პუერტო-რიკო (ესპ. Estado Libre Asociado de Puerto Rico, ინგლ. Commonwealth of Puerto Rico) — სუვერენული სახელმწიფო კარიბის ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში, პუერტო-რიკოს კუნძულზე, რომელიც ეკუთვნის დიდი ანტილის არქიპელაგს. მას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ვირჯინიის კუნძულები, ხოლო დასავლეთიდან დომინიკელთა რესპუბლიკა. პუერტო-რიკო გვევლინება დამოუკიდებლად აშშ-ისგან და აქვს „არაინკორპორირებული ორგანიზებული ტერიტორიის“ სტატუსი, რაც ნიშნავს, რომ მოცემული ტერიტორია იმყოფება აშშ-ს მმართველობის ქვეშ (ანუ არწარმოადგენს ამერიკის ტერიტორიას), ტერიტორიაზე განსაზღვრულად მოქმედებს აშშ-ის კონსტიტუცია, ცენტრალური ხელისუფლების ორგანოდ გვევლინება აშშ-ის კონგრესი. თუმცა ტერიტორიას გააჩნია საკუთარი მმართველობის სისტემაც.

პუერტო-რიკო
ესპ. Estado Libre Asociado de Puerto Rico
ინგლ. Commonwealth of Puerto Rico
პუერტო-რიკო
პუერტო-რიკოს
ჰიმნი: La Borinqueña
პუერტო-რიკოს მდებარეობა
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
სან-ხუანი
ოფიციალური ენა ესპანური ენა, ინგლისური ენა
მთავრობა
 -  გუბერნატორი ანიბალ ასევედო ვილა
ფართობი
 -  სულ 9 104 კმ2 (169-ე)
 -  წყალი (%) 1.6
მოსახლეობა
 -  2005 შეფასებით 3 912 054 (126-ე)
 -  3 808 610 აღწერა 2000 
 -  სიმჭიდროვე 434 კაცი/კმ2 (21-ე)
მშპ (მუპ) 2006 შეფასებით
 -  სულ $86.5 მილიარდი 
 -  ერთ მოსახლეზე $20 058 
ვალუტა აშშ დოლარი (USD)
დროის სარტყელი UTC-04:00
ქვეყნის კოდი PRI
Internet TLD (.pr)
სატელეფონო კოდი 1

პუერტო-რიკოს აქვს საკუთარი კონსტიტუცია, საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების შტოები. კავშირი აშშ-სთან გამოიხატება საერთო მოქალაქეობაში, ვალუტაში და ასევე თავდაცვით საკითხებში. აქტიურად განიხილება თვით ამ ტერიტორიის სამართლებრივი სტატუსი როგორც პუერტო-რიკოში, ასევე აშშ-სა და გაეროში. 2000 წელს, აშშ-ის პრეზიდენტის, ბილ კლინტონის ბრძანებულების საფუძველზე შეიქმნა სპეციალური კომისია პუერტო-რიკოს სტატუსის შესახებ (English President's Task Force on Puerto Rico's Status). კომისიამ შეიმუშავა დღეს არსებული მოდელი კუნძულის სტატუსის შესახებ და ამით კუნძულის მოქალაქეებს მიენიჭა თვითგამორკვევის უფლება. მათ შეუძლიათ აირჩიონ სამი გზა: გაიმყარონ ის სტატუსი რაც დღეს აქვთ, გახდნენ აშშ-ის ნაწილი და შტატის უფლებებით შეუერთდნენ მას ან მიიღონ დამოუკიდებლობა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: