სან-ხუანი (ესპ. San Juan Bautista) — პუერტო-რიკოს დედაქალაქი და ყველაზე მჭიდროდ დასახლებული მუნიციპალიტეტი. 2000 წლის აღწერით, ცხოვრობს 433.733 ადამიანი, მოსახლეობით ეს არის 42-უდიდესი ქალაქი რომელიც შედის შეერთებული შტატების იურისდიქციაში. სან-ხუანი დაარსებული იქნა ესპანელი კოლონისტების მიერ 1521 წელს, ამ დასახლებას მათ უწოდეს სიუდად პუეტო რიკო („მდიდარი პორტ ქალაქი“). პუერტო-რიკოს დედაქალაქი არის მეორე უძველესი ევროპული დასახლება ამერიკაში, დომინიკელთა რესპუბლიკის დედაქალაქის სანტო-დომინგოს შემდეგ.[1] რამდენიმე ისტორიული შენობა მდებარეობს სან-ხუანში, მათ შორის ყველაზე გამორჩეული არის ქალაქის ყოფილი თავდაცვის ისეთი ციხესიმაგრეები როგორებიცაა, ფორტ-სან-დელ-მორო და ფორტ-სან-კრისტობალი, აგრეთვე ერთ-ერთი უძველესი შენობაა ლა-ფორტელეზე, ეს არის უძველესი აღმასრულებელი სახლი რომელიც უწყვეტად გამოიყენებოდა ამერიკაში.

ქალაქი
სან-ხუანი
San Juan Bautista
Puerto Rico 07.jpg
ზევიდან:სანხ-ხუანის ხედი ზემოდან, ძველი სან-ხუანის ქუჩა, სან-ხუანის კარიბჭრე და ფორალეზა, პლაზა დე კოლა და პუეტო-რიკოს კაპიტოლიუმი
დროშა გერბი
Flag of San Juan, Puerto Rico.svg Coat of arms san juan pr.svg

ქვეყანა პუერტო-რიკოს დროშა პუერტო-რიკო
კოორდინატები 18°27′00″ ჩ. გ. 66°04′00″ დ. გ. / 18.45000° ჩ. გ. 66.06667° დ. გ. / 18.45000; -66.06667
მმართველი Carmen Yulín Cruz
დაარსდა 1508/1521
ფართობი 76.93 კმ²
ცენტრის სიმაღლე 8±1 მეტრი
მოსახლეობა 422,665 კაცი (2008)
სიმჭიდროვე 8,838.7 კაცი/კმ²
აგლომერაცია 2,509,007
სასაათო სარტყელი UTC-4
საფოსტო ინდექსი 00901–00975
ოფიციალური საიტი http://www.sanjuan.pr/ და https://tramite.sanjuanciudadpatria.com/
[[File:|300px|სან-ხუანი (პუერტო-რიკო) — დედამიწა]]
სან-ხუანი (პუერტო-რიკო)

ამჟამად სან-ხუანში არის პუეტო-რიკოს ყველაზე მნიშვნელოვანი ნავსადგური.[2] ქალაქი კუნძულის წარმოების, ფინანსური, კულტურული და ტურისტული ცენტრია. აქ არის დედაქალაქის სტატისტიკური ფართი, მათ შორის, სან-ხუანი და მუნიციპალიტეტები: ბაიამონი, გუაინაბო, კატანო, კანოვანასი, კაგუასი, თოა-ალტა, თოა-ბაჯა, კაროლინა და ტრუხილო-ალტა. აქ ცხოვრობს დაახლოებით 2 მილიონი მოქალაქე, რომლებიც პუერტო-რიკოს მასახლეობის თითქმის ნახევარს შეადგენენ.[3] სან-ხუანი მასპინძელია მრავალი მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენის, 1966 წელს აქ გაიმართა ცენტრალური ამერიკის და კარიბების თამაშები, 1979 წელს პან-ამერიკული თამაშები, 2006 და 2009 წლებში მსოფლიო ბეისბოლის თამაშები და კარიბის კუნძულების სერია.

თავდაპირველად, ქალაქ სან-ხუანს ეწოდა პუერტო-რიკო, რაც ნიშნავს „მდიდარ პორტს“, ეს სახელი ცოტა მოგვიანებით მთელ კუნძულს ეწოდა. დედაქალაქის და კუნძულის სახელები მოგვიანებით ერთმანეთისგან განცალკევდა.

დაძმობილებული ქალაქებირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. Magaly Rivera. San Juan Capital City. Welcome to Puerto Rico. ციტირების თარიღი: 2007-05-02.
  2. the San Juan Port Spanish. Puerto Rico Port Authority (2007). ციტირების თარიღი: 2007-05-09.
  3. About Puerto Rico. Puerto Rico Tourism Company (2007). ციტირების თარიღი: 2007-05-08.