ყარაყუმი
ყარაყუმი (თურქმენ. Garagum, შავი ქვიშა) — უდაბნო ცენტრალურ აზიაში. გადაჭიმულია 350,000 კმ²-ზე და მოიცავს თანამედროვე თურქმენეთის 70%-ს.[1] მოსახლეობა ძალიან მეჩხერადაა გაფანტული, ერთი ადამიანი 6.5 კმ²-ზე. ნალექები საკმაოდ იშვიათია.
მდებარეობარედაქტირება
მდებარეობს კასპიის ზღვის აღმოსავლეთით, არალის ზღვამდე ჩრდილოეთით, ჩრდილო-აღმოსავლეთით მდინარე ამუდარიასა და ყიზილყუმის უდაბნომდე. არალის ზღვის დაშრობასთან ერთად, უდაბნოს ფართობი იმატებს.[2]
ჰიდროგრაფიარედაქტირება
უდაბნოს კვეთავს მსოფლიოში სიდიდით მეორე საირიგაციო არხი - ყარაყუმის არხი, რომელიც 1954 წელს აშენდა და რომლის სიგრძეც 1,375 კმ-ია. მასში ყოველწლიურად 13-20 კმ³ წყალი გაედინება.
არქეოლოგიარედაქტირება
ყარაყუმში მდებარე დიდი ბალკანის მთებში, არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ქვის ხანის ადამიანის ნასახლარები.
ეკონომიკარედაქტირება
ტრანსპორტირედაქტირება
ყარაყუმის უდაბნოს კვეთს ტრანს-კასპიური სარკინიგზო მაგისტრალი.
გეოლოგიარედაქტირება
ყარაყუმის ტერიტორიაზე მდებარეობს ნავთობისა და ბუნებრივი აირის უდიდესი მარაგები.
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
- TravelBlog Darwasa Craters: Entrance to Hell
- Gonur Depe site in the Karakum Desert
- photos and about the Karakum Desert
40°15′08″ ჩ. გ. 58°26′23″ ა. გ. / 40.2523333° ჩ. გ. 58.4397500° ა. გ.
სქოლიორედაქტირება
- ↑ Karakum Desert -- Britannica Online Encyclopedia. www.britannica.com. ციტირების თარიღი: 2008-02-22.
- ↑ Aral Sea