ნოისტრია
ნოისტრია — ეწოდებოდა ფრანკების სამეფოს დასავლეთ ნაწილს 511-737 წლებში. იგი მდებარეობდა მდინარეების სენასა და ლუარას შორის. ნოისტრიის მეფეები მეროვინგების დინასტიიდან იყვნენ. მიუხედავად განუწყვეტელი ომისა მეზობელ ავსტრაზიასთან (ფრანკთა სამეფოს აღმოსავლეთი ნაწილი) ეს ორი სამეფო ხშირად პერსონალური უნიის ქვეშ ერთიანდებოდა. ნოისტრია სუასონის სამეფოს დამხობის შემდეგ წარმოიშვა და თავის მხრივ საფუძველი დაუდო დასავლეთ ფრანკების სამეფოს – „დასავლეთ ფრანკონიას“. ნოისტრიის მბრძანებლები მეფის ტიტულს ატარებდნენ.
ნოისტრიის მეფეები იყვნენ
რედაქტირება- 584-629 – ხლოტარ II „უმცროსი“
- 629-639 – დაგობერტ II „კეთილი“ (პერსონალური უნია)
- 639-657 – ხლოდვიგ II
- 657-673 – ხლოტარ III
- 673-673 – თოიდერიხ III
- 673-675 – ხილდერიკ II (პერსონალური უნია)
- 675-691 – თოიდერიხ III (ხელმეორედ)
- 691-695 – ხლოდვიგ III
- 695-711 – ხილდებერტ III
- 711-715 – დაგობერტ III
- 715-721 – ხილპერიკ II
- 721-737 – თოიდერიხ IV
- 737-741 – კარლოს მარტელი (პერსონალური უნია)
- 741-743 – პიპინ მოკლე
- 743-751 – ხილდერიკ III
ლიტერატურა
რედაქტირება- Oman, Charles. The Dark Ages 476–918. Rivingtons: London, 1914.
- Hodgkin, Thomas. Italy and her Invaders. Clarendon Press: 1895.