ხლოტარ I მეტსახელად მოხუცი (le Vieux) (დ. 497[1] — გ. 31 დეკემბერი, 561[2]) — ფრანკთა მეფე მეროვინგების დინასტიიდან. ხლოდვიგ I-ის ვაჟი. სუასონის მეფე 511 წლიდან, ორლეანის მეფე 524 წლიდან,[3] ბურგუნდიის მეფე 534 წლიდან (თავის ძმასთან, ხილდებერტ I-თან ერთად 558 წლამდე), რეიმსის მეფე 555 წლიდან და პარიზის მეფე 558 წლიდან. 558-561 წლებში, ხლოდვიგ I-ის მსგავსად, მარტო მართავდა ფრანკთა სამეფოს.

Tête de Clotaire.jpg

სქოლიორედაქტირება

  1. Rouche (1996), გვ. 247.
  2. Généalogie de Clotaire Ier sur le site Medieval Lands
  3. Comme régent, en 524 (mariage avec Gondioque) ; juridiquement, après la mort des enfants de Clodomir, que la page (infra) situe en 532.