მექსიკის ყურე
მექსიკის ყურე – ატლანტის ოკეანის ნაწილი, წყლის აუზი, რომელიც შემოფარგლულია ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტითა და კუნძულ კუბით. უფრო კონკრეტულად, ჩრდილოეთით, ჩრდილო-დასავლეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით შემოფარგლულია აშშ-ის, სამხრეთით და სამხრეთ-დასავლეთით მექსიკის და სამხრეთ-აღმოსავლეთით კუბის სანაპირო ზოლით. ყურე წააგავს უხეშ ოვალს. ატლანტის ოკეანეს უერთდება ფლორიდის სრუტით, რომელიც კუბასა და აშშ-ს შორის მდებარეობს, კარიბის ზღვას კი - იუკატანის სრუტით კუბასა და მექსიკას შორის. ოკეანესთან ნაკლები კავშირის გამო, ყურეში მიქცევა-მოქცევის დონე საკმაოდ მცირეა. ყურის მთლიანი ფართობი 1. 6 მლნ კვადრატულ კილომეტერს შეადგენს. ყურეს ნახევარზე მეტი საკმაოდ თავთხელია. უღრმესი წერტილი – სიგსბის ღრმული 4. 384 მეტრია, რომლის სიგრძეც 550 კილომეტრია. ეს ღრმული დაახლოებით 300 მილიონი წლის წინ წარმოიშვა ზღვის ფსკერის დაწევის შედეგად.
გეოლოგია
რედაქტირებადღეისათვის, ცოტა რამაა ცნობილი მექსიკის ყურის გეოლოგიური წარსულის შესახებ. ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ეს აუზი წარმოიშვა პალეოზოიუკურ ხანის დასაწყისში, მაგრამ მკვლევართა უმრავლესობას მიაჩნია, რომ ეს მოხლდა ლაპეოზოიკური ხანის დასასრულს, როდესაც მოხდა ერთი დიდი სუპერკონტინენტის, პანგეას გახლეჩვა და კონტინენტური ფილების ერთმანეთთან შეჯახება.
ისტორია
რედაქტირებამართალია ამერიკის კონტინენტი ქრისტეფორე კოლუმბმა აღმოაჩინა, მაგრამ მისი გემები მექსიკის ყურეში არ შესულან.
პირველი ევროპელი ვინც ამ ყურეში იმოგზაურა, იყო ამერიგო ვესპუჩი 1497 წელს. ის გაუყვა ცენტრალური ამერიკის სანაპირო ზოლს, შემდეგ ფლორიდის სრუტის გავლით ისევ უკან, ატლანტის ოკეანეში დაბრუნდა. თავის წერილებში ვესპუჩი ამ მოგზაურობას დაწვრილებით აღწერს. ევროპაში დაბრუნების შემდეგ, მისი ექსპედიციის ერთ-ერთმა წევრმა, ხუან-დე-ლა-კოსამ შეადგინა რუკა, რომელზეც კუბა როგორც კუნძული ისე დაიტანა.
ძირითადი მონაცემები
რედაქტირებამექსიკის ყურის აღმოსავლეთი, ჩრდილოეთი და ჩრდილო-დასავლეთი სანაპირო, აშშ-ის სანაპირო ზოლს წარმოადგენს, კონკრეტულად ესაა შემდეგი შტატები: ფლორიდა, ალაბამა, მისისიპი, ლუიზიანა და ტეხასი. საერთო ჯამში, მექსიკის ყურეზე აშშ-ის სანაპირო ზოლის სიგრძე შეადგენს 2. 700 კმ-ს. აშშ-ს ტერიტორიიდან ყურეს ერთვის 31 მდინარე.
უბის სამხრეთ-დასავლეთი და სამხრეთი სანაპირო წარმოადგენს მექსიკის სანაპირო ზოლს, ესაა შტატები: ტამაულიპასი, ვერაკრუსი, ტაბასკო, კამპეჩე, იუკატანი და კინტანა-როო. ყურის სანაპირო ზოლის მექსიკის წილი შეადგენს 2. 243 კმ-ს.
მექსიკის ყურეს სამხრეთ-აღმოსავლეთით ესაზღვრება კუბა. ყურე მექსიკის, კუბის და აშშ-ის თევზის მრეწველობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი ადგილია.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- მექსიკის ყურე - ბრიტანიკა
- მექსიკის ყურის ძირითადი მონაცემები
- Resource Database for Gulf of Mexico Research
- Gulf of Mexico Integrated Science დაარქივებული 2008-06-03 საიტზე Wayback Machine.