საჰარა

უდაბნო აფრიკაში
ტერმინს „საჰარა“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ საჰარა (მრავალმნიშვნელოვანი).

საჰარა — მსოფლიოში უდიდესი ქვიშიანი უდაბნო, ფართობით 9 მლნ კმ². მდებარეობს ჩრდილოეთ აფრიკაში. უდაბნოს ასაკი დაახლოებით 2,5 მილიონი წელია. სახელი „საჰარა“ მომდინარეობს არაბულიდან (صحراء‎) და ნიშნავს უდაბნოს. მას აფრიკის ტერიტორიის დაახლოებით 1/4 უკავია, ანუ თითქმის ავსტრალიის ტოლი ფართობი. საჰარის ფარგლებში მთლიანად ან ნაწილობრივ მოქცეულია 11 სახელმწიფო: მაროკო, ალჟირი, ტუნისი, ლიბია, ეგვიპტე, დასავლეთი საჰარა, მავრიტანია, მალი, ნიგერი, ჩადი, სუდანი. საჰარის უდიდესი ნაწილი უწყლო და უსიცოცხლოა, რადგან მისთვის დამახასიათებელია მეტად მკაცრი და გაუსაძლისი ბუნებრივი პირობები: ზაფხულში გამორჩეულად დიდი სიცხე (ჩრდილში ტემპერატურა +40-50 გრადუსს აღწევს); დიდი სიმშრალე (წლიური ნალექი თითქმის ყველგან 100 მმ-ზე ნაკლებია, ხოლო ზოგან წვიმა წლობის განმავლობაში არ მოდის); ძლიერი ხანგრძლივი ქარები; ტემპერატურის დიდი დღე-ღამური რყევები (ამპლიტუდები), როდესაც დღისით პაპანაქებაა, ხოლო ღამით ყინავს. გაუდაბნოების უწყვეტი პროცესის გამო საჰარის ფართობი იზრდება. საჰარის რელიეფის დამახასიათებელი ფორმებია ბარხანი (თურქ.) და დიუნი.

საჰარა
ქვეყანა {{{ქვეყანა}}}
ფართობი 9,400,000 კმ²-ზე მეტი კმ²
ტიპი ქვიშიანი
მცენარეულობა პალმა
ცხოველთა სამყარო აქლემი, თხა, ფენეკი, ავაზა

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება