ფრანსისკო პისარო გონსალესი (ესპ. Francisco Pizarro y González; დ. დაახლ. 1475 — გ. 1541) — ესპანელი ავანტიურისტი, კონკისტადორი, ინკების იმპერიის დამპყრობელი და ქალაქ ლიმას დამაარსებელი.

ფრანსისკო პისარო

ფრანსისკო პისარო
მშობლიური სახელი ესპ. Francisco Pizarro y González
დაბადების თარიღი 1475 წელი
გარდაცვალების თარიღი 1541 წელი
პროფესია კონკისტადორი, ავანტიურისტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

პისარო დაიბადა ქალაქ ტრუხილიოში (ესტრემადურა). დაბადების ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა ტრადიციულად მას 16 მარტს აღნიშნავენ. ცნობები მის ადრეულ ბიოგრაფიაზეც არ მოიპოვება. პისარომ წერა-კითხვა არ იცოდა, შესაბამისად, შეიძლება დავასკვნათ, რომ მისი განათლებით არავინ დაკავებულა.

1502 წელს ახალი მსოფლიოს ზღაპრული სიმდიდრის ამბებით მოხიბლული პისარო სამხრეთ ამერიკაში გაემგზავრა.

1531 წელს ის უკვე მესამე ექსპედიცაიში მიდის ინკების იმპერიის დასაპყრობად. 1535 წელს მან ინკების დედაქალაქი კუსკო დაიპყრო და ქალაქი ლიმა დააარსა.

1538 წელს პისაროსა და მის თანამებრძოლ ალმაგროს შორის უთანხმოება გაჩნდა ძალაუფლების განაწილებასთან დაკავშირებით. პისარომ სალინასთან ბრძოლაში ალმაგრო დაამარცხა და სიკვდილით დასაჯა იგი. თუმცა მოკლული ალმაგროს შვილმა მის თანამოაზრეებთან ერთად პისაროს წინააღმდეგ შეთქმულება მოაწყო და 1541 წლის 26 ივნისს მოკლა იგი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება