იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები ესპანეთში
იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები ესპანეთში — ესპანეთის ტერიტორიაზე არსებული განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული ან ეკოლოგიური მნიშვნელობის მქონე ბუნებრივი ან ხელქმნილი ობიექტები, რომელთაც პრიორიტეტი მიენიჭათ დაცვასა და პოპულარიზაციაში. 1972 წელს გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ მიიღო მსოფლიო კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის დეკლარაცია (ძალაში 1975 წელს შევიდა), რომელსაც ესპანეთი 1982 წლის 4 მაისს შეუერთდა. ესპანეთის კულტურა გამორჩეულად მრავალფეროვანია — იგი მოიცავს კელტური, იბერიული, რომაული, მაჰმადიანური და ქრისტიანული კულტურების ელემენტებს. 2018 წლის მონაცემებით ესპანეთში იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის 49 ძეგლია და იგი იტალიის და ჩინეთისა და გერმანიის შემდეგ მეოთხე ქვეყანაა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რაოდენობის მიხედვით. 1984 წელს, პირველად მას შემდეგ, რაც ესპანეთი მიუერთდა დეკლარაციას, მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს შეუერთდა 5 ესპანური ძეგლი:
- ალჰამბრა და ხენერალიფე გრანადაში.
- ბურგოსის კათედრალი,
- კორდობა,
- ესკორიალი,
- ანტონიო გაუდის ქმნილებები.
იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში მსოფლიოს მასშტაბით 1120 ძეგლია შეტანილი, მათ შორის 4,3 % ესპანეთის წილია.
- აქედან:
- 43 კულტურული ობიექტია
- 4 ბუნების ობიექტია (გარახონაის ეროვნული პარკი, დონიანას ეროვნული პარკი და ტეიდეს ეროვნული პარკი, კარპატების წიფლის პირველყოფილი ტყეები)
- 2 შერეული ტიპის ობიექტია (იბიცა და მონტე-პერდიდოს ეროვნული პარკი)
ცხრილი
ცხრილში შეტანილია ძეგლები, იუნესკოს მიერ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში დამატების თარიღის მიხედვით.
# | გამოსახულება | სახელწოდება | მდებარეობა | დაარსების თარიღი | სიაში შეტანის წელი | № | კრიტერიუმები |
---|---|---|---|---|---|---|---|
1 | ალჰამბრა, ხენერალიფე და ალბაისინი გრანადაში | გრანადის პროვინცია | XIV საუკუნე | 1984, 1994 | 314 | I, III, IV | |
2 | ბურგოსის კათედრალი | ბურგოსის პროვინცია | 1221—1567 წწ. | 1984 | 316 | II, IV, VI | |
3 | ქალაქ კორდობის ისტორიული ცენტრი | ავტონომიური რეგიონი ანდალუსია | VIII—XIV სს. | 1984, 1994 | 313 | I, II, III, IV | |
4 | ესკორიალი | ავტონომიური რეგიონი მადრიდი | 1563—1584 წწ. | 1984 | 318 | I, II, VI | |
5 | ანტონიო გაუდის ნამუშევრები | ქალაქი ბარსელონა | 1883—1910 წწ. | 1984, 2005 | 320 | I, II, IV | |
6 | ალტამირის მღვიმის კედლის მხატვრობა | ავტონომიური რეგიონი კანტაბრია | ზემო პალეოლითი | 1985, 2008 | 310 | I, III | |
7 | ქალაქ ოვიედოს და ასტურიის სამეფოს ღირსშესანიშნაობები | ავტონომიური რეგიონი ასტურია | IX—XVI სს. | 1985, 1998 | 312 | I, II, IV | |
8 | ძველი ქალაქი ავილა | ავილის პროვინცია | XI—XIV სს. | 1985, 2007 | 348 | III, IV | |
9 | ძველი ქალაქი სეგოვია და სეგოვიის აკვედუკი | სეგოვიის პროვინცია | ძვ. წ. I - II ს. | 1985 | 311 | I, II, IV | |
10 | ქალაქ სანტიაგო-დე-კომპოსტელას ძველი ნაწილი | ავტონომიური რეგიონი გალისია | XI საუკუნე | 1985 | 347 | I, II, VI | |
11 | გარახონაის ეროვნული პარკი კ. გომერაზე | კანარის კუნძულები | — | 1986 | 380 | VII, IX | |
12 | ისტორიული ქალაქი ტოლედო | ტოლედოს პროვინცია | ძვ. წ. 192 წ. | 1986 | 379 | I, II, III, IV | |
13 | მუდეხარის სტილი | ავტონომიური რეგიონი არაგონი | XII საუკუნე | 1986, 2001 | 378 | IV | |
14 | ქალაქ კასერესის ძველი ნაწილი | კასერესის პროვინცია | ძვ. წ. 25 წ. | 1986 | 384 | III, IV | |
15 | სევილიის საკათედრო ტაძარი, სევილიის ალკასარი და ინდოეთის არქივი | ქალაქი სევილია | XIV—XVI სს. | 1987 | 383 | I, II, III, VI | |
16 | ქალაქ სალამანკას ძველი ნაწილი | სალამანკის პროვინცია | ძვ. წ. III საუკუნე | 1988 | 381 | I, II, IV | |
17 | პობლეტის მონასტერი | ავტონომიური რეგიონი კატალონია | XII საუკუნე | 1991 | 518 | I, IV | |
18 | ქალაქ მერიდის არქეოლოგიური ანსამბლი | ავტონომიური რეგიონი ესტრემადურა | ძვ. წ. 25 წ. | 1993 | 664 | III, IV | |
19 | წმინდა იაკობის გზა | ჩრდილოეთი ესპანეთი | — | 1993 | 669 | II, IV, VI | |
20 | სანტა-მარია-დე-გვადალუპეს სამეფო მონასტერი | კასერესის პროვინცია | XIII საუკუნე | 1993 | 665 | IV, VI | |
21 | დონიანას ეროვნული პარკი | მდინარე გვადალკვივირი-ის შესართავთან | — | 1994 | 685 | VII, IX, X | |
22 | ისტორიული ქალაქი კუენკა | ავტონომიური რეგიონი კასტილია-ლა მანჩა | XII—XVII სს. | 1996 | 781 | II, V | |
23 | ლონხა-დე-ლა-სედა | ქალაქი ვალენსია | 1482—1548 წწ. | 1996 | 782 | I, IV | |
24 | რომის იმპერიის ოქროს საბადოები ლას-მედულასი | ავტონომიური რეგიონი გალისია | ძვ. წ. I საუკუნე | 1997 | 803 | I, II, III, IV | |
25 | მონტე-პერდიდოს ეროვნული პარკი (პირენეის ფრანგულ ეროვნულ პარკთან ერთად) | პირენეი | — | 1997, 1999 | 773 | III, IV, V, VII, VIII | |
26 | სან-მილან-დე-ლა-კოგოლიის მონასტრები | ავტონომიური რეგიონი ლა რიოხა | VI საუკუნე | 1997 | 805 | II, IV, VI | |
27 | კატალონიური მუსიკის სასახლე და სანტ-პაუს ჰოსპიტალი | ქალაქი ბარსელონა | XX საუკუნის დასაწყისი | 1997 | 804 | I, II, IV | |
28 | ესპანეთის ხმელთაშუაზღვის სანაპიროს კლდის ნახატები | ესპანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი | დაახლ. ძვ. წ. 5500 წ. | 1998 | 874 | III | |
29 | ალკალა-დე-ენარესი — მსოფლიოში პირველი საუნივერსიტეტო ქალაქი | ავტონომიური რეგიონი მადრიდი | IX—XVI სს. | 1998 | 876 | II, IV, VI | |
30 | კუნძული და ქალაქი იბიცა | ბალეარის კუნძულები | — | 1999 | 417 | II, III, IV, IX, X | |
31 | ქალაქი სან-კრისტობალ-დე-ლა-ლაგუნა | კ. ტენერიფე, კანარის კუნძულები | XVI—XVIII სს. | 1999 | 929 | II, IV | |
32 | არქეოლოგიური კომპლექსი ტარაკო | ავტონომიური რეგიონი კატალონია | ძვ. წ. I საუკუნე | 2000 | 875 | II, III | |
33 | ატაპუერკის მთები | ბურგოსის პროვინცია | 1 მლნ წელი ჩვენს ერამდე | 2000 | 989 | III, V | |
34 | ვალ-დე-ბოის რომანული ეკლესიები | ავტონომიური რეგიონი კატალონია | XI—XII სს. | 2000 | 988 | II, IV | |
35 | ელჩეს პალმების ტყე ქალაქ ელჩეში | ალიკანტეს პროვინცია | X საუკუნე | 2000 | 930 | II, V | |
36 | ლუგოს რომაული კედლები | ავტონომიური რეგიონი გალისია | ძვ. წ. III ს. | 2000 | 987 | IV | |
37 | არანხუესის სამეფო სასახლე | ავტონომიური რეგიონი მადრიდი | XVII საუკუნე | 2001 | 1044 | II, IV | |
38 | ქალაქების უბედასა და ბაესის რენესანსის ეპოქის ღირსშესანიშნაობები | ავტონომიური რეგიონი ანდალუსია | XVI საუკუნე | 2003 | 522 | II, IV | |
39 | ბისკაიის ხიდი | ბისკაიის პროვინცია | 1893 | 2006 | 1217 | I, II | |
40 | ტეიდეს ეროვნული პარკი | კ. ტენერიფე, კანარის კუნძულები | — | 2006 | 1258 | VII, VIII | |
41 | ჰერკულესის კოშკი | ავტონომიური რეგიონი გალისია | II საუკუნე, XVIII საუკუნე | 2009 | 1312 | III | |
42 | პალეოლითური კედლის მხატვრობა სიეგა-ვერდეში | ავტონომიური რეგიონი გალისია | პალეოლითი | 2010 | 866 | i, iii | |
43 | სერა-დე-ტრამუნტანის კულტურული ლანდშაფტი | ბალეარის კუნძულები | 2011 | 1371 | ii, iv, v | ||
44 | ვერცხლისწყლის საბადოები ალმადენში და იდრიიაში (სლოვენიასთან ერთად) |
ესპანეთი: ავტონომიური რეგიონი კასტილია-ლა მანჩა სლოვენია: გორიშკა |
2012 | 1313 | ii, iv | ||
45 | ანტეკერის დოლმენები: მენგა, ვიერა, ელ-რომერალი | მალაგის პროვინცია | 2016 | 1501 | i, iii, iv | ||
46 | კარპატების წიფლის პირველყოფილი ტყეები | 2017 | 1133ter | ix | |||
47 | მედინა-ასაჰარა | ანდალუსია | 2018 | 1560 | iii, iv | ||
48 | რისკო-კაიდოს კულტურული ლანდშაფტი და გრან-კანარიას წმინდა მთები | ლას-პალმასი | 2019 | 1578 | iii, v | ||
49 | პასეო-დელ-პრადო და ბუენ-რეტიროს პარკი | მადრიდი | 2020 | 1618 | ii, iv, vi |
ობიექტების გეოგრაფიული მდებარეობა
რესურსები ინტერნეტში
- იუნესკოს ოფიციალური საიტი. ესპანეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სია
- ესპანეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების საიტების კატალოგი
- (ესპანური) Comisión Nacional Española de Cooperación con la UNESCO დაარქივებული 2003-06-21 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links