პუკალიპა
პუკალიპა (კეჩ. პუკა ალპა, „წითელი მიწა") — ქალაქი აღმოსავლეთ პერუში მდინარე უკაიალის (ამაზონის მთავარი შენაკადი) ნაპირებზე. იგი არის უკაიალის რეგიონის, კორონელ-პორტილიოს პროვინციისა და კალერიას რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
პუკალიპა Pucallpa | |||||
პუკალიპა პლასა და სან მარტინის შადრევანი | |||||
| |||||
ქვეყანა | პერუ | ||||
რეგიონი | უკაიალი | ||||
კოორდინატები | 8°23′00″ ს. გ. 74°33′00″ დ. გ. / 8.38333° ს. გ. 74.55000° დ. გ. | ||||
დაარსდა | 1840 | ||||
ფართობი | 29 კვადრატული კილომეტრი | ||||
ცენტრის სიმაღლე | 154±1 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 204,772 კაცი (2007) | ||||
სასაათო სარტყელი | UTC-5, ზაფხულში UTC-4 | ||||
სატელეფონო კოდი | 061 | ||||
ისტორია
რედაქტირებაპუკალიპა დაარსდა 1840 წელს ფრანცისკელი მისიონერების მიერ, რომლებმაც ამ ადგილზე შიპიბო–კონიბოს ეთნიკური ჯგუფის რამდენიმე ოჯახი დაასახლა. ათეული წლების განმავლობაში პუკალიპა პატარა დასახლებად რჩებოდა, რადგან იგი დანარჩენი ქვეყნისგან ამაზონის ტროპიკული ტყით და ანდების მთაგრეხილით იყო გამოყოფილი. 1880 წლიდან 1920 წლამდე დაიწყო სარკინიგზო გზის გაყვანა, რომელსაც პუკალიპა ფეროკარილის ცენტრალური ანდინოს გავლით ქვეყნის დანარჩენი ნაწილისთვის უნდა დაეკავშირებინა, მაგრამ პროექტი რამდენიმეჯერ ჩავარდა და საბოლოოდ სრულიად შეჩერდა. პუკალიპას იზოლაციას ბოლო 1945 წელს მოეღო, როდესაც ტინგო მარიას გავლით პუკალიპა ლიმას დიდი მაგისტრალით დაუკავშირეს. მაგისტრალმა პუკალიპაში სწრაფი ეკონომიკური აყვავება და კომერციალიზაცია გამოიწვია. თუმცა, ამაზონის ტყეების თავსხმა წვიმები კვლავ პრობლემად რჩება და შესაძლოა წვიმების გამო გზის ნაწილიც კი ჩამოიჭრას.
ტრანსპორტი
რედაქტირებაპუკალიპას საჰაერო მიმოსვლას Captain Rolden International Airport უზრუნველყოფს, ხოლო საზღვაო მიმოსვლას მისი პორტი პუკალიპიო, რომელიც ქალაქის ცენტრთან ახლოს მდებარეობს. მაღალი ნალექების სეზონზე პუკალიპას საზღვაო კომუნიკაციაში, წყალზე მოტივტივე პორტები Puerto Italia და La Hoyada ეხმარება. პუკალიპა ლიმას ქალაქ უანუკოსა და სერო-და-პასკოს გავლით უკავშირდება.