დაგობერტ I (ფრანგ. Dagobert I; დ. დაახ. 605 — გ. 19 იანვარი, 639, სენ-დენის სააბატო) — ფრანკთა მეფე 629—634 და ბურგუნდიის მეფე 629—639 წლებში, ხლოტარ II-ის ძე. მეროვინგების დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი, რომელსაც რეალური ხელისუფლება ეპყრა. თავდაპირველად (623-დან) ფლობდა მხოლოდ ავსტრაზიას, შემდეგ დაიმორჩილა ფრანკთა სამეფოს თითქმის მთელი ტერიტორია. წარმატებით ებრძოდა საერო და სასულიერო მაგნატებს, რომლებიც პრეტენზიებს აცხადებდნენ სამეფო დომენზე. 629 წელს დააწესა ბაზრობა პარიზის ახლოს. ერეოდა ვესტგუთების სახელმწიფოს და ლანგობარდების სამეფოს საქმეებში. შეიჭრა სამოს სახელმწიფოში, მაგრამ დამარცხდა (631).

დაგობერტ I

ლიტერატურა

რედაქტირება