ამაზონასი
ამაზონასი (პორტ. Amazonas, AM) — შტატი ბრაზილიის ჩრდილო-დასავლეთში, მდინარე ამაზონის დაბლობზე. ტერიტორიის ათვისება საწყის სტადიაშია.
- ფართობი – 1.578 ათასი კმ².
- მოსახლეობა – 3,2 მლნ.
- ქალაქები (ათ.) – მანაუსი (1.930), უდიდესი პორტი, დაარს. 1669 მდინარე რიუ-ნეგრუზე; პარინტინსი (62).