ვესტგუთები
ვესტგუთები (Westgoten), ვიზიგოთები (Wisigoten) ანუ თერვინგები (Therwingen),[1] — ძველი გერმანული ტომების გუთების დასავლეთი შტო. III-IV საუკუნეებში ცხოვრობდნენ მდინარე დნესტრის აღმოსავლეთით. IV საუკუნის 70-იან წლებიდან მონაწილეობდნენ ხალხთა დიდ გადასახლებაში, როგორც რომაელთა ფედერატები (მოკავშირეები). 382 წელს დასახლდნენ მეზიის პროვინციაში. ბარბაროსულ ტომთა შორის პირველებმა აიღეს რომი (410) წელს. 418 წელს დააარსეს სამეფო აკვიტანიაში. მეფე თეოდორიხ I-ის (418-451) მეთაურობით დიდი როლი ითამაშეს ატილას დამარცხებაში (451), მეფეების თეოდორიხ II-ისა და ევრიხის (466-484) მმართველობის დროს დაიპყრეს ესპანეთის დიდი ნაწილი, ჩაიწერა ვესტგუთების პირველი სამართალი „ევრიხის კოდექსი“. მეფე ალარიხ II-ის (484-507) დროს ფრანკთაგან განცდილი დამარცხების შედეგად (507) დაკარგეს სამხრეთ გალიის მიწები. VI საუკუნის შუა ხანებიდან ვესტგუთების სამეფოს დედაქალაქი იყო ტოლედო. ადგილობრივ მიწათმფლობელთა ნაწილს ვესტგუთებმა ჩამოართვეს მიწების 2/3. 586 წელს ვესტგუთებმა მიიღეს კათოლიკობა, რამაც დააჩქარა მათი რომანიზაციის და ესპანურ-რომაულ მოსახლეობასთან ასიმილაციის პროცესი, განაპირობა გვაროვნულ-ტომური წყობილებიდან ადრინდელ ფეოდალურზე გადასვლა. 711-718 წწ. ვესტგუთების სამეფო არაბებმა დაიპყრეს, ვესტგუთებმა შეინარჩუნეს დამოუკიდებლობა ჩრდილოეთ ესპანეთში და განაგრძეს ბრძოლა არაბთა წინააღმდეგ.
ვესტგუთების მეფეები
რედაქტირებაბალტის დინასტია
რედაქტირება- ალარიხ I (395–410)
- ათაულფი (410–415)
- სიგერიხი (415)
- ვალია (415–419)
- თეოდორიხ I (419–451)
- თორისმონდი (451–453)
- თეოდორიხ II (453–466)
- ევრიხი (466–484)
- ალარიხ II (484–507)
- გეზალეხი (507–511)
- ამალარიხი (511–531)
სხვები
რედაქტირება- თეუდისი (531–548)
- თეუდიგიზელი (548–549)
- აგილა I (549–554)
- ათანაგილდი (554–568)
- ლიუვა I (568–572),
- ლეოვიგილდი (569–586), 569-572 ერთდროულად
- რეკარედ I (580–601), 586 წლამდე ვიცე-მეფე, პირველი კათოლიკე მეფე
- ლიუვა II (601–603), შვილი
- ვიტერიხი (603–610)
- გუნდემარი (610–612)
- სისებუტი (612–621)
- რეკარედ II (621), son
- სვინტილა (621–631)
- სისენანდი (631–636)
- ხინტილა (636–640)
- ტულგა (640–641)
- ხინდასვინტი (641–653)
- რეკესვინდი (649–672), შვილი, თანამეფე 649-653
- ვამბა (672–680)
- ერვიგი (680–687)
- ეგიკა (687–702)
- ვიტიცა (694–710), შვილი, თანა-მეფე და გალიციის ვიცე-მეფე 694-702
- როდერიკი (710–711),
- აგილა II (711–714),
- არდო (714–721).
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 382.