სამოს სახელმწიფო
სამოს სახელმწიფო — დასავლეთი და ნაწილობრივ სამხრეთი სლავების პირველი, ისტორიულად ცნობილი პოლიტიკური გაერთიანება. დააარსა სლავმა მთავარმა სამომ (623-658 წწ.). სამოს სახელმწიფო წარმატებით ებრძოდა ავარებს და ფრანკებს. სამოს სახელმწიფოს როგორც პოლიტიკური გაერთიანების, მისი ხასიათის შესახებ მეცნიერებაში აზრთა სხვადასხვაობაა: ზოგი მკვლევარი მას ტომთა კავშირად მიიჩნევს, ზოგი სახელმწიფოდ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 21.