კორდობა (ესპანეთი)
კორდობა (ესპ. Córdoba) — ქალაქი სამხრეთ ესპანეთში, ანდალუსიაში, მდინარე გვადალკვივირის ნაპირზე. კორდობის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
კორდობა ესპ. Córdoba | |||||
![]() | |||||
| |||||
ქვეყანა |
![]() | ||||
რეგიონი | ანდალუსია | ||||
კოორდინატები | 37°53′00″ ჩ. გ. 4°46′00″ დ. გ. / 37.88333° ჩ. გ. 4.76667° დ. გ. | ||||
მმართველი | José María Bellido | ||||
ადრეული სახელები | კორდუბა | ||||
ფართობი | 1253 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 120±1 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 319 515 (2022)[1] | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1 და UTC+2 | ||||
საფოსტო ინდექსი | 14000–14999 | ||||
საავტომობილო კოდი | CO | ||||
ოფიციალური საიტი | http://www.cordoba.es/ | ||||
ისტორიარედაქტირება
კორდობა ცნობილია ფინიკიელთა კოლონიზაციის დროიდან. სტრაბონისა და პტოლემეს ცნობით, იგი იყო ტურდეტანების ტომის ცენტრი. II პუნიკური ომის (ძვ. წ. 218–201) დროს დაიპყრეს რომაელებმა. ავგუსტუსის დროს ბეტიკის პროვინციის მთავარი ქალაქი იყო. სხვადასხვა დროს დაიპყრეს ვანდალებმა, ბიზანტიამ, ვესტგუთებმა, ხოლო 711 წელს – არაბებმა. 756 წლიდან იყო კორდოვის საამიროს, ხოლო 929 წლიდან კორდოვის სახალიფოს დედაქალაქი. X საუკუნეში კორდოვა იქცა განათლებისა და მეცნიერების ერთ-ერთ მთავარ ცენტრად. კორდოვის სახალიფოს დაშლის (1031 წელი) შემდეგ კორდოვა მხოლოდ 1070 წლამდე (დაიმორჩილა სევილიის ამირამ) ინარჩუნებდა დამოუკიდებლობას. რეკონკისტის დროს კასტილიის მეფეთა ხელში გადავიდა (1236 წ.).
არქიტექტურარედაქტირება
ქალაქის ცენტრს შენარჩუნებული აქვს ძველი არქიტექტურული დაგეგმარება. განაშენიანებულია მავრიტანული ეპოქის დროინდელი დაბალი ერთსართულიანი სახლებით, რომელთაც ყრუ ფასადები და გამწვანებული შიდა ეზოები (პატიო) აქვთ.
ღირსშესანიშნაობანირედაქტირება
ხუროთმოძღვრული ძეგლებიდან აღსანიშნავია:
- რომაული ხანის ხიდი.
- არაბული კოშკი კალაორა.
- ტაძარი (758 წ. 1236 წლამდე მეჩეთი).
- სან-ნიკოლასის ეკლესია (XIII-XVI სს.).
- სინაგოგა (1315 წ.).
- რატუშა (1594–1631 წწ.).
- XVIII საუკუნის რენესანსული სასახლეები, მოედნები.
კორდოვაში არის ნატიფი ხელოვნების მუზეუმი და არქეოლოგიური მუზეუმი.
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 788 ინგლ. • რუს. • ფრ. |
- კორდოვის გზამკვლევი (რუსულ ენაზე) დაარქივებული 2009-02-23 საიტზე Wayback Machine.
- კორდოვა
სქოლიორედაქტირება
- ↑ National Statistics Institute Municipal Register of Spain of 2022 — 2022. — ტ. 90. — გვ. 1,235.