ტოკანტინსი (მდინარე)

ტოკანტინსი (პორტ. tocantins) — მდინარე ბრაზილიის აღმოსავლეთ ნაწილში. სიგრძე — 2850 კილომეტრი, აუზის ფართობი 770 ათ. კმ². წარმოიქმნება მდინარეების მარანიანისა და ალმასის შეერთებით, რომელთაც სათავე აქვს ბრაზილიის ზეგნის ცენტრალურ ნაწილში. მდინარეზე ბევრი ჩანჩქერი და ჭორომია. უერთდება მდ. პარას (მდ. ამაზონის დელტის მარჯვენა ტოტი). დიდი შენაკადია არაგუაია. წყალდიდობა იცის ოქტომბრიდან მაის-აპრილამდე. წყლის საშუალო ხარჯი შესართავთან 16300 მ³/წმ. სანაოსნოა შესართავიდან 350 კმ.

ტოკანტინსი
სიგრძე 2850 კმ
link=commons:Category:{{{Commons}}} ტოკანტინსი ვიკისაწყობში

ლიტერატურა

რედაქტირება