ხლოტარ III (ფრანგ. Clotaire I; დ. 650 — გ. სავარაუდოდ 673 წლის 10 მარტიდან, 15 მაისამდე) — ფრანკთა მეფე 657673 წლებში, ხლოდვიგ II-ის უფროსი ვაჟი, მეროვინგების დინასტიიდან. მართავდა ნოისტრიას და ბურგუნდიას. სამეფო ტახტზე 7 წლის ასაკში ავიდა და მცირე ასაკში რეალურად ქვეყანას ხლოტარის დედა მართავდა. ხლოტარი (ან კლოტარი — Chlotarius, ან ხლოტოხარი — Chlotacharius — იგივე რაც მოგვიანებით ლოთარი) ფრანგულად ითარგმნება, როგორც ცნობილი არმიის მფლობელი.

ხლოტარ III
ლათ. Chlotarius, Chlotacharius

ხლოტარ III ბრინჯაოს მედალზე. დაახლოებით 1720 წელი
ფრანკების მეფე
მმართ. დასაწყისი: სავარაუდოდ 657 წლის 11 სექტემბრიდან, 16 ნოემბრამდე
მმართ. დასასრული: სავარაუდოდ 673 წლის 10 მარტიდან, 15 მაისამდე
წინამორბედი: ხლოდვიგ II
მემკვიდრე: ხილდერიკ II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 650
გარდ. თარიღი: სავარაუდოდ 673 წლის 10 მარტიდან 15 მაისამდე
მეუღლე: ამალტჰილდა
შვილები: ვაჟი: ხლოდვიგ III?
დინასტია: მეროვინგები
მამა: ხლოდვიგ II
დედა: ბატილდა

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ფრედეგარის მემკვიდრეები - Continuationes chronicarum quae dicuntur Fredegarii // The Fourth Book of the Cronicle of Fredegar with its continuations. — London: Thomas Nelson and Sons Ltd, 1960.
  • ფრანკთა ისტორიის წიგნი - Das Buch von der Geschiche der Franken. // Quellen zur Geschichte des 7. und 8. Jahrhunderts. Ausgewaehlte Quellen zur deutschen Gechichte des Mittelalters. — Darmstadt, 1982. — Т. 4a
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: