კანარის კუნძულები

კანარის კუნძულების დროშა

კანარის კუნძულების დროშა

Canary Islands CoA.svg

კანარის კუნძულების გერბი

ფართობი: 7447 კმ²
მოსახლეობა: 1 995 833 (2006)
დედაქალაქი: სანტა-კრუს-დე-ტენერიფე / ლას-პალმას-დე-გრან-კანარია
სახელმწიფო ენა: ესპანური

პრეზიდენტი: პაულინიო რივერო
დევიზი:
ვალუტა: ევრო
დროის ზონა: UTC±00:00, ზაფხულში UTC+01:00
ინტერნეტის დომენი:
სატელეფონო კოდი:

კანარის კუნძულების მდებარეობა
კანარის კუნძულების რუკა

კანარის კუნძულები (Islas Canarias) — ესპანეთის ერთ-ერთი ავტონომიური გაერთიანება. მდებარეობს ამავე სახელწოდების კუნძულებზე აფრიკის დასავლეთ სანაპიროსთან, რომელიც მოიცავს 7 კუნძულს: ტენერიფე, ლას-პალმასი, გომერა, იერო, გრან-კანარია, ფუერტევენტურა, ლანსაროტი.

ისტორიარედაქტირება

I საუკუნეში აღმოაჩინა იუბა II-მ, რომაელთა ნუმიდიელმა ვასალმა. მეფეს იქ ბევრი ძაღლი უნახავს (canis ლათინურად) და კუნძულებს სახელიც აქედან შეერქვა. 1402 წლიდან კუნძულები დაიკავეს კასტილიელებმა ფრანგი ზღვაოსნის, ჟან დე ბეტანკურის მეთაურობით, რომელიც შემდეგ კანარის კუნძულების მეფე გახდა. 1479 წელს განადგურებულ იქნენ კუნძულების ავტოქტონური მოსახლენი გუანშები, რომლებიც ბერბერებს ენათესავებოდნენ. 1902 წელს ავტონომისტური მოძრაობა ჩაახშეს. 1978 წელს გაძლიერდა თვითგამორკვევისა და დამოუკიდებლობის მოძრაობა. 1993 წელს იუნესკომ ბიოსფერულ ნაკრძალად გამოაცხადა.

ძირითადი მონაცემებირედაქტირება

დროშა გერბი კუნძული დედაქალაქი ფართობი (კმ²) მოსახლეობა (2010)
    იერო ვალვერდე 268,71 10 960
    ფუერტევენტურა პუერტო–დელ–როსარიო 1660 103 492
    გრან–კანარია ლას-პალმასი 1560,1 845 676
    გომერა სან–სებასტიან–დე–ლა–გომერა 369,76 22 776
    ლანსაროტე არესიფე 845,94 141 437
    პალმა სანტა–კრუს–დე–ლა–პალმა 708,32 86 324
    ტენერიფე სანტა-კრუს-დე-ტენერიფე 2034,38 906 854
- - გრასიოსა კალეტა–დე–სებო 29,05 658
- - ალეგრანსა - 10,3 -
- - ლობოსი - 4,5 -
- - მონტანია–კლარა - 1,48 -
- - როკე–დელ–ესტე - 0,06 -
- - როკე–დელ–ოესტე - 0,015 -

ბუნებარედაქტირება

კანარის ველური ბუნების ოფიციალური სიმბოლოებს წარმოადგენენ: კანარის ჩიტი და კანარის ფინიკის პალმა.[1]

კანარის კუნძულებს აქვ მრავალფეროვანი ფლორა და ფაუნა. გამორჩეულია ენდემური ჯიშების სიმრავლით, მათ შორის ისეთის როგორიცაა ფასკუნჯი.

ეროვნული პარკებირედაქტირება

კანარის კუნძულებს ოფიციალურად აქვს ოთხი ეროვნული პარკი, რომელთაგანაც ორი იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად არის გამოცხადებული. დანარჩენი ორი გამოცხადებულია ბიოსფერულ რეზერვად:[2]

ადგილობრივი ფლორის სურათებირედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. Ley 7/1991, de 30 de abril, de símbolos de la naturaleza para las Islas Canarias - in Spanish. Gobcan.es (1991-05-10). ციტირების თარიღი: 2010-04-26.
  2. Parques Nacionales de Canarias. Pueblos10.com. ციტირების თარიღი: 2010-04-26.