ფრანკები (ლათ. Franci, ფრანგ. Francs, გერმ. Franken) — დასავლეთგერმანული ტომების (ხატები, ხამავები, ნერვიები, ბატავები, ბრუქტერები, სუგამბრები და სხვა) გაერთიანება. თანამედროვე გერმანულ ენაში ეთნონიმი „Franken“ ძველ ფრანკებსაც აღნიშნავს და ფრანკონიის თანამედროვე მცხოვრებთაც. ფრანკები პირველად 242 წელს იხსენიებიან ქრონიკებში. ძველთაგან იყოფოდნენ ორ მთავარ შტოდ:

  1. ე. წ. სალიკური (ზღვისპირა) – რომლებიც თავიდან მდინარე ვისლის ნაპირებზე ცხოვრობდნენ, შემდეგ კი, IV საუკუნის შუა წლებში, მდინარე რაინის ქვედა წელზე დასახლდნენ.
  2. ე. წ. რიპუარული (მენაპირე, მდინარისპირა) – რომლებიც რაინის ზემო წელის ნაპირებზე, მდინარე მაინამდე ბინადრობდნენ. 451 წელს მონაწილეობდნენ კატალაუნის ბრძოლაში ჰუნების წინააღმდეგ.
ფრანკების ექსპანსია

V საუკუნის დასაწყისისათვის სალიკურმა ფრანკებმა დაიპყრეს გალიის ტერიტორია მდინარე სომამდე, თუმცა VI ლეგიონის ტრიბუნმა აურელიანის მეთაურობით გაანადგურა მომხვდური. ფრანკების მიერ გალიის შემდგომი დაპყრობის პროცესში შეიქმნა ფრანკთა სახელმწიფო (V-IX საუკუნეები). მიუხედავად იმისა, რომ ფრანკები გალიაში გაბატონდნენ, ისინი მოსახლეობის უმცირესობას შეადგენდნენ. დროთა განმავლობაში მოხდა ფრანკების ასიმილაცია ადგილობრივ გალიურ-რომაულ მოსახლეობასთან. მდინარეებს მაასსა და ლუარას შორის მცხოვრები ფრანკები შეერივნენ ჩრდილოეთის ფრანგულ და ვალონურ, ხოლო ლუარის სამხრეთით მცხოვრებნი – სამხრეთის ფრანგულ ანუ პროვანსულ მოსახლეობას. ეთნიკური თვითმყობადობა დიდხანს შეინარჩუნეს რაინის აუზში ბინადარმა ფრანკებმა, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ნიდერლანდელთა და ფლამანდელთა ეთნოგენეზში.

ფრანკების საზოგადოებრივი წყობილება, რომელიც წარმოადგენდა გარდამავალ საფეხურს სამიწათმოქმედო თემიდან მარკაზე, აისახა სალიკურ სამართალში.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება