ტეიდე (ესპ. Teide) — მოქმედი ვულკანი კუნძულ ტენერიფეზე. წარმოადგენს ესპანეთის უმაღლეს წერტილს (ზღვის დონიდან 3718 მ). შედგება უძველესი კალდერისა და შედარებით ახალგაზრდა შიდა კონუსისაგან. იკავებს კუნძულის 2/3-ს. მწვერვალზე მდებარეობს მცირე ზომის კრატერი, ხოლო ფერდობებზე პარაზიტული კონუსია. ნაპრალებიდან გამოიყოფა გავარვარებული აირები.

ტეიდე
ტეიდე
ტეიდე
კოორდინატები: 28°16′15″ ჩ. გ. 16°38′21″ დ. გ. / 28.27083° ჩ. გ. 16.63917° დ. გ. / 28.27083; -16.63917
ქვეყანა ესპანეთის დროშა ესპანეთი
სიმაღლე 3718 
ტიპი სტრატოვულკანი
პირველი ასვლა 1582
ბოლო ამოფრქვევა 1909
ტეიდე — კანარის კუნძულები
ტეიდე

ტეიდე ერწყმის ვულკან პიკო-ვიეხოს (3103 მ) კონუსს, სადაც მდებარეობს მოზრდილი კალდერა ლა-კანიადასი. დაახლოებით 150 ათ. წლის წინ წარმოიქმნა უძლიერესი აფეთქებითი ამოფრქვევა, რომელსაც ზღვის დონიდან დაახლოებით 2000 მ-ზე მოჰყვა მსხვილი კალდერის წარმოქმნა. თანადროულ დროში ტეიდე მიძინებულ ვულკანად მიიჩნევა, უკანასკნელი ამოფრქვევა დაფიქსირდა 1909 წელს. შედარებით მცირე ზომის ამოფრქვევა გამოვლინდა 1704 და 1705 წწ. 1706 წლის ამოფრქვევამ გაანადგურა ქალაქი და ნავსადგური გარაჩიკო და ასევე რამდენიმე მომცრო სოფელი.

ტეიდე წარმოადგენს მსხვილ ტურისტულ ობიექტს. აქვე მდებარეობს ეროვნული პარკი (ფართობი 18,990 ჰა), რომელიც იუნესკომ 2007 წლის 28 ივნისს[1] კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში შეიტანა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

  ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: ტეიდე

  1. Teide National Park. World Heritage List. UNESCO. ციტირების თარიღი: 2009-01-18.