თოიდერიხ I
(გადამისამართდა გვერდიდან თეოდორიხ I)
თოიდერიხ I, თეუდორიხ I (გერმ. Theuderich I.; ფრანგ. Thierry Ier; დ. 486 — გ. 534) — ფრანკების მეფე მეროვინგების დინასტიიდან. 511 წლიდან რეიმსის მეფე. ხლოდვიგ I-ს ვაჟი.
თოიდერიხის მთავარი ბიოგრაფია გრიგოლ ტურელი, ფრედეგარი და ფრანკთა ისტორიის წიგნის ანონიმი ავტორი. არცერთი ბიოგრაფი არ მოიხსენიებს მისი დედის სახელწოდებას, სავარაუდოდ ის უნდა ყოფილიყო მოსამსახურე ან რომელიმე ფრანკი მეფის ასული, რომელიც ეკლესიამ არ აღიარა კანონიერად და ამიტომაც არ იხსენიებენ მატიანეებში.
ხლოდვიგ I-ის გარდაცვალების შემდეგ თოიდერიხმა და მისმა სამმა ძმამ ხლოდომერმა, ხილდებერტმა და ხლოტარმა ფრანკთა სახელმწიფო გაინაწილეს. უდიდესი ნაწილი შეხვდა ძმებს შორის უფროსს თოიდერიხს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Theuderich I von Frankenkoenig. Genealogie Mittelalter: Mittelalterliche Genealogie im Deutschen Reich bis zum Ende der Staufer. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-04. ციტირების თარიღი: 2012-02-08.
- Генеалогическое древо Меровингов на «Хроносе»