ბარხანი, ბარხანული დიუნიქარის მოტანილი და მცენარეებით გაუმაგრებელი ფხვიერი ქვიშის ბორცვები. დიუნის სახესხვაობა.[1] მყარ გრუნტზე დახროვებული ცალკეული და ჯგუფური ბარხანები ქვიშის ნაკლებობისას დაბალია (0,5-იდან რამდენიმე მეტრამდე), მაგრამ შეიძლება 100 მ-ზე მეტ სიმაღლესაც მიაღწიოს. მისი სიმაღლე მერყეობს 1 მ-იდან 470 მ-მდე.[2]

ბარხანის ტიპური ფორმა
ბარხანი ნამიბის უდაბნოში

ბარხანისთვის დამახასიათებელია ნახევარმთვარისებრი და ნამგლისებრი მოხაზულობა, გრძელი და დამრეცი (5–15°), საქარე და ციცაბო (30–33°) ქარზურგა ფერდობები, რომლებიც ქარის მიმართულებით წაგრძელებულ „რქებში“ გადადის.[3]

ქვიშით ერთიანად დაფარულ ფერდობებზე ქარის სხვადასხვა რეჟიმის პირობებში ბარხანს სხვადასხვა ფორმა ეძლევა. ბარხანები წელიწადში რამდენიმე სანტიმეტრიდან ასეულ მეტრამდე იცვლის ადგილს.[4]

მოძრავ დიუნებსა და ბარხანებს დიდი ზიანი მოაქვთ, რამეთუ ქვიშის დიდი მასები ფარავენ საზოგადოების მიერ კეთილმოწყობილ ტერიტორიებს (მინდვრებს, ბაღებს და ა.შ.). ბარხანებს უჭირავთ ქვიშიანი უდაბნოს მცენარეულობას თითქმის მოკლებული უბნები. ბარხანები ბევრია საჰარაში, აგრეთვე შუა აზიის უდაბნოებში — ყარაყუმსა და ყიზილყუმში.[5]

ქარის რეჟიმის შესაბამისად, გამოყოფენ ბარხანის დაჯგუფების სხვადასხვა ფორმებს: ბარხანების სერებს, ბარხანების ჯაჭვს და ბარხანულ პირამიდებს. ბარხანული სერების სიგრძე ერთეული მეტრიდან 700 კმ-მდეა, სიმაღლე 500 მ-მდე, სიგანე 12 კმ-მდე; ბარხანების ჯაჭვი განიკვეთში ასიმეტრიული ბარხანების გირლანდისებურად შეერთებული ჯაჭვებია, ხოლო ბარხანული პირამიდები პირამიდული ფორმის ქვიშის გროვები, რომელიც შედგება რამდენიმე თანაბარი ზომის ციცაბო ფერდობების მქონე სერებით.[6] ტერმინი ბარხანი სამეცნიერო ლიტერატურაში დაამკვიდრა ალექსანდერ ფონ მიდენდორფმა 1881 წელს.[7]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. Barchan | Encyclopedia Britannica
  2. А. П. Горкин. Энциклопедия «География» (без иллюстраций). — АСТ : Росмэн, 2008. — 1374 с.
  3. Геологический словарь: в 2-х томах. — М.: Недра. 1978.
  4. Бархан | Большая российская энциклопедия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-05-12. ციტირების თარიღი: 2021-02-19.
  5. Каракумы // Большая российская энциклопедия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-03-22. ციტირების თარიღი: 2020-03-22.
  6. გეომორფოლოგიური ლექსიკონი, თბილისი, „ნეკერი“, 1996, გვ. 30
  7. Ахромеев Л. М. Геоморфологический словарь-справочник. БГУ, Брянск, 2002 г., 22–23 стр.,