თეოდორიხ I (ვესტგუთი)

თეოდორიხ I (ლათ. Theodoricus, Theuderedus, Theodoris, Theodoras) (გ. 451) — ვესტგუთების მეფე. ქვეყანას მართავდა 419–451 წლებში. შვილი ან უფრო მეტად შესაძლებელია სიძე, ალარიხ I-ისა, გამომდინარე იქიდან, რომ მისი შვილი თეოდორიხ II ცნობილია, როგორც ალარიხის შვილიშვილი. ვალიას სიკვდილის შემდეგ თეოდორიხი მეფედ აირჩიეს გუთების საერთო კრებაზე. მას ისტორიკოსები ახასიათებენ როგორც, ფრთხილ და ჭკვიან მმარეთველს. ალბათ სწორედ ამაზე მიუთითებს მისი ხანგრძლივი მეფობაც. მისი მეფობის შემდეგ არ მოგვეპოვება ცნობები მეფეთა არჩევის შესახებ, სავარაუდოა, რომ მან ეს საქმეც მოაგვარა და მეფობა მემკვიდრეობითი გახადა, ამ ვარაუდს ამყარებს ის ფაქტი, რომ მის შემდეგ ზედიზედ მეფობდა მისი 3 შვილი.

თეოდორიხ I ფაბრიციო კასტელოს (1560-1617) მიერ.

თეოდორიხის მეუღლის სახელი არაა ცნობილი. ცნობილია ის რომ მათ ჰყავდათ 6 ბიჭი:

გარდა ბიჭებისა ცნობილია ასევე, რომ თეოდორიხს ჰყავდა 2 გოგო:

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
წინამორბედი:
ვალია
ვესტგუთების მეფე

419 - 451
შემდეგი:
თორისმონდი