76460-X.
- Hemming, John (1993). The conquest of the Incas. ლონდონი: Macmillan. ISBN 0-333-51794-6.
- Higgings, James (2005). Lima. A cultural history. ოქსფორდი: Oxford University Press. ISBN 0-19-517891-2.
- (ესპანური) Instituto Nacional de Estadística e Informática. Lima Metropolitana perfil socio-demográfico დაარქივებული 2009-09-20 საიტზე Wayback Machine. . Lima: INEI, 1996.
- Klarén, Peter (2000). Peru: society and nationhood in the Andes. ნიუ-იორკი: Oxford University Press. ISBN 0-19-506928-5.
- Ramón, Gabriel (2002). „The script of urban surgery: Lima, 1850–1940“, რედ. Arturo Almandoz: Planning Latin America's capital cities, 1850–1950. ნიუ-იორკი: Routledge, გვ. 170–192. ISBN 0-415-27265-3.
- Walker, Charles (თებერვალი, 2003). „The upper classes and their upper stories: architecture and the aftermath of the Lima earthquake of 1746“, Hispanic American Historical Review, 83 (1), გვ. 53–82.
- დემოგრაფია
- (ესპანური) Instituto Nacional de Estadística e Informática, Perfil Sociodemográfico del Perú დაარქივებული 2012-11-14 საიტზე Wayback Machine. . Lima: INEI, 2008.
- United Nations Department of Economic and Social Affairs, Urban Agglomerations 2007. New York (June 2008).
სქოლიო
- ↑ Limaq. aymara.org. ციტირების თარიღი: 2009-10-10.
- ↑ Conlee (2004), გვ. 218
- ↑ Hemming (1993), გვ. 28
- ↑ Klarén (2000), გვ. 39
- ↑ Hemming (1993), გვ. 203–206
- ↑ Klarén (2000), გვ. 87
- ↑ Andrien (1985), გვ. 11-13
- ↑ Higgings (2005), გვ. 45
- ↑ Andrien (1985), გვ. 26
- ↑ Andrien (1985), გვ. 28
- ↑ Walker (2003), გვ. 53–55
- ↑ Ramón (2002), გვ. 173-174
- ↑ Anna (1979), გვ. 4-5
- ↑ Anna (1979), გვ. 23-24
- ↑ Anna (1979), გვ. 176–177
- ↑ Anna (1979), გვ. 178–180
- ↑ Klarén (2000), გვ. 169
- ↑ Klarén (2000), გვ. 170
- ↑ Higgings (2005), გვ. 107
- ↑ Klarén (2000), გვ. 192
- ↑ Ramón (2002), გვ. 180-182
- ↑ (ესპანური) Instituto Nacional de Estadística e Informática, Lima Metropolitana perfil socio-demográfico დაარქივებული 2007-08-13 საიტზე Wayback Machine. . წაკითხვის თარიღი: 2007-08-12
- ↑ Dietz (1980), გვ. 35
- ↑ Dietz (1980), გვ. 36
- ↑ Weather Centre – World Weather – Average Conditions – Lima. BBC. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-01-14. ციტირების თარიღი: 2009-07-08.
- ↑ Capel Molina, José J. (1999). „Lima, un clima de desierto litoral“ (PDF). Anales de Geografía de la Universidad Complutense. Madrid: Universidad Complutense de Madrid. 19: 25–45. ISSN 0211-9803. ციტირების თარიღი: 2009-10-10.
- ↑ ამინდის არქივი. ციტირების თარიღი: 2007 წლი 23 ნოემბერი.
- ↑ Instituto Nacional de Estadística e Informática, Perfil Sociodemográfico del Perú დაარქივებული 2012-11-14 საიტზე Wayback Machine. გვ. 29–30, 32, 34. წაკითხვის თარიღი: 2011-09-10
- ↑ United Nations Department of Economic and Social Affairs, Urban Agglomerations 2007. – შენიშვნა, წყაროს მიხედვით, "Urban agglomerations included in the chart are those of 1 million inhabitants or more in 2007. An agglomeration contains the population within the contours of contiguous territory inhabited at urban levels of residential density without regard to administrative boundaries." წაკითხვის თარიღი: 2011-09-10
- ↑ (2003) რედ. Samuel L. Baily, Eduardo José Míguez: Mass migration to modern Latin America. Scholarly Resources Inc.. ISBN 9780842028318. ციტირების თარიღი: 2010-04-17.
- ↑ Study Abroad in Lima, Peru. IIEPassport.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-21. ციტირების თარიღი: 2011-09-12.
- ↑ :: Overseas Compatriot Affairs Commission, R.O.C. ::. Ocac.gov.tw (2004-08-24). ციტირების თარიღი: 2009-10-10.
- ↑ History of Lima. Lima.info. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-06-09. ციტირების თარიღი: 2011-09-12.
