მადეირა — მდინარე სამხრეთ ამერიკაში, ამაზონის უმსხვილესი შენაკადი. წარმოიქმნება ბოლივია-ბრაზილიის საზღვარზე მდინარეების - მამორესა და ბენის შერწყმის შედეგად. მასზე გადის ამ ორი ქვეყნის საზღვრის 100 კილომეტრიანი მონაკვეთი. შემდეგ სვლას აგრძელებს ბრაზილიის შტატების, რონდონიისა და ამაზონასის ტერიტორიებზე, რის შემდეგაც უერთდება ამაზონს. მისი სიგრძე 3 230 კმ-ია, ხოლო აუზის ფართობი 1 158 000 კმ².

მადეირა

ამაზონის აუზი და მდინარე მადეირა
ქვეყანა დროშა: ბოლივია ბოლივია, დროშა: ბრაზილია ბრაზილია
სიგრძე 3 230 კმ
აუზის ფართობი 1.158.000 კმ²
link=commons:Category:{{{Commons}}} მადეირა ვიკისაწყობში
მადეირა ქალაქ პორტუ-ველიუსთან

მადეირას წყლის დონეს სეზონურობის მიხედვით 12 მეტრით იცვლება. მაქსიმალურ დონეს ოქტომბერ-მაისში აღწევს. ქალაქ პორტუ-ველიუს შემდეგ ის სანაოსნოა. მდინარეში ბინადრობენ ამაზონის დელფინები.

2007 წელს, ბრაზილიის მთავრობამ განაცხადა, რომ მადეირაზე ორი ჰიდროელექტროსადგურის აშენებას აპირებს.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება