პავლე III (პაპი)

(გადამისამართდა გვერდიდან პავლე III)

პავლე III (ლათ. Paulus PP III; ერისკაცობაში ალესანდრო ფარნეზე; დ. 29 თებერვალი, 1468 — გ. 10 ნოემბერი, 1549) – რომის პაპი 1534-1549 წლებში.

პავლე III

ალესანდრო ფარნეზე დაიბადა 1468 წლის 29 თებერვალს. ალექსანდრე VI-მ მიანიჭა კარდინალის და მალევე სამი ეპარქიის ეპისკოპოსის წოდება.

1536 წელს პაპმა შექმნა სპეციალური კომისია, რომლის დასკვნით პაპები და კარდინალები ხშირად იყენებდნენ ეკლესიას საკუთარი მერკანტილური მიზნებისთვის. 1545 წელს პაპის ინიციატივით მოიწვიეს ტრიდენის კრება. კრება რამდენიმე პაპის პონტიფიკატის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასზე მიღებულ იქნა როგორც დოგმატური, ასევე ეკლესიის სახელის ბოროტად გამოყენების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებები.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
წინამორბედი:
კლემენტ VII
რომის პაპი

15341549
შემდეგი:
იულიუს III