ფრანკთა სახელმწიფო
ფრანკთა სახელმწიფო (ფრანგ. Empire carolingien, გერმ. Fränkisches Reich, იტალ. Impero carolingio) — პირველი გერმანული დიდი პოლიტიკური გაერთიანება ადრინდელი შუა საუკუნეების დასავლეთ ევროპაში. ფრანკთა სახელმწიფო არსებობდა V - IX საუკუნეებში, ფრანკების სახელმწიფო ჩამოყალიბდა დასავლეთ რომის იმპერიის ტერიტორიაზე.
ფრანკთა სახელმწიფო Francia | ||||
| ||||
---|---|---|---|---|
ფრანკების ექსპანსია | ||||
დედაქალაქი | პარიზი | |||
ენა | ძველი ფრანგული, ლათინური | |||
რელიგია | კათოლიციზმი | |||
მმართველობის ფორმა | მონარქია | |||
ფრანკთა დაშლილი ტომები გააერთიანა ხლოდვიგ I-მა, სწორედ ის იყო ფრანკთა პირველი მეფე და მეროვინგთა დინასტიის დამაარსებელი. 511 წელს ხლოდვიგის გარდაცვალების შემდეგ სამეფო მისმა ვაჟებმა დაიყვეს ოთხ ნაწილად (პარიზის სამეფო, მეცის სამეფო, სუასონის სამეფო, ორლეანის სამეფო). ამის შემდეგ ფრანკთა სახელმწიფოს დაშლა კვლავ გაგრძელდა, 673-675 სამეფოს გაერთიანდა ხილდერიკ II-ის მიერ.
VIII საუკუნის დასაწყისში, არაბთა სახალიფოში შიდაომები დასრულდა, არაბებმა განაახლეს დაპყრობითი ომები. ჩრდილოეთი აფრიკის დაპყრობის შემდეგ, ისინი გადავიდნენ გიბრალტარის სრუტეზე და სამ წელიწადში დაიპყრეს მთელი პირენეის ნახევარკუნძული. ევროპაში მათი შეჩერება მხოლოდ 732 წელს შეძლეს ფრანკებმა, როდესაც პუატიესთან დაამარცხეს არაბები.
768 წლიდან ახალი პერიოდი იწყება ფრანკთა სამეფოს ისტორიაში, ფრანკთა და საერთოდ ევროპის პირველი ბარბაროსი იმპერატორი გახდა კარლოს დიდი. კარლოსი აგრეთვე იყო ლომბარდთა მეფეც. კარლი უფროსი ვაჟი იყო პიპინ მოკლესი. პიპინის გარდაცვალების შემდეგ სამეფო გაიყვეს კარლოსმა და მისმა ძმამ, კარლომანმა. კარლოს დიდმა მიიღო სამეფოს გარე ნაწილები, ზღვის გასწვრივ, ნოისტრია, აკვიტანია და ავსტრაზიის ჩრდილო ნაწილი, ხოლო კალრომანმა მიიღო ქვეყნის შიდა ნაწილები, იტალიის მოსაზღვრედ. კარლომანი გარდაიცვალა 771 წლის 5 დეკემბერს. კარლოს დიდი გახდა გაერთიანებული ფრანკთა სამეფოს ახალ ლიდერად. კარლოსმა შექმნა ერთ-ერთი უდიდესი იმპერია რომის იმპერიის დაცემის შემდეგ. იმპერიის შემადგენლობაში სხვადასხვა პერიოდის განმავლობაში შედიოდა დასავლეთ ევროპის ტერიტორიები: საქსონია, ბავარია, ლომბარდია. იმპერიის ვასალურ მდგომარეობაში იყო: ბოჰემია, მორავია, ბენევიტის საჰერცოგო, ბრეტანი.
814 წელს გარდაიცვალა კარლოს დიდი, ის საკუთარ კათედრალში, აახენში დაკრძალეს. მას შემდეგ მეფობას მისი ვაჟი, ლუი I „ღვთისმოშიში“ აგრძელებს. კარლოს დიდის იმპერია გაიყვეს მისმა ვაჟებმა ფრანკთა ტრადიციისამებრ. ეს სამი სამეფო პროტოტიპი გახდა შემდგომი საფრანგეთისა და საღვთო რომის იმპერიისა.
კარლოს დიდმა დიდი კულტურული და ეკონომიკური წინსვლა მოუტანა ჩამორჩენილ ფრანკთა სამეფოს. მან შემოიღო კონტინენტური სამონეტო სისტემა, ხოლო მის გარდაცვალების შემდგომ, მის მიერ შემოღებული კონტინენტური სამონეტო სისტემა ნელ-ნელა დავიწყებას მიეცა.
კარლოს დიდის შემდგომ, ფრანკთა იმპერიამ დასუსტება დაიწყო. სახელმწიფოს დაშლამ შეუქცევადი სახე მიიღო. ერთიანი ფრანკული სახელმწიფო გაიყო დასავლეთ ფრანკთა სამეფოდ და აღმოსავლეთ ფრანკთა სამეფოდ.
ადრეული წლები
რედაქტირებაფრანკთა სამეფოს პირველი მმართველი გახდა ხლოდვიგი, მეროვინგთა დინასტიის დამაარსებელი. მას უნდა დაეძლია თავისი თანატომელთა წინააღმდეგობა და უნდა მოეგვარებინა ურთიერთობა ადგილობრივ დაპყრობილ გალურ-რომაულ მოსახლეობასთან, საკუთარი ძალების განმტკიცებისათვის მან მოკავშირედ რომის ეკლესია გაიხადა და მიიღო ქრისტიანობა (498-499). ეკლესია ქმედით დახმარებას უწევდა ხლოდვიგს სახელმწიფო მოწყობასა და მართვაში. ხლოდვიგის ძალაუფლების ლეგიტიმაციას საფუძვლად დაედო ქრისტიანული სწავლება - „ყოველგვარი ძალაუფლება ღვისაა“. ეკლესიას და სახელმწიფოს შორის ხლოდვიგის დროს ჩამოყალიბებულ კავშირს, ფრანკთა სამეფოს შემდგომი მმართველებიც ინარჩუნებდნენ. ეს კავშირი განმტკიცდა მეროვინგთა სამეფო დინასტიის კაროლინგებით შეცვლისას 751 წელს.
ხლოდვიგის გარდაცვალების შემდეგ სამეფო ფრანკული წესისამებრ, დაიყო ხლოდვიგის ვაჟებს შორის ოთხ ნაწილად (პარიზის სამეფო, მეცის სამეფო, სუასონის სამეფო, ორლეანის სამეფო). ეს ყველაფერი მეტად ართულებდა ფრანკთა სახელმწიფოს მდგომარეობას. ავსტრაზიამ, ბურგუნდიამ და ნოისტრიამ შეძლეს საკუთარი იდენტურობის ჩამოყალიბება, რაც ვერ შეძლეს პარიზმა და ორლეანმა. ფრანკებისა ამ სახელმწიფოებს შორის მუდმივი დაპირისპირება იყო, სუასონის სამეფო არსებობდა 486-584 წლებში და მისი განადგურების შემდეგ მის ადგილზე ნოისტრიის სამეფო წარმოიშვა. ნოისტრიაშიც მმართველები მეროვინგები იყვნენ, მას განუწყვეტელი ბრძოლები ჰქონდა მეზობელ ავსრაზიასთან, ნოისტრიამ თავის მხრივ საფუძველი დაუდო დასავლეთ ფრანკთა სამეფოს. მეროვინგთა უკანასკნელი წარმომადგენელი იყო ხლოდვიგ IV, თოიდერიხ III-ის ვაჟი. მეროვინგების სამეფო დინასტია შეცვალა კაროლინგების დინასტიამ.
კაროლინგების დინასტია
რედაქტირებაკაროლინგთა სამეფო დინასტიის პირველი წარმომადგენელი იყო, პიპინი (თავისი დაბალი ტანის გამო მოკლედ წოდებული). პიპინ მოკლე გამეფდა 751-768 წლებში პაპის უშუალო ხელშეწყობით. ახალი დინასტიის კანონიერების დასამტკიცებლად პაპმა პიპინი მეფედ აკურთხა, რის შემდეგადაც პიპინ მოკლე ატარებდა ტიტულს „ღვთის წყალობით ფრანკთა მეფე“. სანაცვლოდ პიპინმა რომის პაპს რავენის საეგზარქოს და რომის ოლქი უბოძა. ეს ტერიტორიები ბიზანტიის იმპერატორის ნაცვალის სამფლობელოები იყო იტალიაში.
ადრეულ შუა საუკუნეებში, ეკლესიასა და ფრანკთა საერო ხელისუფლებას შორის ძალაუფლების განსამტკიცებლად დამყარებული ურთიერთობა 800 წელს პიპინ მოკლეს შვილის, კარლოსის იმპერატორად კურთხევის აქტით დაგვირგვინდა.