დომინიკელთა რესპუბლიკა

დომინიკელთა რესპუბლიკა (ესპ. República Dominicana) — კარიბის ზღვის კუნძულ ჰაიტის აღმოსავლეთ ორ-მესამედზე მდებარე ქვეყანა, ჰაიტის მეზობლად. დედაქალაქია სანტო-დომინგო. ჰაიტი სიდიდით მეორეა დიდი ანტილის კუნძულებს შორის და მდებარეობს პუერტო-რიკოს დასავლეთითა და კუბისა და იამაიკის აღმოსავლეთით. 1961 წელს, სამხედრო დიქტატორ რაფაელ ლეონიდას ტრუხილიოს გარდაცვალების შემდეგ ქვეყანა წარმომადგენლობით დემოკრატიისკენ იღებს მიმართულებას და მას შემდეგ სიტუაცია მკვეთრად გაუმჯობესდა. დომინიკელები ხშირად საკუთარ ქვეყანას ქუისქუეია (Quisqueya) უწოდებენ, სახელი, რომელიც კუნძულს ადგილობრივი ტაინოს ტომის ინდიელებმა შეარქვეს.

დომინიკელთა რესპუბლიკა
ესპ. República Dominicana
დომინიკელთა რესპუბლიკა
დომინიკელთა რესპუბლიკის
დევიზი: Dios, Patria, Libertad
(„ღმერთი, მამული, თავისუფლება“)
ჰიმნი: ქისქეიანოს ვალიენტეს
დომინიკელთა რესპუბლიკის მდებარეობა
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
სანტო-დომინგო
18°30′ ჩ. გ. 69°59′ დ. გ. / 18.500° ჩ. გ. 69.983° დ. გ. / 18.500; -69.983
ოფიციალური ენა ესპანური
მთავრობა საპრეზიდენტო რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი ლეონელ ფერნანდესი
ფართობი
 -  სულ 48 730 კმ2 (130-ე)
 -  წყალი (%) 1.6
მოსახლეობა
 -  2007 შეფასებით 9 760 000 (82-ე)
 -  2018 აღწერა 10,627,141 
 -  სიმჭიდროვე 201 კაცი/კმ2 (38-ე)
მშპ (მუპ) 2007 შეფასებით
 -  სულ $89.87 მილიარდი (62-ე)
 -  ერთ მოსახლეზე $9208 (71-ე)
აგი (2005) 0.779 (საშუალო) (79-ე)
ვალუტა დომინიკური პესო (DOP)
დროის სარტყელი UTC-04:00
ქვეყნის კოდი DOM
Internet TLD .do
სატელეფონო კოდი 1-809 და +1-829

კუნძული ჰისპანიოლა ევროპელების გამოჩენამდე ადგილობრივი ტაინოს ხალხით იყო დასახლებული. ტაინოს ხალხი კარიბის კუნძულებზე სამხრეთ ამერიკიდან მოხვდნენ.

ქრისტეფორე კოლუმბმა კუნძული 1492 წელს მისი პირველი მოგზაურობისას აღმოაჩინა და დაიპყრო კიდეც. [1] დაარქივებული 2016-02-13 საიტზე Wayback Machine. სანტო დომინგოს კოლონია გახდა ევროპელების პირველი მუდმივი დასახლება მთელს ამერიკის კონტინენტზე. ის ასევე არის ესპანეთის კოლონიალური მმართველობის პირველი წერტილი. საფრანგემა კუნძულ ჰისპანიოლას დასავლეთ მესამედი დაიპყრო და მას სენ დომინიგე უწოდა, რომელიც მოგვიანებით ჰაიტის დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა 1804 წელს. ესპანეთის დაახლოებით სამასწლიანი მმართველობის შემდეგ დომინიკელთა რესპუბლიკამ დამოუკიდებლიბა 1821 წლის ნოემბერში მოიპოვა. დომინიკელებს სურდათ რომ გაერთიანებულიყვნენ დიდ კოლუმბიაში, რაც არ განხორციელდა, რადგან 1822 წლის თებერვალში ჰაიტიმ დომინიკელთა რესპუბლიკის ოკუპაცია მოახდინა. დომინიკელებმა დამოუკიდებლობა 22 წლის შემდეგ, დამოუკიდებლობის ომის შედეგად კვლავ მოიპოვეს 1844 წელს. ქვეყანა დაიპყრო ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც 1916-1924 წლებში; 1930 წლიდან რაფაელ ლეონიდას ტრუხილოს დიქტატორა იყო, რომელიც 1961 წლამდე გაგრძელდა. ბოლო 25 წლის განმავლობაში დომინიკას ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა აქვს დასავლეთ ნახევარსფეროში.

