სანტო-დომინგო (ესპ. Santo Domingo) – დომინიკელთა რესპუბლიკის დედაქალაქი (მოსახლეობა 2,084,852 – 2003 წ.). ქალაქი მდებარეობს კარიბის ზღვის სანაპიროზე მდინარე ოსამას შესართავთან, 18°30′N 69°59′W კოორდინატთა გადაკვეთაზე. ყველაზე ძველი მუდმივად დასახლებული ევროპელთა დასახლება ამერიკაში, და ესპანელთა კოლონიური მმართველობის პირველი ადმინისტრაციული ცენტრი ახალ სამყაროში.

ქალაქი
სანტო-დომინგო
Santo Domingo
Santo Domingo de Guzmán
Santodomingo cathedral.jpg
კოლონის მოედანი
გერბი
Escudo de Santo Domingo de Guzmán.svg

ქვეყანა დომინიკელთა რესპუბლიკის დროშა დომინიკელთა რესპუბლიკა
დაქვემდებარება დედაქალაქი
კოორდინატები 18°30′00″ ჩ. გ. 69°59′00″ დ. გ. / 18.50000° ჩ. გ. 69.98333° დ. გ. / 18.50000; -69.98333
ქალაქის მერი რობერტო სალსედო
დაარსდა 1496
ფართობი 104.44 კმ²
ცენტრის სიმაღლე 14
მოსახლეობა 2,552,398 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 36,511.05 კაცი/კმ²
აგლომერაცია 3,512,391
სასაათო სარტყელი UTC-4
სატელეფონო კოდი +1 (809), (829), (849)
საფოსტო ინდექსი 10100 - 10699, 10700 - 11999
ოფიციალური საიტი adn.gob.do
სანტო-დომინგო — დომინიკელთა რესპუბლიკა
სანტო-დომინგო
ქალაქი კოსმოსიდან

ისტორიარედაქტირება

ქალაქი დაფუძნდა 1496-1498 წლებში, სახელით სანტო-დომინგო-დე-გუსმანი, ბართოლომეო კოლუმბის (ბართლომე კოლონი), ქრისტეფორე კოლუმბის ძმის მიერ, მდინარე ოსამას აღმოსავლეთ სანაპიროზე. ქალაქი გაფართოვდა და დასავლეთ სანაპირო მოიცვა 1502 წლიდან ფრეი ნიკოლას დე ოვანდოს მმართველობის პერიოდში. მისი დაგეგმარება ახალ სამყაროში სხვა კოლონიური დასახლებებისთვის ნიმუშად გამოიყენებოდა ხოლმე. 1508 წელს ფერდინანდ II არაგონელმა შემოიღო ქალაქის გერბი ემბლემით „ინდოეთის პირველი ქალაქი“.

ქალაქის კოლონიურ ნაწილში მდებარეობს დასავლეთ ნახევარსფეროში აშენებული პირველი ციხე-კოშკი (ფორტალესა ოსამა), პირველი საავადმყოფო (ჰოსპიტალ დე სან ნიკოლას დე ბარი), პირველი საკათედრო ტაძარი (კატედრალ დე სანტო დომინგო) და პირველი მონასტერი (მონასტერიო დე სან ფრანსისკო).

1538 წელს დაიწყო ახალ მსოფლიოში უძველესი უნივერსიტეტის მშენებლობა. მას სანტო ტომას დე აკინიო დაერქვა წმ. თომას აქვინელის პატივსაცემად და დღესაც ფუნქციონირებს, როგორც „უნივერსიდად აუტონომა დე სანტო დომინგო“.

საკათედრო ტაძრის სამარხს მოიხსენიებდნენ, როგორც ქრისტეფორე კოლუმბის საბოლოო განსასვენებელს (ამ ფაქტს საკამათოდ მიიჩნევენ), თუმცა მისი ნეშტი 1990 წელს გადატანილ იქნა კოლუმბის შუქურაში (ფარო ა კოლონ).

1586 წელს ქალაქი გაძარცვულ იქნა ინგლისელი მეკობრე ფრენსის დრეიკის მიერ, ხოლო 1930 წელს კი იგი თითქმის მთლიანად დაანგრია ტროპიკულმა ქარიშხალმა. ქალაქი აღდგენილ იქნა და დიქტატორ რაფაელ ლეონიდას ტრუხიოს პატივსაცემად სიუდად-ტრუხიო დაერქვა, თუმცა 1961 წელს დიქტატორის მკვლელობის შემდეგ ქალაქს მყისვე დაუბრუნეს ადრინდელი სახელი.

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება