გიბრალტარის სრუტე
გიბრალტარის სრუტე (არაბ.: مضيق جبل طارق, ესპ.: Estrecho de Gibraltar) — სრუტე რომელიც აერთებს ხმელთაშუა ზღვას ატლანტის ოკეანესთან. მეზღვაურები მას შემოკლებით „სტროგს“ უწოდებენ.
კონტინენტებს შორის მოქცეული ხმელთაშუა ზღვის წყლის აორთქლების დონე გაცილებით აღემატება მასში ჩადენილი მდინარეების წყლების მასას. გიბრალტარის სრუტის შედარებით მაღალი ფუძე ლიმიტს უქმნის ატლანტის ნაკლებად მლაშე ცივი წლის შერევას თბილ ხმელთაშუა ზღვის წლებთან. ეს უკანასკნელი იმდენად მარილიანია, რომ ის მუდმივად შემოდენილი ატლანტის წლის ქვეშ იძირება და ქმნის ზემლაშე ქვედა წყლის ფენას, რომელსაც ხმელთაშუა განადენს უწოდებენ. ის მიედინება კონტინენტიდან შორს და ქვევით, ჰკარგავს მარილიანობას, სანამ დაახ. 1000 მეტრის სიღრმეზე ატლანტის წყალთან შერევით არ გაწონასწორდება.
სახელი მომდინარეობს არაბულიდან „ჯებელ ალ ტარიქ“, რაც ტარიქის ქვას ნიშნავს. სახელი მიუთითებს ბერბერ მუსლიმთა გენერალ ტარიქ იბნ-ზიიადზე, რომელმაც იბერიის ნახევარკუნძული 711 წელს დაიპყრო.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- (ინგლისური) Climate Control Requires a Dam at the Strait of Gibraltar დაარქივებული 2009-02-22 საიტზე Wayback Machine.
- (ესპანური) Estudios Geográficos del Estrecho de Gibraltar დაარქივებული 2006-02-12 საიტზე Wayback Machine.