დომინიკელთა რესპუბიკა ტურისტებისთვის კარიბის კუნძულებში ყველაზე პოპულარულ ადგილს წარმოადგენს. დომინიკელთა რესპუბლიკა გეოგრაფიული მრავალფეროვნებით გამოირჩევა. სწორედ ამ ქვეყნის ტერიტორიაზე მდებარეობს კარიბების ორი უმაღლესი მწვერვალი, კარიბების უდიდესი ტბა და უდაბლესი ადგილი. კუნძულის საშუალო ტემპერატურა 26 °C-ია. სწორედ ამ კლიმატითაა განპირობებული კუნძულის მრავალფეროვანი ცხოველთა სამყარო. ქვეყნის ტერიტორიაზე ასევე მდებარეობს პირველი ტაძარი, ციხე, მონასტერი და ციხესიმაგრე, რომელიც ამერიკის კონტინენტზე პირველია. დომინიკის ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მუსიკასა და სპორტს. მერენგე და ბაშატა ქვეყნის ეროვნულ ცეკვასა და სიმღერას წარმოადგენს. ყველაზე პოპულარული სპორტი კი ბეისბოლია.

ეტიმოლოგია

რედაქტირება

სიტყვა „დომინიკელთა“ ლათინური სიტყვიდან, დომინიკუსიდან მოდის, რომელიც კვირას ნიშნავს. ამისდა მიუხედავად, კუნძულს სახელი წმინდა დომინიკის პატივსაცემად ჰქვია, რომელიც დომინიკელთა ორდენის დამაარსებელია.

ისტორიის განმავლობაში, დამოუკიდებლობამდე ქვეყანას სანტო დომინიკოს ეძახდნენ. ეს სახელი ახლა ქვეყნის დედაქალაქს ჰქვია რომელიც ამ ადგილს დომინიკელთა მფარველის, წმინდა დომინიკის პატივსაცემად ეწოდა.

დომინიკელთა რესპუბლიკის ეროვნულ ჰომნში სიტყვა დომინიკელები ნახსენები არაა. ჰიმნის ტექსტი ემილიო პრუდ'ჰომმემ დაწერა, რომელიც ამ სიტვის ნაცვლად იყენებს ტერმინს „ქუისქუეიანები“, რომელიც ტაინო ინდიელების მშობლიური ენიდან მომდინარეობს და „მიწების დედას“ ნიშნავს. ხშირად ეს სიტყვა სიმღერებში გამოიყენება, როგორც ქვეყნის მეორე სახელი. ქვეყნის სახელი ხშირად ინიციალებით „D.R.“ გამოიხატება.

ევროპელებამდელი პერიოდი

რედაქტირება

არავაკულად მოსაუბრე ტაინოს ტომები ჰისპანიოლაზე სამხრეთ ამერიკის კონტინენტის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილიდან გადასახლდნენ და გადასახლებისას კუნძულზე მცხოვრები ადრინდელი მოსახლეობა განდევნეს.[2] ახ. წ. 650 წელს მათ კუნძულზე თევზაობა და მიწათმოქმედობა დაიწყეს. ასევე დაიწყეს ნადირობა და შეკრება. 1492 წელს კუნძულის მოსახლეობის შეფასება არაერთგვაროვანი იყო. ზოგ წყაროში მათი რიცხვი 100 ათასია, ზოგან სამასი ათასი, ზოგან კი - 2 მილიონამდე.[3] სახელი ტაინო, რომელიც მთელი კუნძულისთვის გამოიყენებოდა ჩანაცვლდა ტერმინით აიიტი და ქუისქუეია.

