ხლოტარ II (ფრანგ. Childéric II); (დ. მაისი, 584 — გ. 18 ოქტომბერი, 629) — ფრანკთა მეფე 584629 წლებში, ხილპერიკ I-ის ვაჟი, მეროვინგების დინასტიიდან. მართავდა ნოისტრიას, ხოლო 613 წლიდან გახდა სრულიად ფრანკთა მეფე. ხლოტარი (ან კლოტარი — Chlotarius, ან ხლოტოხარი — Chlotacharius — იგივე რაც მოგვიანებით ლოთარი) ფრანგულად ნიშნავს: ძლიერი ბრძოლაში ან ძლევამოსილი მეომარი.

ხლოტარ II
ლათ. Chlotarius, Chlotacharius

ხლოტარ II ბრინჯაოს მედალზე. დაახლოებით 1720 წელი
ფრანკების მეფე
მმართ. დასაწყისი: 584 წლის 27 სექტემბერი
მმართ. დასასრული: 629 წლის 18 ოქტომბერი
წინამორბედი: ხილპერიკ I
მემკვიდრე: დაგობერტ I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: მაისი, 584
გარდ. თარიღი: 18 ოქტომბერი, 629
გარდ. ადგილი: პარიზი, საფრანგეთი
მეუღლე: 1-ლი: ჰელდეტრუდა
მე-2: ბერტეტრუდა
მე-3: სიხილდა
შვილები: 1-ლი ცოლისგან:
ვაჟი: მეროვეი
ქალიშვილი: ემა
მეორე ცოლისგან:
ვაჟი: დაგობერტ I
მე-3 ცოლისგან:
ვაჟი: ხარიბერტ II
დინასტია: მეროვინგები
მამა: ხილპერიკ I
დედა: ფრედეჰონდა

ბრუნჰილდეზე გამარჯვების შემდეგ ფრანკთა სამეფო გააერთიანა. იძულებული გახდა ფეოდალური არისტოკრატიისათვის დაეთმო და 614 წელს გამოეცა ედიქტი, რომელიც ადასტურებდა მისის წინამორბედების მიერ მსხვილი ფეოდალებისათვის ნაბოძებ მიწებს და სასამართლო-ადმინისტრაციულ პრივილეგიებს. იძულებული გახდა დაეკმაყოფილებინა ავსტრაზიის წარჩინებულთა სეპარატისტული მოთხოვნები და 623 წელს ავსტრაზიის მეფედ დაესვა თავისი ვაჟი დაგობერტ I.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 488.
  • ფრედეგარის მემკვიდრეები - Continuationes chronicarum quae dicuntur Fredegarii // The Fourth Book of the Cronicle of Fredegar with its continuations. — London: Thomas Nelson and Sons Ltd, 1960.
  • ფრანკთა ისტორიის წიგნი - Das Buch von der Geschiche der Franken. // Quellen zur Geschichte des 7. und 8. Jahrhunderts. Ausgewaehlte Quellen zur deutschen Gechichte des Mittelalters. — Darmstadt, 1982. — Т. 4a.


 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: