იეზუიტთა ორდენი
იეზუიტთა ორდენი (ლათ. Societas Jesu - „იესოს საზოგადოება“) — რომაულ-კათოლიკური ეკლესიის ქრისტიანული რელიგიური ორდენი, რომელიც პირდაპირ ექვემდებარებოდა რომის პაპს. დაარსდა 1534 წელს პარიზში ესპანელი კარისკაცი იგნასიო ლოიოლას მიერ, ხოლო 1540 წელს პავლე III-მ დაამტკიცა. იეზუიტები აქტიურად მოღვაწეობდნენ მეცნიერებაში, განათლებასა და მისიონერულ საქმიანობაში.
სტატისტიკა
რედაქტირებადღეისთვის იეზუიტები წარმოადგენენ უდიდეს მამაკაცთა კათოლიკურ რელიგიურ ორდენს.
2007 წლის მდგომარეობით
რედაქტირება2007 წლის 1 იანვრის მიხედვით მათი რაოდენობა შეადგენდა 19 216-ს,[1] რომელთაგანაც: 13 491 არის კლერკი (სასულიერო პირი), 3 049 სტუდენტი (მომავალი სამღვდელოება), ძმა (არა მღვდელი) და 866 ახალბედა. იეზუიტები მსახურობენ 112 ქვეყანაში ექვს კონტინნტზე, უმეტესობა ინდოეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. მათი საშუალო ასაკი იყო 57,3, მღვდლების 63,4, სტუდენტობის 29,9 და 65,5 ძმებისთვის.
რეგიონი | იეზუიტები | პროცენტი |
---|---|---|
სამხრეთ აზია | 4 018 | 20.9% |
ამერიკის შეერთებული შტატები | 2 952 | 15.4% |
სამხრეთ ევროპა | 2 448 | 12.7% |
დასავლეთ ევროპა | 1 958 | 10.2% |
აღმოსავლეთ ოკეანია | 1 672 | 8.7% |
სამხრეთი ლათინური ამერიკა | 1 513 | 7.9% |
აფრიკა | 1 430 | 7.4% |
ჩრდილოეთი ლათინური ამერიკა | 1 374 | 7.2% |
აღმოსავლეთ ევროპა | 1 119 | 5.8% |
ცენტრალური ევროპა | 732 | 3.8% |
2013 წლის იანვრის მდგომარეობით
რედაქტირებარეგიონი | იეზუიტები | პროცენტი |
---|---|---|
აფრიკა | 1 509 | 9% |
სამხრეთი ლათინური ამერიკა | 1 221 | 7% |
ჩრდილოეთი ლათინური ამერიკა | 1 226 | 7% |
სამხრეთი აზია | 4 016 | 23% |
აზია-ოკეანეთი | 1 639 | 9% |
ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპა | 1 641 | 10% |
სამხრეთი ევროპა | 2 027 | 12% |
დასავლეთი ევროპა | 1 541 | 9% |
ამერიკის შეერთებული შტატები | 2 467 | 14% |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 80.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 Curia Generalis, Society of Jesus (7 May 2007). „News from the Curia (Vol. 11, N. 9)“. The Jesuit Portal – Society of Jesus Homepage. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 მარტი 2010. ციტირების თარიღი: 25 იანვარი 2012. ციტატა: „The annual statistics of the Society for 2006 have been compiled and will be mailed to the Provinces within a few days. As of January 1, 2007 the number of Jesuits in the world was 19,216 (364 fewer than in 2005)...“
- ↑ See perspective circle graph on Google Images.