კარიბის ზღვა
ზღვა
კარიბის ზღვა — ტროპიკული ზღვა დასავლეთ ნახევარსფეროში, ატლანტის ოკეანის ნაწილი, მექსიკის ყურის სამხრეთით. სამხრეთით შემოიფარგლება სამხრეთ ამერიკის კონტინენტით, დასავლეთით ცენტრალური ამერიკის რეგიონით, ხოლო ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით ანტილებით: დიდი ანტილის კუნძულებით — კუბა, ჰაიტი, იამაიკა და პუერტო-რიკო ჩრდილოეთით, და მცირე ანტილის მრავალრიცხოვანი კუნძულებით აღმოსავლეთით. კარიბის ზღვა, მიმდებარე კუნძულებითა და სანაპიროებით ცნობილია როგორც კარიბები.
კარიბის ზღვა ერთ-ერთი უდიდესი მლაშე წყლის ზღვაა 2 754 000 კმ² ფართობით. ზღვის ყველაზე ღრმა წერტილია კაიმანის ღრმული იამაიკასა და კუბას შორის (7 686 მ).
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კარიბის ზღვა დაარქივებული 2018-01-04 საიტზე Wayback Machine.
- კარიბის ზღვა - ბრიტანიკა