 

ესპანელები კუნძულზე 1492 წელს ჩავიდნენ. თავდაპირველად მეგობრული ურთიერთობის შემდეგ ტანოსებმა წინააღმდეგობა გაუწიეს ესპანელების დაპყრობით მოქმედებებს. აღსანიშნავია ისიც, რომ წინააღმდეგობას სათავეში ქალი ედგა. 1492 წლეს ტაინოების მოსახლეობა ყვავილის დაავადების გამო მკვეთრად შემცირდა.[4] წითელა და სხვა დაავადებები კუნძულზე სწორედ ევროპელების დახმარებით მოხვდა.

ევროპელების კოლონიზაცია

რედაქტირება

ქრისტეფორე კოლუმბი კუნძულზე მისი პირველი მოგზაურობისას ჩავიდა 1492 წლის 5 დეკემბერს.მან მიწა ესპანეთის საკუთრებად გამოაცხდა და უწოდა „ლა ესპანიოლა“ მისი მრავალფეროვანი კლიმატის და რელიეფის გამო, რომელიც მოგზაურს ესპანურ ლანდშაფტს ახსენებდა.[5] კოლუმბი კუნძულზე მეორე მოგზაურობისას დაბრუნდა და ჩამოაყალიბა დასახლება ლა იზაბელა, რომელიც ამჟამად პუერტო პლატას პროვინციის ტერიტორიაზე მდებარეობს. 1494 წელს მან რეგიონში ალონსო დე ოხედა გაგზავნა ოქროს საძებნელად.

1496 წელს ბართლომე კოლუმბმა, ქრისტეფორეს ძმამ, ააშენა ქალაქი სანტო დომინგო,რომელიც დასავლეთ ევროპელების პირველი მუდმივი დასახლება იყო „ახალ სამყაროში“. ამრიგად, ჰისპანიოლა ათწლეულების განმავლობაში ესპანეთის კოლონიური ძალაუფლების შტაბ-ბინას წარმოადგენდა. მალევე კუნძულის პროვინცია ცენტრალურ კორდილიერაში ოქროს უდიდესი მარაგი აღმოაჩინეს. 1501 წლისთვის, კოლუმბის ბიძაშვილმა ჯოვანი კოლუმბმა, ბუენავენტურას მახლობლად ოქრო აღმოაჩინა,ადგილმდებარეობა მოგვიანებით ცნობილი გახდა, როგორც მინას ნუევა.

ნიკოლს დე ოვანდოს მმართველობის პერიდში ოქროს საბადოებში ადგილობრივ ინდიელებს ამუშავებდნენ სადაც მათ არასათანადოდ ეპყრობოდნენ. 1508 წლისთვის ინდიელტა მოსახლეობა 400 000-დან 60 000-მდე შემცირდა და 1514 წლისთვის მხოლოდ 26 335 ინდიელიღა იყო დარჩენილი. მოსახლეობის უმეტესობა განლაგებული იყო ქალაქებში: კონცეფციონი (ახლანდელი ლა ვეგა); სანტიაგო, ბუენავენტურა და სანტო-დომინგო. 1516 წელს ყვავილის ეპიდემიან ინდიელთა მოსახლეობა მთლიანად გააქრო. პონსის თანახმად, „ორივე, ოქროს მარაგი და ინდიელთა მოსახლეობა ერთდროულად გადაშენდა.“[6]

კუნძულის სამხრეთით მდებარე ქალაქი სანტო-დომინგო ესპანეთის იმპერიის გაფართოებისას ადმინისტრაციულ გულს წარმოადგენდა. კონკისტადორები, როგორებიც იყვნენ ერნან კორტესი და ფრანსისკო პისარო სანტო-დომინგოში ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ, მანამ, სანამ ამერიკის კონტინენტზე გადავიდოდნენ. ჰისპანიოლაზე შაქრის კულტურა კანარის კუნძულებიდან შეიტანეს. ახალ სამყაროში შაქრის პიტველი პლანტაციები 1516 წელს ჰისპანიოლაზე გაშენდა.[1] შაქრის ლერწმის კულტივიზირების მზარდი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად დამატებითი მუშა-ხელის ჩამოყვანა გახდა საჭირო, რამაც განაპირობა აფრიკელი ტყვეების კუნძულზე შეყვანა, რაც შემდგომში კიდევ ორი ათწლეული გაგრძელდა.

1560-იან წლებში ინგლისელი მეკობრეები შეუერთდნენ ფრანგებს ესპანური გემების რეგულარულ დარბევაში. ამერიკის მთავარი ტერიტორიის დაპყრობით, ჰისპანიოლას შაქრის პლანტაციის ეკონომიკა სწრაფად შემცირდა. ესპანელი კოლონისტების უმეტესობა მექსიკისა და პერუს ვერცხლის მაღაროებში გაემგზავრა.

XVII საუკუნის შუა პერიოდში ჰისპანიოლას ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე რეგიონში სტრატეგიული პოზიციის გამო ფრანგი კოლონისტები და კერძო პირები დასახლდნენ. ათწლეულების განმავლობაში შეიარაღებული ბრძოლების შემდეგ 1697 წელს რიისვიკის ზავის თანახმად ესპანეთმა საფრანგეთს კუნძულის დასავლეთ სანაპირო ოფიციალურად გადასცა.

გეოგრაფია

რედაქტირება
 
დომინიკელთა რესპუბლიკის ფიზიკური რუკა

დომინიკელთა რესპუბლიკა მოიცავს კუნძულ ჰისპანიოლას აღმოსავლეთ ხუთ-მერვეს. ის დიდ ანტილიებში სიდიდით მეორე კუნძულზე მდებარეობს. ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ატლანტის ოკეანე, ხოლო სამხრეთით - კარიბის ზღვა. ის ჰაიტთან კუნძულს თანაფარდობით 2:1 იყოფა. ჰაიტთან საზღვარი 376 კმ-ია. ქვეყნის ფართობი 48,442 კვ.კმ-ია, რაც მას ანტილიებში კუბის შემდეგ უდიდეს ქვეყანად აქცევს. დომინიკის რესპუბლიკის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი ქვეყნის სამხრეთ სანაპიროზე მდებარეობს.

დომინიკელთა რესპუბლიკას ოთხი მნიშვნელოვანი ქედი აქვს. კორდილერას ქედზე არის ოთხი უმაღლესი მწვერვალი მთელს კარიბის ზღვაში: პიკო დუარტე (3,098 მეტრი ზღვის დონიდან), ლა პეონა (3,094 მეტრი), ლა რუსილა (3,049 მეტრი) და პიკო იაქე (2,760 მეტრი).

ცენტრალურ და ჩრდილოეთ მთებს შორის მდებარეობს მდიდარი და ნაყოფიერი ციბაოს ხეობა. სწორედ ამ ხეობაში მდებარეობს ქალაქები სანტიაგო და ლა ვეგა და სწორედ აქაა წარმოდგენილი ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო მიწების უმეტესობა. ქვეყანაში ასევე გვხვდება უდაბნოს სტილის მშრალი ხეობები.

იანო კოსტერო დელ კარიბე („კარიბის ზღვის სანაპირო“) დომინიკელთა რესპუბლიკაში მდებარე დაბლობებიდან ყველაზე დიდია. ის გადაჭიმულია სანტო დომინგოს ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით. სწორედ აქ მდებარეობს ქვეყანაში შემორჩენილი შაქრის პლანტაციები.

ქვეყანას მდინარეების რესურსიც გააჩნია. იაქე დელ ნორტე ქვეყნის უდიდეს და უნიშვნელოვანეს მდინარეს წარმოადგენს. ის ციბაოს ველზე გაედინება და მონტე ქრისტის ყურეში ჩაედინება. ქვეყნის ტერიტორიაზე გაედინება ჰისპანიოლას უგრძესი მდინარის, არტიბონიტოს ნაწილიც, რომელიც მეტწილად ჰაიტში გაედინება.

ქვეყანაში მრავალი ტბა და ყურეა. ენრიქუიო ყველაზე დიდ ტბას წარმოადგენს. ის მლაშე ტბაა და ზღვის დონიდან 45 მეტრით დაბლა მდებარეობს. ამით ის ყველაზე დაბლა მდებარე ტბაა მთელს კარიბებში.

ბევრია პატარა კუნძული, რომლებიც დომინიკელთა რესპუბლიკის საკუთრებას წარმოადგენს. სანაპიროს მახლობლად მდებარეობს ორი უდიდესი კუნძული ესენია: საონა, სამხრეთ-აღმოსავლეთით და ბიეტა, სამხრეთ-დასავლეთით.

დომინიკელტა რესპუბლიკაში ხშირია მიწისძვრები. 1946 წელს, ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში 8,1 ბალიანი მიწისძვრა მოხდა, რამაც ცუნამი გამოიწვია. ამის შედეგად დაიღუპა 1800 ადამიანი.

 
სანტო-დომინგოს პანორამა

მთავრობა და პოლიტიკა

რედაქტირება
 
ეროვნული სასახლე სანტო-დომინგოში

დომინიკელთა რესპუბლიკა არის წარმომადგენლობითი დემოკრატია ან დემოკრატიული რესპუბლიკა.[7] ქვეყანაში ძირითადად ძალის სამი სფეროა, ესენია: აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო. დომინიკელთა რესპუბლიკის პრეზიდენტი ხელმძღვანელობს აღმასრულებელ განყოფილებას და ასრულებს კონგრესის მიერ მიღებულ კანონებს, ასევე ნიშნავს მინისტრთა კაბინეტს და არის შეიარაღებული ძალების მთავარი მეთაური. პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი ირჩევა 4 წლის ვადით. ეროვნული საკანონმდებლო ორგანო შედგება სენატისა და დეპუტატთა პალატისგან. სენატს 32 წევრი ჰყავს, ხოლო დეპუტატთა პალატა, 178 წევრისგან შედგება.[8]

სასამართლო ხელისუფლება ეკისრება უზენაესი სასამართლოს 16 წევრს. მათ ნიშნავს საბჭო, რომელიც შედგება პრეზიდენტისგან, კონგრესის ორივე პალატის ლიდერებიდან და ოპოზიციური ან არასამთავრობო პარტიის წევრებისაგან.

დომინიკის რესპუბლიკას აქვს მრავალპარტიული პოლიტიკური სისტემა. არჩევნები ტარდება ყოველ ორ წელიწადში ერთხელ.

დემოგრაფია

რედაქტირება
 
დომინიკეთა რესპუბლიკის მოსახლეობის სქესობრივ-ასაკობრივი პირამიდა

დომინიკეთა რესპუბლიკის მოსახლეობა 2018 წლის მონაცემებით 10 627 141 ადამიანია.

ეთნიკური ჯგუფები

რედაქტირება

2014 წელს ჩატარებული მოსახლეობის გამოკითხვის შედეგად მოქალაქეების 70.8% საკუთარ თავს შერეული რასის წარმომადგენლად თვლიდა. 15.8% შავკანიანი მოსახლეობაა, ხოლო 13.5% თავს თეთრკანიანად მიიჩნევს.[9] ქვეყანაში ეთნიკურ უმცირესობებს წარმოადგენენ დასავლელი აზიელები, ძირითადად ლიბანელები, სირიელები და პალესტინელები. ევროპელები ძირითადად წარმოდგენილნი არიან ესპანელებით, ასევე გერმანელი ებრაელებით, იტალიელებით, პორტუგალიელებით, ბრიტანელებით, ნიდერლანდელებით, დანიელებითა და უნგრელთა მცირე მოსახლეობებით. ქვეყანაში იუდეველთა რიცხვი დაახლოებით 3000 ადამიანს შეადგენს.


 

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება