მანაუსი
მანაუსი (პორტუგ. Manaus), 1939 წლამდე მანაოსი ან ლუგარ-დე-ბარა-დუ-რიუ-ნეგრუ — ქალაქი ჩრდილოეთ ბრაზილიაში, ამაზონასის შტატის დედაქალაქი. მდებარეობს მდინარე რიო-ნეგროსა და სოლიმოინსის ერთმანეთთან შერწყმის ადგილას. ბრაზილიის გეოგრაფიისა და სტატისტიკის ინსტიტუტის (IBGE) მონაცემების თანახმად, იგი შტატის ყველაზე ხალხმრავალი ქალაქია.[1]
მუნიციპალიტეტი | |||||
---|---|---|---|---|---|
მანაუსი Manaus | |||||
| |||||
ქვეყანა | ბრაზილია | ||||
რეგიონი | ჩრდილოეთი | ||||
შტატი (ბრაზილია)|ბრაზილიის შტატები | შტატი | ამაზონასი | ||||
კოორდინატები | 03°06′00″ ს. გ. 60°01′00″ დ. გ. / 3.10000° ს. გ. 60.01667° დ. გ. | ||||
ქალაქის მერი | არტურ ვირჟილიუ ნეტუ | ||||
დაარსდა | 1693 | ||||
ფართობი | 11 401,06 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 92 მ | ||||
მოსახლეობა | 1 982 179 კაცი (2014) | ||||
სიმჭიდროვე | 173,85 კაცი/კმ² | ||||
აგლომერაცია | 2 316 173 | ||||
სასაათო სარტყელი | UTC-4 | ||||
სატელეფონო კოდი | +92 | ||||
საფოსტო ინდექსი | 69000-000 | ||||
ოფიციალური საიტი | manaus.am.gov.br | ||||
მდებარეობა ამაზონასის შტატში |
|||||
ქალაქი დაარსდა 1693-94 წლებში როგორც სან-ჟოზე-დუ-რიუ-ნეგრუს ციხესიმაგრე. 1832 წელს მას პატარა ქალაქის სტატუსი მიენიჭა და ადგილობრივი მანაუსის ხალხის სახელწოდების მიხედვით „მანაუსი“ ეწოდა. 1848 წლის 24 ოქტომბერს დასახლებას ოფიციალურად მიენიჭა ქალაქის სტატუსი და სიდადე-და-ბარა-დუ-რიუ-ნეგრუ ეწოდა, რაც პორტუგალიურად „შავი მდინარის ნაპირების ქალაქის ნიშნავს“. ქალაქს მხოლოდ 1856 წლის 4 სექტემბერს ეწოდა ამჟამინდელი სახელი.[2]
მანაუსი ამაზონის წვიმის ტყეების შუაგულში მდებარეობს და ქალაქამდე მიღწევა ძირითადად გემით ან საჰაერო ტრანსპორტითაა შესაძლებელი. ასეთმა იზოლაციამ ხელი შეუწყო როგორც ბუნების, ისე ქალაქის კულტურის დაცვას. ბრაზილიური ადგილობრივი ტომების წეს-ჩვეულებები მანაუსის კულტურაში ყველაზე უკეთაა დაცული, ვიდრე ქვეყნის სხვა რომელიმე ურბანულ დასახლებაში. ქალაქი მთავარი კარიბჭეა ბრაზილიური ამაზონის ფლორისა და ფაუნის დათვალიერების მსურველთათვის. მსოფლიოს მხოლოდ რამდენიმე ადგილას თუ მოიძებნება მცენარეთა, ფრინველთა, მწერთა, თევზთა და ა. შ. მსგავსი მრავალფეროვნება.[3]
წარსულში მას „ამაზონის გულსა“ და „ტყის ქალაქსაც“ უწოდებდნენ.[4] ამჟამად მისი მთავარი ეკონომიკური ძრავია მანაუსის ეკონომიკური ზონა — ცნობილი თავისუფალი ეკონომიკური ზონა, რომელიც დიდად უწყობს ხელს რეგიონის განვითარებას. ქალაქს აქვს თავისუფალი ნავსადგური და საერთაშორისო აეროპორტი. მანაუსის მრეწველობის დარგები მოიცავს ელექტრონიკას, ქიმიურ პროდუქტებსა და საპონს. ასევე არის სახდელი და გემთმშენებელი ინდუსტრიებიც. გარდა ამისა, მანაუსს ექსპორტზე გააქვს ბრაზილიური კაკალი, რეზინი, ჯუთი და პალისანდრის ხის ზეთი. ქალაქში არის საკათედრო ტაძარი, ოპერა, ზოოპარკი, ბოტანიკური ბაღები, ეკოპარკი და რეგიონულ და ადგილობრივ ხალხთა მუზეუმები.[5]
2014 წლის მონაცემებით, მანაუსის მოსახლეობა 1,9 მილიონ ადამიანს შეადგენს და შედეგად, ის ბრაზილიური ამაზონის ყველაზე დიდი და ქვეყნის მე-7 ყველაზე ხალხმრავალი ქალაქია.[6] მდებარეობს მდინარე რიო-ნეგროს ჩრდილოეთ ნაპირზე, ამ მდინარისა და მდინარე სოლიმოინსის შესართავიდან 18 კილომეტრში, ატლანტის ოკეანის სანაპიროდან 1 450 კილომეტრის მოშორებით. მანაუსი კვანძია სამდინარო ტურიზმის, ჯუნგლებისა და სამდინარო კრუიზებისათვის.[7]
მდინარე რიო-ნეგრო და სოლიმოინსი ერთმანეთს მანაუსის სიახლოვეს ერწყმის შემდეგ ამაზონს უერთდება. 1800-იანი წლების ბოლოს, რეზინმა მანაუსი სამხრეთ ამერიკის ერთ-ერთ უმდიდრეს ქალაქად აქცია. რეზინის წყალობითვე, მანაუსს ზედმეტსახელად „ტროპიკების პარიზი“ უწოდეს. მანაუსში დასახლდა მრავალი შეძლებული ევროპული ოჯახი, რომლებმაც თან მოიტანეს ევროპული ხელოვნება, არქიტექტურა და კულტურა.[8]
მანაუსი ფიფა-ს 2014 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი ქალაქია. მდებარეობს სხვა მასპინძელ ქალაქებს შორის ყველაზე ჩრდილოეთითა და დასავლეთით.
საერთაშორისო ურთიერთობები
რედაქტირებადაძმობილებული ქალაქები
რედაქტირებამანაუსი დაძმობილებულია მსოფლიოს შემდეგ ქალაქებთან:
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- The Best from Manaus დაარქივებული 2012-02-07 საიტზე Wayback Machine. (პორტუგალიური)
- Manaus Official Site დაარქივებული 2012-04-05 საიტზე Wayback Machine. (პორტუგალიური)
- Globo Site Manaus Online – portal for Manaus (პორტუგალიური)
- Historic Teatro Amazonas დაარქივებული 2013-06-24 საიტზე Wayback Machine. .
- National Institute of Amazonian Research website (in Portuguese and English).
- / Newspapers of Manaus (პორტუგალიური)
- Visit Manaus 2010 guidebook & forum დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine.
- INFRAERO - Airport of Manaus[მკვდარი ბმული]
- Manaus, ტურისტული მეგზური ვიკივოიაჟზე
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Dados do Amazonas (პორტუგალიური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-27. ციტირების თარიღი: 2014-06-13.
- ↑ [About Manaus (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-07-01. ციტირების თარიღი: 2014-06-13. About Manaus (ინგლისური)]
- ↑ Manaus Guide (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-12-20. ციტირების თარიღი: 2014-06-13.
- ↑ [Heart of The Amazon and City of the Forest (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-12-06. ციტირების თარიღი: 2014-06-13. Heart of The Amazon and City of the Forest (ინგლისური)]
- ↑ Manaus - The Columbia Encyclopedia, 6th ed. 2013 (ინგლისური)
- ↑ Manaus tem população estimada em 1,9 milhão de habitantes, diz IBGE (პორტუგალიური)
- ↑ Manaus Go South America (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-04-02. ციტირების თარიღი: 2014-06-13.
- ↑ Manaus, Brazil - Amazon River (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-06-01. ციტირების თარიღი: 2014-06-13.