მთავარი მენიუს გახსნა

ტენერიფე (ესპ. Tenerife) — ატლანტის ოკეანეში მდებარე კანარის არქიპელაგის შვიდი დიდი კუნძულიდან უდიდესი. მისი ფართობი 2 034 კმ²-ს შეადგენს, მოსახლეობის რაოდენობა 2016 წლის მონაცემებით — 891 111 ადამიანს[1]. ეს კი, მთლიანი არქიპელაგის მოსახლეობის 43 %-ია. ტენერიფე ყველაზე მეტად დასახლებული კუნძულია კანარის არქიპელაგზე. ამასთან ერთად, ტენერიფეს უმაღლესი მწვერვალი — ტეიდე, ესპანეთის უმაღლესი მწვერვალიცაა და მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 3718 მეტრს აღწევს.

კუნძული
ტენერიფე
ესპ. Tenerife
Puzzle Tenerife.jpg
ტენერიფე
დროშა გერბი
Flag of Tenerife.svg Coat of Arms of Tenerife.svg

ქვეყანა ესპანეთის დროშა ესპანეთი
ავტონომიური რეგიონი კანარის კუნძულები
შიდა დაყოფა 3 ზონა, 31 მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 28°16′07″ ჩ. გ. 16°36′20″ დ. გ. / 28.26861° ჩ. გ. 16.60556° დ. გ. / 28.26861; -16.60556
ფართობი 2034,38 კმ²
ცენტრის სიმაღლე 10 მეტრი
ოფიციალური ენა ესპანური
მოსახლეობა 891 111 კაცი (2016)
სიმჭიდროვე 442 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+0
სატელეფონო კოდი (34)822 922
ოფიციალური საიტი tenerife.es
ტენერიფე — ესპანეთი
ტენერიფე
Tenerife in the Canarian Islands‎
Tenerife in the Canarian Islands‎

ტოპონიმიკარედაქტირება

გუანშები (კანარის კუნძულების პირველი მოსახლეები) "Achinet"-ს ან "Chenet"-ს (აჩინეტ-ს, ჩინეტ-ს) უწოდებდნენ. სხვადასხვა წყაროებში ორივე სახელწოდება გვხვდება. რომაელებმა კუნძულს "Nivaria" (ნივარია) შეარქვეს. ეს სიტყვა ლათინური სიტყვიდან "Nix" წარმოდგება და თოვლს ნიშნავს. მართლაც, ეს სიტყვა ვულკან ტეიდეს დათოვლილ მწვერვალზე მიუთითებს. XIV-XV საუკუნეების ზოგიერთ რუკაზე კუნძული Isla del Infierno-ს სახელწოდებით გვხვდება, რაც პირდაპირი მნიშვნელობით ჯოჯოხეთის კუნძულს ნიშნავს. ეს ფაქტიც ვულკან ტეიდეს აქტიურობას უკავშირდება. საყოველთაოდ მიღებული ვერსიით კუნძულის თანამედროვე სახელწოდება ორი სიტყვისგან Tene (მთა) და Ife (თეთრი)-სგან წარმოიქმნა. ასე უწოდებდნენ ამ ადგილს არქიპელაგის ერთ-ერთ კუნძულ ლა პალმაზე. შემდგომში, ესპანური კოლონიზაციის შემდეგ, სახელწოდებამ ტრანსფორმაცია განიცადა და თანამედროვე ვერსიად ჩამოყალიბდა.[2]

გეოგრაფიარედაქტირება

კანარის კუნძულების ყველაზე დიდ კუნძულს ცენტრალური მდებარეობა აქვს არქიპელაგში. ტენერიფე გრან-კანარიასა და გომერას შორის მდებარეობს. კუნძულიდან აფრიკის სანაპირომდე მანძილი დაახლოებით 300 კილომეტრს შეადგენს. პირენეის ნახევარკუნძულამდე, სადაც კონტინენტური ესპანეთი მდებარეობს - 1000 კილომეტრს. ტენერიფეს სიგრძე 80-85 კილომეტრია, სიგანე 6-12 კმ.-დან (ჩრდილო-აღმოსავლეთში) 40-45 კმ.-მდე (სამხრეთ-დასავლეთში) იცვლება. ფართობი 2034,38 კვადრატული კილომეტრია, ხოლო სანაპირო ზოლის სიგრძე - 342 კმ. ტენერიფე, ისევე როგორც კანარის არქიპელაგის სხვა კუნძულები, ვულკანური წარმოშობისაა. კუნძულის შუაგულში ესპანეთის უმაღლესი მწვერვალი ტეიდე მდებარეობს. მისი სიმაღლე 3 718 მეტრია ზღვის დონიდან. ვულკანის ბოლო ამოფრქვევა 1909 წელს მოხდა. ვულკანური აქტიურობის შედეგად წარმოქმნილი ქედი კუნძულს ორ ნაწილად ჰყოფს(ჩრდილოეთი და სამხრეთი). მათი კლიმატი საგრძნობლად განსხვავებულია. ჩრდილოეთით, გაცილებით ცივი და ტენიანი ჰავაა, სამხრეთში კი მშრალი და მზიანი.

კლიმატირედაქტირება

ტენერიფე ცნობილია როგორც "მარადიული გაზაფხულის კუნძული"(ესპანურად  Isla de la Eterna Primavera). კუნძული საჰარის უდაბნოს გასწვრივ მდებარეობს და აქ მთელი წლის განმავლობაში თბილი ჰავაა. ტემპერატურა ზამთარში 20°—26°-ს შორის მერყეობს, ზაფხულში კი 23°—29°-ს შორის.

ისტორიარედაქტირება

პირველი ადამიანები კუნძულზე ჩვ. წ. აღ-მდე V საუკუნესა და I საუკუნის დასაწყისს შორის დასახლდნენ. ეს გუანჩები იყვნენ. 2000 წლის მანძილზე ისინი კუნძულის ერთადერთი მაცხოვრებლები იყვნენ და სამყაროსგან იზოლაციის პირობებში ვითარდებოდნენ. მათი გარემო პირობებთან დამოუკიდებელი ადაპტაციის პროცესი 1496 წელს შეწყდა, როდესაც ტენერიფეზე ესპანელები გამოჩნდნენ. კუნძულზე ბუნებრივი რესურსების სიმწირის გამო (პირველ რიგში მინერალების) გუანჩები ქვის ხანაში ცხოვრობდნენ. ისინი მესაქონლეობით, მიწის პრიმიტიული დამუშავებით, შემგროვლებლობით, თევზის და მოლუსკების ჭერით იყვნენ დაკავებულნი. აგრეთვე, პრიმიტიული კუსტარული წარმოებით.[3] რაც შეეხება რელიგიას, მათთვის დამახასიათებელი იყო ანიმიზმის ელემენტებით შეზავებული პოლითეიზმი. კუნძულზე დღემდე შემორჩენილია სხვადასხვა ღმერთებისადმი მიძღვნილი კერპები, ხოლო კლდეებზე ჯერ კიდევ გაუშიფრავი პეტროგლიფები (ქვაზე ამოკვეთილი გამოსახულება).

სქოლიორედაქტირება