- ↑ Lima — Encyclopedia. infoplease.com. ციტირების თარიღი: 2008-12-08.
- ↑ Lima Attractions. AttractionGuide. ციტირების თარიღი: 2008-12-08.
- ↑ Study Abroad Peru. Study Abroad Domain. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-12-23. ციტირების თარიღი: 2009-07-08.
- ↑ (1991) „Peru, 1930-60“, რედ. Bethell, Leslie: The Cambridge History of Latin America, 1930 To The Present. Cambridge University Press, გვ. 389. ISBN 9780521266529.
- ↑ Callao, Peru – Hutchinson encyclopedia article about Callao, Peru. Encyclopedia.farlex.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-23. ციტირების თარიღი: 2009-07-08.
- ↑ Pablo Alonso; Rafael de la Cruz, J Mark Payne, Fernando Straface, Anja Linder (2007). REPÚBLICA DEL PERÚ: EVALUACIÓN DE LA GOBERNABILIDAD DEMOCRÁTICA (PDF), Banco Interamericano de Desarrollo, გვ. 24. ციტირების თარიღი: 2011-09-12.
- ↑ CIA — The World Factbook. CIA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-07-01. ციტირების თარიღი: 2011-09-12.
- ↑ Bolsa de Valores de Lima (PDF). bvl.com.pe. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-08-08. ციტირების თარიღი: 2010-04-17.
- ↑ Bolsa de Valores de Lima. bvl.com.pe. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-07-14. ციტირების თარიღი: 2009-07-08.
- ↑ 43.0 43.1 Republic Of Peru (PDF). proinversion.gob.pe. ციტირების თარიღი: 2009-07-08.
- ↑ Baroque Architecture. Buzzle.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-11-04. ციტირების თარიღი: 2009-07-08.
- ↑ Lima, Learn Spanish in Peru. caminanteschool.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-09-11. ციტირების თარიღი: 2011-09-12.
- ↑ Story by Cristyane Marusiak / Photos by João Canziani. Lima, Peru - Travel - dwell.com. dwell.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-04-07. ციტირების თარიღი: 2009-10-10.
- ↑ (1998) რედ. Leslie Bethell: A Cultural History of Latin America. Cambridge University Press. ISBN 0 521 62626 9. ციტირების თარიღი: 2010-04-17.
- ↑ feedback. Lima city guide – the social travel guide Lima, Peru – tripwolf travel tips. Tripwolf.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-12-02. ციტირების თარიღი: 2009-07-08.
- ↑ Periodo 1821–1872 – El Palacio y Parque de la Exposición. Arqandina.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-01-09. ციტირების თარიღი: 2009-07-08.
- ↑ LIMA NIGHT TOUR – Fountain Park. limacabs.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-10-07. ციტირების თარიღი: 2011-09-13.
- ↑ Lima, Peru – Google Maps. Maps.google.com (1970-01-01). ციტირების თარიღი: 2009-07-08.
- ↑ Lima (Peru) :: The city layout – Britannica Online Encyclopedia. Britannica.com. ციტირების თარიღი: 2009-07-08.
- ↑ Marmon, Johanna (2009-06-02). „Colonial masterpiece: many who visit Peru come for the journey to ancient Macchu Picchu. But the former colonialand current daycapital city of Lima is an architectural and gastronomic wonderland – Real Estate Home Sales | South Florida CEO | Find Articles at BNET“. Findarticles.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-09. ციტირების თარიღი: 2009-07-08. C1 control character არის
|title=
-ში №113 პოზიციაზე (დახმარება) - ↑ Peruvian Cuisine ~ New Andean ~ Novoandina – Mixtura Restaurant:: The New Andean Cuisine:: Kirkland, Washington: Latin Spanish Peruvian Restaurants. Mixtura.biz. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-03-16. ციტირების თარიღი: 2009-07-08.
- ↑ Theatres in Lima, Peru – LimaEasy (c). LimaEasy (2009-06-27). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-06-29. ციტირების თარიღი: 2009-07-08.
- ↑ Articles: Colonial Lima according to Jorge Juan and Antonio de Ulloa. Historical Text Archive. ციტირების თარიღი: 2009-07-08.
- ↑ Misha Kokotovic (2007). The Colonial Divide in Peruvian Narrative: Social Conflict and Transculturation. Sussex Academic Press. ISBN 9781845191849. ციტირების თარიღი: 2010-04-17.
- ↑ Carlos Rojas Osrio (2002). Latinoamérica: Cien Años de Filosofía. San Juan de Puerto Rico: Isla Negra Editores, გვ. 89. ISBN 1-932271-02-3.
- ↑ Mariú Suárez (2000). Mas Alla Del Homo Sapiens. Trafford Publishing, გვ. 601. ISBN 1-55212-523-8.
- ↑ Reseña Histórica de la Arquidiócesis de Lima. Arquidiócesis de Lima. ციტირების თარიღი: 2011-09-13.
- ↑ Relación de Arzobispos de Lima. Arquidiócesis de Lima. ციტირების თარიღი: 2011-09-13.
- ↑ Los Centros Islámicos de Perú. Caminoalislam.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-10-16. ციტირების თარიღი: 2011-09-13.
- ↑ Synagogues in South America. Israelim.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-09-02. ციტირების თარიღი: 2011-09-13.
- ↑ Templo Mormón de Lima Perú. Templos Mormones. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-07. ციტირების თარიღი: 2011-09-13.
- ↑ Iglesia Ortodoxa de la Santisima Trinidad. Santísima Trinidad Perú Ortodoxo. ციტირების თარიღი: 2011-09-13.
- ↑ Budismo en Péru. Budismo.cl. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-07. ციტირების თარიღი: 2011-09-13.
- ↑ Iglesia de Dios Ministerial de Jesucristo Internacional. Webiglesia.net. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-09-24. ციტირების თარიღი: 2011-09-13.
- ↑ Censos Nacionales 2007: XI de Población y VI de Vivienda - Cuadro Nº 1: Población de 12 y más años de edad, por grupos de edad, según departamento, provincia, área urbana y rural, sexo y religión que profesa. Instituto Nacional de Estadística e Informática (2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-05. ციტირების თარიღი: 2011-09-13.
- ↑ Lavarello de Velaochaga, Gaby Gabriela. (2006)Celosías, tras ellas, los santos limeños del siglo XVII. Boletindenewyork.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-24. ციტირების თარიღი: 2011-09-13.
- ↑ Ley declara al Señor de los Milagros como patrono del Perú. Noticiasnorte.com (2010). ციტირების თარიღი: 2011-09-13.[მკვდარი ბმული]
- ↑ Information about Peru. Go2peru.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2003-12-28. ციტირების თარიღი: 2009-07-08.
- ↑ Lima Peru. Go2peru.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-07-23. ციტირების თარიღი: 2009-07-08.
- ↑ World Heritage Centre – World Heritage List. Whc.unesco.org. ციტირების თარიღი: 2009-07-08.
- ↑ LIMA – Churches in the Historical Centre of Lima Perú. Enjoyperu.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-04-26. ციტირების თარიღი: 2009-07-08.
- ↑ HowStuffWorks "Geography of Lima". HowStuffWorks. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-06-27. ციტირების თარიღი: 2009-07-08.
- ↑ „Peru's revolution in tastes: innovative chefs in Lima are dishing up a fusion of Andean and European cuisines with seasoning from around the world. (01-MAY-06) Americas (English Edition)“. Accessmylibrary.com. 2006-05-01. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-19. ციტირების თარიღი: 2009-07-08.
- ↑ Living Peru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-11-18. ციტირების თარიღი: 2009-10-10.
- ↑ Parque Kennedy - City Park Lima - Peru. vivatravelguides.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-10-03. ციტირების თარიღი: 2011-09-13.
- ↑ UNMSM - HISTORIA. UNMSM. ციტირების თარიღი: 2011-09-13.
- ↑ Lima (Peru) – MSN Encarta. Encarta.msn.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-11-01. ციტირების თარიღი: 2009-07-08.
- ↑ Great Circle Mapper. Gc.kls2.com. ციტირების თარიღი: 2009-07-08.
- ↑ Ferrocarril Central Andino S.A.. Ferrocarrilcentral.com.pe. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-07-02. ციტირების თარიღი: 2009-07-08.
- ↑ Bandurria – El sitio – Ferrocarril Lima Huacho. Huacho.info. ციტირების თარიღი: 2009-07-08.
- ↑ Periodo 1945–1965 – Galería de Fotos y Planos. Arqandina.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-02-20. ციტირების თარიღი: 2009-07-08.
- ↑ Lima : Planning a Trip: Getting Around. Frommers.com (2008-07-28). ციტირების თარიღი: 2009-07-08.
- ↑ El transporte moderno de Lima. Metropolitano. ციტირების თარიღი: 2009-07-08.
- ↑ Sister Cities. Beijing Municipal Government. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-01-17. ციტირების თარიღი: 2009-06-23.
- ↑ Sister Cities of Manila. © 2008–2009 City Government of Manila. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-08-06. ციტირების თარიღი: 2009-07-02.
- ↑ Madrid city council webpage Mapa Mundi de las ciudades hermanadas. Ayuntamiento de Madrid. ციტირების თარიღი: 2009-10-10.
- ↑ International Relations – São Paulo City Hall – Official Sister Cities. Prefeitura.sp.gov.br. ციტირების თარიღი: 2010-04-17.