ამაზონი
ამაზონი (ესპ. Amazonas, პორტ. Amazonas) — მდინარე სამხრეთ ამერიკაში. მსოფლიოში უდიდესია აუზითა და წყალუხვობით. წარმოქმნილია მდინარე მარანიონისა და უკაიალის შეერთებით. მდინარის სიგრძე მარანიონის სათავიდან 6400 კილომეტრია, უკაიალის სათავიდან — 7025 კმ. აუზის ფართობი — 7180 ათასი კმ². უდიდესი შენაკადებია რიუ-ნეგრუ, მადეირა, ტოკანტინსი. მის დელტაში მდებარეობს კუნძული მარაჟო, რომელზედაც თავისუფლად დაეტეოდა ისეთი ქვეყანა როგორიცაა ბელგია.
ამაზონი ესპ. Amazonas პორტ. Amazonas | |
---|---|
![]() ამაზონის შესართავი, თანამგზავრული ფოტო | |
ქვეყანა |
![]() ![]() ![]() |
ქალაქები | იკიტოსი (პერუ), მანაუსი (ბრაზილია), ბელენი (ბრაზილია), მაკაპა (ბრაზილია) |
სათავე |
ანდები 15°31′05″ ს. გ. 71°45′55″ დ. გ. / 15.51806° ს. გ. 71.76528° დ. გ. |
სათავის მდებარეობა |
![]() |
სათავის სიმაღლე | 5170 მ |
შესართავი |
ატლანტის ოკეანე 0°42′28″ ჩ. გ. 50°05′22″ დ. გ. / 0.70778° ჩ. გ. 50.08944° დ. გ. |
სიგრძე | 6437 კმ |
აუზის ფართობი | 7 050 000 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 209 000 მ³/წმ |
![]() ამაზონის აუზი | |
![]() ![]() | |
![]() |
ამაზონის აუზის დიდი ნაწილი მდებარეობს ბრაზილიაში, სამხრეთ-აღმოსავლეთი და აღმოსავლეთი ნაწილი — ბოლივიაში, პერუში, ვენესუელაში, ეკვადორსა და კოლუმბიაში. ამაზონი ეკვატორთან ახლოს ჩაედინება ატლანტის ოკეანეში.
სახელწოდებას უკავშირებენ მდინარის შესართავში მოქცევით გამოწვეული ტალღების სახელს — პოროროკას, რომელსაც ტუპი-გუარანის ინდიელთა დიალექტზე „ამაზუნუ" ეწოდება. ინდიელები ამაზონს უწოდებენ პარანა-ტინგას (თეთრი მდინარე) პარანა-გუასუს (დიდი მდინარე).
მდინარე სათავეს პერუს მაღალმთიან რეგიონში იღებს და ბრაზილიის გავლით მაკაპას სანაპირომდე მიედინება. მდინარესა და მის შესართავებს გარს ერტყმის ტროპიკული ნოტიო ტყეები. ამ ტყეებში ხეები 20-სართულიანი შენობის სიმაღლის იზრდება. ამაზონის ჯუნგლებში მსოფლიოში ყველაზე მეტი სახეობის ცხოველი ბინადრობს, ტყეში დაახლოებით 1500 სახეობის ფრინველი ბუდობს, ამაზონის წყლებში კი 3000 სახეობის თევზი დაცურავს. ხვლიკები და გველები ხმელეთზე დასრიალებენ. ამაზონის ტყეებში 800-ზე მეტი ტიპის ძუძუმწოვარი ცხოველი (მათ შორის მსოფლიოში ყველაზე ბევრი ღამურა) და ურიცხვი მწერიც ცხოვრობს.
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
- Bibliography on Water Resources and International Law Peace Palace Library
- Information on the Amazon from Extreme Science დაარქივებული 2010-02-06 საიტზე Wayback Machine.
- Information and a map of the Amazon's watershed დაარქივებული 2004-12-14 საიტზე Wayback Machine.
- Amazon Alive: Light & Shadow documentary film about the Amazon river დაარქივებული 2017-08-26 საიტზე Wayback Machine.
- Amazon River Ecosystem