ფრანკონია
ფრანკონია (გერმ Franken) — ისტორიული ოლქი გერმანიაში. სახელწოდება ახ.წ. I ათასწლეულის შუა ხანებში აქ დასახლებული ფრანკებისაგან მიიღო. IX ს. ბოლოდან გერმანული სამეფოს ერთ-ერთი ტომობრივი საჰერცოგო იყო, რომელიც 939 წელს ოტო I-მა გაანადგურა. ფეოდალური დაქუცმაცებულობის პირობებში დამოუკიდებელ ფეოდალურ სამფლობელოებად დაიყო. სახელწოდება ფრანკონია შერჩა მხოლოდ აღმოსავლეთ ფრანკონიას, რომლის ტერიტორიაზე შეიქმნა ვიურცბურგის, ბამბერგის, აიხშტეტის საეპისკოპოსოები და ანსბახის, ბაიროითის საერო სამთავროები. ფრანკონიის საიმპერიო ქალაქები იყო ნიურნბერგი, როტენბურგი და სხვ. 1803 წელს ფრანკონია გაიყო ბავარიას, ვიურტემბერგსა და ბადენს შორის.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 392.